Official Nintendo Magazine
Official Nintendo Magazine (შემოკლებით ONM) — ბრიტანული და ავსტრალიური ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელიც, ძირითადად, ორიენტირებული იყო Nintendo DS, Nintendo 3DS, Wii-სა და Wii U-ს კონსოლების თამაშებზე. გამომცემელი იყო კომპანია Future plc. პირველი ნომერი გამოვიდა 2006 წლის 16 თებერვალს, ხოლო უკანასკნელი ნომერი გამოიცა 2014 წლის 14 ოქტომბერს.
Official Nintendo Magazine | |
---|---|
მოკლე სათაური | ONM |
სპეციალიზაცია | ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | მეთიუ კესლი (ბრიტანეთი) რობერტ ედვარდსი (ავსტრალია) |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Future plc |
ქვეყანა | ბრიტანეთი ავსტრალია |
პუბლიკაციის ისტორია | პირველი ნომერი:16 თებერვალი, 2006 (ბრიტანული) ბოლო ნომერი:14 ოქტომბერი, 2014 (ბრიტანული) |
გამოცემის სიხშირე | 13-ჯერ თვეში |
ISSN | 1750-9998 |
ისტორია
რედაქტირებახანდაზმული ბრიტანული ვიდეო თამაშების ჟურნალის Mean Machines-ის გაყოფის შემდეგ წარმოიშვა ორი დამოუკიდებელი ჟურნალი: Mesan Machine Sega, რომელიც ორიენტირებული იყო სეგას კონსოლებზე და Nindendo Magazine System (NMS), რომელიც მოიცავდა ნინტენდოს კონსოლებს. ადრეულ წლებში ჟურნალს გამოსცემდა კომპანია EMAP Nintendo Magazine System-ის სახელწოდებით, რომელიც თავდაპირველად მოიცავდა Nintendo Entertainment System, Super Nintendo Entertainment System-სა და Game Boy-ის პლატფორმებს, ხოლო მოგვიანებით რამდენიმეჯერ შეეცვალა სახელი და დაერქვა Nintendo Magazine, Nintendo Official Magazine, ხოლო შემდეგ Nitendo Official Magazine UK. ამ სახელწოდებების ქვეშ ყოფნის პერიოდში 12 წლის განმავლობაში გამოიშვებოდა EMAP-ის მეშვეობით[1], მანამდე სანამ საიტი არ შეიძინა კომპანია Future plc.-მა. იმ მომენტიდან მოყოლებული ჟურნალი გამოდიოდა დიდ ბრიტანეთში Official Nintendo Mgazine-ის სახელწოდებით. პირველი ნომერი Future plc-ის მიერ გამოიშვა 2006 წლის თებერვალს. 2008 წლიდან ჟურნალი გამოდიოდა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში[2][3]..
უკანასაკნელი ნომერი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამოიცა 2013 წლის დეკემბერს. ხოლო ბრიტანული ვერსია დაიხურა 114 ნომრის გამოსვლის შემდეგ, 2014 წლის 14 ოქტომბერს.
შეფასების სისტემა
რედაქტირებაჟურნალი იყენებდა პროცენტული შეფასების სისტემას:
- 0-29 % = ტოქსიკური
- 30-49 % = პრობლემური
- 50-69 % =ხარვეზიანი
- 70-79 % = ბრინჯაო
- 80-89 %= ვერცხლი
- 90-100 % = ოქრო.
ჟურნალის ისტორიაში ყველაზე მაღალი ქულები 98 % მიენიჭათ The Legend of Zelda: Ocarina Of Time 3D-სა და The Legend of Zelda: Skyward Sword-ს. Super Mario galaxy 2 და The Legend of Zelda: Twilight Princess ორივეს მიენიჭათ 97 %. ხოლო ყველაზე დაბალ შეფასებიანი არის DSiWare-ის თამაშები Discolight და Flashlight, რომელებმაც მიიღეს 2 და 3 %.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- Nintendo Power (აშშ, გაუქმებული)
- Nintendo Magazine System (ავსტრალია) (გაუქმებული)
- Nintendo Gamer (ბრიტანეთი, გაუქმებული)
- Nintendo Dream (იაპონია)
- Nintendo World (ბრაზილია)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official UK-ის ვებსაიტი დაარქივებული 2014-10-14 საიტზე Wayback Machine.
- Official-ის ავსტრალიური და ახალი ზელანდიური ვებსაიტი დაარქივებული 2009-02-01 საიტზე Wayback Machine.
- მიმოხილვების არქივი[მკვდარი ბმული]
- Official Nintendo Magazine covers[მკვდარი ბმული]
- უფასო საჩუქრების არქივი[მკვდარი ბმული]
- Super ONM
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Article on NOM's change of publisher to Future Publishing.. ds-x2.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-13. ციტირების თარიღი: 2007-12-01.
- ↑ Beer, Stan. (12 November 2008) New official Nintendo magazine launched in ANZ. Itwire.com. ციტირების თარიღი: 29 June 2010.
- ↑ Andy Robinson Editor Follow @Espio1. (2008-11-14) News: Official Nintendo mag launches in Aus, NZ. ComputerAndVideoGames.com. ციტირების თარიღი: 2013-07-28.