ცხვირნალისებრნი
(გადამისამართდა გვერდიდან ნალცხვირა ღამურები)
ცხვირნალისებრნი (ლათ. Rhinolophidae) — ძუძუმწოვრების ოჯახის ხელფრთიანების რიგი. მათი სხეულის სიგრძეა 35-110 მმ. დინგზე აქვთ რთული ფოთლისებრი დანამატი — შიშველი კანოვანი წარმონაქმნი, რომელიც გარს ერტყმის ნესტოებს. აერთიანებს 80-მდე სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4 (დიდი, მცირე, სამხრეთული და მეჰელის ცხვირნალა). გავრცელებული არიან სამხრეთ ევროპაში, კავკასიასა და შუა აზიაში. ცხოვრობენ მღვიმეებში, იშვიათად სხვენზე. ზოგჯერ ქმნიან მოზრდილ კოლონიებს. შობენ 1-2 ნაშიერს. იკვებებიან უმთავრესად ღამის პეპლებით.
ცხვირნალისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Rhinolophidae | ||||||||||||
ქვერიგი | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 468.