ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მალაკის სასულთნო — ისტორიული სახელმწიფო მალაიზიაში, მალაკის თანამედროვე შტატში. მე-15 საუკუნეში სულთანატის ძლიერების მწვერვალზე, მისი დედაქალაქი გახდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი, რომელიც მოიცავდა მალაის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს, რიაუს კუნძულებს და სუმატრას ჩრდილოეთ სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილს, დღევანდელ ინდონეზიას.[1] [2]

საერთაშორისო სავაჭრო პორტი მალაკი მალაიური ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების გავრცელებისა და განვითარების ცენტრი გახდა. აქედან დაიწყო სულთანატების ოქროს ხანა, როდესაც კლასიკური მალაიური გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საზღვაო ენა, ხოლო ჯავის დამწერლობა ძირითადი საშუალება კულტურული, რელიგიური და ინტელექტუალური გაცვლისთვის. სწორედ ამ ინტელექტუალური, სულიერი და კულტურული განვითარებით ჩამოყალიბდა მალაიური იდენტობა.[3][4]

1511 წელს მალაკის დედაქალაქი დაეცა პორტუგალიის იმპერიასთან ბრძოლაში, უკანასკნელი სულთანი, მაჰმუდ შაჰი (რ. 1488–1511) იძულებული გახდა უკან დაეხია. მისმა შთამომავლებმა კი დააარსეს ახალი მმართველი დინასტიები ჯოჰორი და პერაკი. სასულთნოს პოლიტიკური და კულტურული მემკვიდრეობა დღემდე რჩება. საუკუნეების განმავლობაში მალაკი ითვლებოდა მალაიურ-მუსულმანური ცივილიზაციის ნიმუშად. მან ჩამოაყალიბა ვაჭრობის, დიპლომატიის და მმართველობის სისტემები, რომლებიც გაგრძელდა მე-19 საუკუნემდე და შემოიტანა ისეთი ცნებები, როგორიცაა daulat - სუვერენიტეტის მალაიური ცნება.[5]

ოქროს ხანა

რედაქტირება

მალაკის დაარსდა ქრისტეს შობამდე 1400 წელს. მალაკიმ დიდების პიკს მიაღწია მე-15 საუკუნის დასაწყისში. მისი ტერიტორია ვრცელდებოდა თანამედროვე სამხრეთ ტაილანდიდან ჩრდილოეთით, სამხრეთით სუმატრას აღმოსავლეთ სანაპიროს უმეტეს ნაწილამდე. სამეფო აკონტროლებდა გლობალური ვაჭრობის სასიცოცხლო წერტილს ვიწრო სრუტეს, რომელიც დღეს თავის სახელს ატარებს, მალაკის სრუტე. მისი საპორტო ქალაქი იქცა რეგიონალური და საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად, იზიდავდა როგორც რეგიონულ ვაჭრებს, ასევე სხვა აღმოსავლური ცივილიზაციებიდან, როგორიცაა ჩინეთის იმპერია და რიუკიუ და აზიური ცივილიზაციები, როგორიცაა სპარსეთი, გუჯარათი და არაბული.[6]

სულთანის მანსურ შაჰის ექსპანსიონისტური პოლიტიკა შენარჩუნდა მთელი მისი მეფობის განმავლობაში, როდესაც მან მოგვიანებით თავის სამეფოს შემოუერთა კამპარი და სიაკი.[7] მან ასევე დაიპყრო არქიპელაგის რამდენიმე სახელმწიფო სულთანი მანსურ შაჰი გარდაიცვალა 1477 წელს. მალაკის ოქროს ხანა გაგრძელდა მისი ვაჟის, სულთან ალაუდდინ რიაათ შაჰის (რ. 1477–1488) მმართველობის ქვეშ და რეგიონის მმართველებმა დაიწყეს მალაკის სულთანისადმი პატივისცემა. მათ შორის იყო მმართველი მოლუკის კუნძულებიდან. ალაუდდინ რიათ შაჰი იყო მმართველი, რომელიც მისი მეფობის დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნებას. მან გაამეფა მისი ვაჟი, სულთანი მაჰმუდ შაჰი (რ. 1488–1511), რადგან ის ჯერ კიდევ სრულწლოვანი არ იყო, ამიტომ მალაკის მართავდა ბენდაჰარა ტუნ პერაკი სხვა მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით. პრინცესა გუნუნგ ლედანგი ცხოვრობდა მაჰმუდ შაჰის მეფობის დროს. ქალაქი მალაკი აგრძელებდა განვითარებას უცხოელი ვაჭრების შემოდინებით ტუნ მუტაჰირის ბენდაჰარად დანიშვნის შემდეგ. ეს განპირობებული იყო მისი ეფექტური ადმინისტრაციისა და მალაკიში მეტი უცხოელი ვაჭრების მოზიდვის უნარით. დაახლოებით 1500 წლისთვის მალაკი თავისი ძალაუფლებისა და დიდების მწვერვალზე იყო. ქალაქი კი დიდი მალაის იმპერიის დედაქალაქი, ინდური ქსოვილით, ჩინური ფაიფურისა და აბრეშუმის,მალაიური სანელებლების ვაჭრობის მთავარი ცენტრი და მალაის არქიპელაგის მუსლიმთა საქმიანობის შტაბი. მალაკი ჯერ კიდევ ცდილობდა ტერიტორიის გაფართოებას 1506 წლის ბოლოს, როდესაც დაიპყრო კელანტანი.[2]

