Genesis Nomad
Genesis Nomad (აგრეთვე ცნობილი როგორც Sega Nomad) — მეოთხე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Sega-ს მიერ 1995 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ ამერიკაში.[1][2] Nomad არის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლის, Sega Genesis პორტატიული ვერსია (ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ ცნობილი როგორც Sega Mega Drive). Nomad Sega-ს მიერ გამოცემული უკანასკნელი პორტატიული კონსოლია.
Genesis Nomad | |
---|---|
სხვა სახელწოდებები | Sega Nomad |
მწარმოებელი | Sega |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. ოქტომბერი 1995 |
შეწყდა |
ჩრდ.ამ. 1999 |
მედია | Sega Genesis-ის სათამაშო კარტრიჯი |
კვება | 6 AA-ბატარეები, 2-დან 3 საათამდე |
პროცესორი | Motorola 68000 |
მონიტორი |
|
ხმა |
|
შემდეგი | Game Gear, Mega Jet |
Genesis-სა და Mega Jet-ის მსგავსად, Nomad მოიხმარდა 16/32-ბიტიან Motorola 68000-ის მიკროპროცესორს[3] და ექვს ცალ AA-ბატარეებს ორიდან სამ საათამდე ხანგრძლივობით.[4] მასში ჩაშენებული იყო 3,25-დიუმიანი ფერადი ეკრანი,[5] ასევე გააჩნდა სტანდარტულ ტელევიზორზე მიერთების ფუნქცია.[3]
კონსოლი ექსკლუზიურად იყიდებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში და ოფიციალურად არსდროს გამოსულა სხვა რეგიონში, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც იაპონიაში კონსოლი გამოიცა შეზღუდული რაოდენობით, თუმცა ვერ ჰპოვა სათანადო წარმატება.[4] მასზე არათავსებადი იყო Genesis-ის პერიფერიბი, მათ შორის Power Base Converter, Sega CD და 32X.
საგულისმხმო ის არის, რონ Sega Nomad-ს არ გააჩნდა თამაშების საკუთარი ბიბლიოთეკა, ამის ნაცვლად მასზე თავსებადი იყო Genesis-ის თამაშები. გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო 500-მდე თამაში. მას აგრეთვე შეეძლო Genesis-ისთვის შექმნილი არალიცენზირებული Hombrew და მეკობრული თამაშების გაშვება.
კონსოლმა ვერ შეძლო პოპულარობის მოპოვება მომხმარებლებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისა იყო ის, რომ ბაზარზე დომინირებდა Nintendo-ს პორტატიული კონსოლი Game Boy, ხოლო ვიდეო თამაშის „Pokémon Red and Blue“-ის გამოსვლის შემდეგ Game Boy-ს პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა Nomad-ის გაყიდვებზე, აქედან გამომდინარე, 1999 წელს Nomad თავდაპირველ ფასთან შედარებით სამჯერ ნაკლებ ფასად იყიდებოდა. საბოლოო ჯამში, იმავე წელს კომპანია Sega-მ შეწყვიტა კონსოლის წარმოება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Genesis Nomad Sega Retro
- Nomad — Retro Pixl
- Genesis Nomad-ის 10 საუკეთესო თამაში — Retro Gamer
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Marriott, Scott Alan. Sega Genesis Nomad - Overview. Allgame. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 14, 2014. ციტირების თარიღი: October 18, 2013.
- ↑ Snow, Blake (July 30, 2007). „The 10 Worst-Selling Handhelds of All Time“. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 12, 2007. ციტირების თარიღი: January 17, 2008.
- ↑ 3.0 3.1 „Nomad: Sega's On-the-road Warrior“. GamePro. IDG (87): 20. December 1995.
- ↑ 4.0 4.1 Hunt, Stuart. „Retroinspection: Sega Nomad“. Retro Gamer. Imagine Publishing (69): 46–53.
- ↑ Linneman, John. (2018-05-13) DF Retro: Revisiting Sega's Nomad - the original Switch? en. ციტირების თარიღი: 2020-03-04