პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი

(გადამისამართდა გვერდიდან პორტატიული კონსოლი)

პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, პორტატიული სათამაშო კონსოლი, ან უბრალოდ პორტატიული კონსოლი — მცირე ზომის სათამაშო მოწყობილობა, რომელშიც ჩაშენებულია ყველა ის კომპონენტი (ეკრანი, დინამიკი სათამაშო ღილაკები და ა.შ), რომელიც საჭიროა ვიდეო თამაშის ფუნქციონირებისთვის. როგორც წესი, ასეთი ტიპის მოწყობილობა ზომაში გაცილებით მცირეა, ვიდრე სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი და შესაბამისად, სატარებლადაც მარტივია.[1][2]

1989 წელს გამოცემულმა Nintendo Game Boy-მ საფუძველი ჩაუყარა პორტატიული კონსოლების ბაზარს

1976 წელს, კომპანია Mattel-მა წარმოადგინა პირველი პორტატიული ელექტრონული თამაში „Auto Race“.[3] მოგვიანებით, რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის — Coleco და Milton Bradley, შექმნა საკუთარი ელექტრონული თამაშები და მოწყობილობები.[4] პირველი ნამდვილი პორტატიული კონსოლი სახელწოდებით Microvision (ცვლადი სათამაშო კარტრიჯებით) გამოუშვა კომპანია Milton Bradley-მ 1979 წელს.[5]

პორტატიული კონსოლების პუპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის Nintendo-ს. 1989 წელს კომპანიამ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსოლი Game Boy,[2] რომლის წყალობითაც იგი დღემდე დომინირებს პორტატიული კონსოლების ბაზარზე.[6][7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Li, Frederick W. B. Computer Games. Durham University. წაკითხვის თარიღი 19 დეკემბერი, 2008. p. 4.
  2. Loguidice, Bill; Matt Barton. (15 აგვისტო, 2008) A History of Gaming Platforms: Mattel Intellivision. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2008.
  3. Demaria, Rusel (2002). High Score! The Illustrated History of Video games. McGraw-Hill, გვ. 31–32. ISBN 978-0-07-222428-3. 
  4. East, Tom. (11 ნოემბერი, 2009) History Of Nintendo: Game Boy. Official Nintendo Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-10. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2013.
  5. Patsuris, Penelope (7 ივნისი, 2004). „Sony PSP Vs. Nintendo DS“. Forbes. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Hutsko, Joe (25 მარტი, 2000). „88 Million and Counting; Nintendo Remains King of the Handheld Game Players“. The New York Times. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)