მალაკი ერთი საუკუნის მანძილზე პატარა დასახლებიდან კოსმოპოლიტურ სასახლედ გადაიქცა. ეს სწრაფი პროგრესი განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით, რომელთა შორის მთავარი იყო მისი სტრატეგიული მდებარეობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მალაკის სრუტის გასწვრივ და მზარდი მოთხოვნა საქონელზე როგორც აღმოსავლეთიდან, ასევე დასავლეთიდან. აღმოსავლეთიდან გემები ჩინეთიდან, რიუკიუ, ჯავა და მალუკუს კუნძულებიდან მიცურავდნენ ინდოეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ, წითელი ზღვისა და აღმოსავლეთ აფრიკა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.[6]

მალაკის უპირატესობა ჰქონდა სხვა პორტებზე, რადგან მისმა მმართველებმა შექმნეს გარემო, რომელიც უსაფრთხო და ხელსაყრელი იყო ბიზნესისთვის. მე-15 საუკუნის შუა ჩინურ ჩანაწერებში ნათქვამია, რომ მალაკი განვითარდა, როგორც ვაჭრობის ცენტრი მისი ეფექტური უსაფრთხოების ზომების გამო. მას ასევე ჰქონდა კარგად აღჭურვილი და მართული პორტი. ვაჭრებისთვის გათვალისწინებულ ობიექტებს შორის იყო საწყობები, სადაც მათ შეეძლოთ თავიანთი საქონლის უსაფრთხოდ განთავსება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მალაკის მენეჯმენტი მისი ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობის შესახებ - მალაკიში 84 სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ მისი ოქროს ხანის პერიოდში.[6]

მალაკი აწარმოებდა მცირე რაოდენობით კალისა და ოქროს, ასევე გამომშრალ თევზს, მაგრამ თევზის შესანარჩუნებლად მარილს სხვა რეგიონებიდან იღებდა. ძირითადი საქონელი, მათ შორის ბოსტნეული, პირუტყვი და თევზი მოწოდებული იყო მალაკის სავაჭრო პარტნიორების მიერ. ბრინჯი ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისთვის იყო შემოტანილი. ამრიგად, მალაკიში მერკანტილური საქმიანობის დიდი ნაწილი ეყრდნობოდა საქონლის ნაკადს რეგიონის სხვა ნაწილებიდან. მალაკის ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციებს შორის იყო მისი როლი, როგორც მიხაკის, მუსკატის, ბამბის ქსოვილების გადანაწილების ცენტრი გუჯარათის, კორომანდელის, მალაბარის სანაპიროსა და ბენგალის პორტებიდან. მალაკიში ვაჭრობის სხვა საქონელი მოიცავდა ფაიფურს, აბრეშუმსა და რკინას ჩინეთიდან და მალაის არქიპელაგის ნატურალურ პროდუქტებს, როგორიცაა სანდლის ხე, სანელებლები, თევზი, და ზღვის მცენარეები. მალაკის სრუტის ორივე მხარეს სანაპირო რაიონებიდან მოდიოდა ტყის პროდუქტები: ფისი, ფესვები და ცვილი.[6]

თუნუქის ინგოტები მალაკის უნიკალური სავაჭრო ვალუტა იყო. ოქროსა და ვერცხლის მონეტები ასევე გამოიცა მალაკიმ, როგორც სამეფოს სავაჭრო ვალუტა.

  1. Cœdès, George (1968). The Indianized states of Southeast Asia. University of Hawaii Press, გვ. 245–246. ISBN 978-0-8248-0368-1. 
  2. 2.0 2.1 Ahmad Sarji 2011, p. 119
  3. Barnard 2004, p. 7
  4. Mohamed Anwar 2011, p. 28–30
  5. Ahmad Sarji 2011, p. 109
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Ahmad Sarji 2011, p. 114
  7. A. Samad 1979, p. 148–151