მეჰელის ცხვირნალა
მეჰელის ცხვირნალა (ლათ. Rhinolophus mehelyi) — ხელფრთიანების სახეობა ცხვირნალისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში. დამახასიათებელია საშუალო ზომა, ფერმკრთალი ტუჩები და მონაცისფრო-მოყავისფრო ყურები. ბეწვი შედარებით ხშირია, მონაცისფრო-მოთეთრო ფერისაა.
მეჰელის ცხვირნალა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Rhinolophus mehelyi | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 19519 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
მუცლის ბეწვი თითქმის მთლინად თეთრია, ხოლო ზურგისა — მონაცისფრო-მოყავისფრო. მკვეთრად არის გამოყოფილი ზურგისა და მუცლის მხარეები. სხეულის სიგრძე 5,5-6,4 სმ, წონა 10-18 გრ. ფრთების შლილი 33-34 სმ. გამოქვაბულების ბინადარია, უპირატესობას ანიჭებს კირქვიან ადგილებს, იქ სადაც წყალია. მეჰელის ცხვირნალა როგორც ცნობილია, ბუდობს სხვა ნალცხვირა ღამურებთან ერთად. თავისუფლად არის ჩამოკიდებული მღვიმეების ჭერზე. სანადიროდ გამოდის მობინდებისას, მსხვერპლს იჭერს დაბლა მიწაზე, აგრეთვე ბუჩქებსა და ხეებზე.
გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რაიონებში. გვხვდება ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, სერბია და ჩერნოგორიაში, მაროკოში, ტუნისში, ეგვიპტეში, ალჟირში, ლიბიაში, თურქეთში, კვიპროსში, ირანში, ერაყში, ისრაელში, იორდანიაში, ავღანეთში. მეჰელის ცხვირნალა გვხვდება საქართველოშიც, კერძოდ, მცხეთის მიდამოებში. იშვიათი სახეობაა, ამიტომ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.
სახელი ეწოდა უნგრელი ზოოლოგის ლაიოშ მეჰელის (1862-1953) პატივსაცემად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მეჰელის ცხვირნალა დაარქივებული 2012-05-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- მეჰელის ცხვირნალა — ფოტოგალერეა (ინგლისური)