Nintendo 64
Nintendo 64 (შემოკლებით N64) — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ. იგი იყენებს 64 ბიტიან პროცესორს და აქედანვე მოდის მისი სახელწოდებაც. კონსოლი იაპონიაში გამოვიდა 1996 წლის სექტემბერს, ჩრდილოეთ ამერიკაში 1996 წლის ივნისს, ევროპასა და ავსტრალიაში 1997 წლის მარტს, ხოლო ბრაზილიაში იმავე წლის დეკემბერს. იგი არის ინდუსტრიაში უკანასკნელი კონსოლი, რომელიც გამოიყენებდა კარტრიჯს, როგორც ძირითად შემნახველ ფორმატს. მიუხედავად იმისა, რომ მის შემდეგ 2001 წელს გამოვიდა MiniDVD-ზე დაფუძნებული კონსოლი GameCube, Nintendo 64 მაინც რჩებოდა გაყიდვაში 2003 წლამდე.
Nintendo 64 | |
---|---|
Nintendo 64 კონტროლერით | |
სხვა სახელწოდებები | Project Reality (კოდური სახელი), N64 |
შემქმნელი | Nintendo IRD |
მწარმოებელი | Nintendo |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 23 ივნისი, 1996[1] ჩრდ.ამ. 29 სექტემბერი, 1996[2] ევრ 1, მარტი 1997[1] ავს 1 მარტი, 1997[1] ბრაზ 10 დეკემბერი, 1997[1] |
საცალო გაყიდვაში | 1996–2003 |
შეწყდა |
იაპ 30 აპრილი, 2002 ევრ 16 მაისი, 2003 ავს 2003 ბრაზ 2003 ჩრდ.ამ. 30 ნოემბერი, 2003 |
გაიყიდა |
მსოფლიოში: 32.93 მილიონი[3] იაპონია: 5.54 მილიონი ამერიკა: 20.63 მილიონი ევროპა & ავსტრალია: 6.75 მილიონი |
მედია |
Nintendo 64 Game Pak (შემნახავი) მაგნიტური დისკი (64DD) |
პროცესორი | 64 ბიტიანი NEC-ის VR4300 @ 93.75 მგჰ |
მეხსიერების საცავი | 64 მბ Game Pak, 256 კბიტი (32 კბ) Controller Pak თამაშის პროცესის შესანახად |
ამოღებადი საცავი | SGI-ის RCP @ 62.5 მგჰ |
კონტროლერის შეტანა | Nintendo 64-ის კონტროლერი |
ონლაინ სერვისები |
Randnet (მხოლოდ იაპონიაში) SharkWire Online (მესამე მხარის) |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | Super Mario 64, 11.62 მილიონი (2003-ის მონაცემით)[4] |
წინა | Super NES |
შემდეგი | GameCube |
საიტი | ოფიციალური საიტი |
სისტემა აღჭურვილი იყო კომპანია NEC-ის მიერ შემუშავებული VR4300-ის ცენტრალური პროცესორით[5], Silicon Graphics-ის Reality Coprocessor-ის გრაფიკული პრცესორით, 4 მბ ოპერატიული მეხსიერებით (რომლის გაზრდა შესაძლებელი იყო 8მბ-დე). გამოსვლისთანავე ხელმისაწვდომი იყო სამი თამაში: Super Mario 64, Pilotwings 64 და Saikyō Habu Shōgi (ეს უკანასკნელი - მხოლოდ იაპონიაში) მასზე სულ გამოვიდა 388 ერთეული ვიდეო თამაში, მაშინ როდესაც, მის თანამედროვე კონსოლებზე, PlayStation და Sega Saturn იყო ორჯერ და სამჯერ მეტი რაოდენობით, ხოლო მისი წინამორბედი სისტემა SNES ითვლიდა 725 თამაშს. მიუხედავად ამისა, N64-ის ბიბლიოთეკა მოიცავდა ისეთ ცნობილ პროექტებს როგორებიც არის Super Mario 64, GoldenEye 007 და The Legend of Zelda: Ocarina of Time - აღიარებული ყველა დროის საუკეთესო თამაშებად[6][7][8].
მასზე მუშაობა დასრულდა 1995 წლის შუა პერიოდში, თუმცა ნინტენდომ რელიზი 1996 წლამდე გადადო[9]. როგორც ნაწილი მეხუთე თაობის კონსოლებისა, იგი კონკურენციას უწევდა PlayStation-სა და Sega Saturn-ს. თავდაპირველი ფასი შეადგენდა 199.99 ამერიკულ დოლარს[10] და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდა 32.93 მილიონი ეგზემპლარი[3] . Nintendo 64-ის წარმატებამ საშუალება მისცა დეველოპერებს შეექმნათ მისი სხვადასხვა ვარიანტები სხვადასხვა ფერებში,ასევე შეზღუდული რაოდენობის კონტროლერები. საიტ IGN-მა Nintendo 64 დაასახელა მე-9 საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლად ისტორიაში[11], ხოლო ჟურნალ Time-მა უწოდა "წლის მანქანა".
გალერეა
რედაქტირება-
Nintendo 64 კონტროლერით
-
ნარინჯისფერი Nintendo 64
-
Nintendo 64-ის კონტროლერი
-
Nintendo 64-ის მაგნიტური დისკი
-
მეხსირების ბარათი
-
64DD-ის მაგნეტური დისკი Nintendo-64-ზე
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Billboard Magazine of May 18, 1996, p.58
- "Why Netscape Almost Didn't Exist",
- Nintendo 64. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2007.
- Index of all Nintendo 64 promotional videos
- Nintendo 64 საიტზე Curlie
- US Patent for the N64
- The Most Complete N64 Game Releaselist by NESWORLD დაარქივებული 2011-02-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Nintendo 64 Roms: Games. Lycos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-17. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2008.
- ↑ IGN Staff. (27 სექტემბერი, 1996) Nintendo 64 Breaks Loose. IGN. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2015.
- ↑ 3.0 3.1 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (27 იანვარი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-14. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2015.
- ↑ All Time Top 20 Best Selling Games (21 მაისი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი, 2006. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2008.
- ↑ Main specifications of VR4300TM-series. NEC. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2006.
- ↑ Legend of Zelda: Ocarina of Time. Metacritic. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2010.
- ↑ Ocarina of Time Hits Virtual Console. 1UP.com (2016 მაისი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2010.
- ↑ The Best Video Games in the History of Humanity. Filibustercartoons.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-21. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2010.
- ↑ Fisher, Lawrence M (6 მაისი, 1995). „Nintendo Delays Introduction of Ultra 64 Video-Game Player“. The New York Times. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Hill, Charles. Strategic Management Cases: An Integrated Approach, 10th ed.. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2013.
- ↑ Hatfield, Daemon. Nintendo 64 is number 9. IGN. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2015.