ცხვირნალისებრნი (ლათ. Rhinolophidae) — ძუძუმწოვრების ოჯახის ხელფრთიანების რიგი. მათი სხეულის სიგრძეა 35-110 მმ. დინგზე აქვთ რთული ფოთლისებრი დანამატი — შიშველი კანოვანი წარმონაქმნი, რომელიც გარს ერტყმის ნესტოებს. აერთიანებს 80-მდე სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4 (დიდი, მცირე, სამხრეთული და მეჰელის ცხვირნალა). გავრცელებული არიან სამხრეთ ევროპაში, კავკასიასა და შუა აზიაში. ცხოვრობენ მღვიმეებში, იშვიათად სხვენზე. ზოგჯერ ქმნიან მოზრდილ კოლონიებს. შობენ 1-2 ნაშიერს. იკვებებიან უმთავრესად ღამის პეპლებით.

ცხვირნალისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ხელფრთიანები
ოჯახი:  ცხვირნალისებრნი
ლათინური სახელი
Rhinolophidae
ქვერიგი

ლიტერატურა

რედაქტირება