ჯოჰორი
ჯოჰორი (მალ. Johor, ჯავი:جوهور) — მალაიზიის სასულთნო, შტატი მალაიზიაში, ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჯოჰორ-ბარუ. მდებარეობს მალაიზიის მალაკურ ნაწილში, მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. შტატში არის საერთაშორისო აეროპორტი — სენაი.
მალაიზიის შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯოჰორი მალ. Johor ჯავი:جوهور | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
ადმ. ცენტრი | ჯოჰორ-ბარუ | ||||
კოორდინატები | 1°29′14″ ჩ. გ. 103°46′52″ ა. გ. / 1.48722° ჩ. გ. 103.78111° ა. გ. | ||||
მმართველი | Ibrahim Iskandar of Johor | ||||
ფართობი | 18 987 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | მალაიური ენა | ||||
მოსახლეობა | 3 348 283 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 176,35 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 06 და 07 | ||||
საფოსტო ინდექსი | 80000–86999 | ||||
საავტომობილო კოდი | J | ||||
ოფიციალური საიტი | johor.gov.my | ||||
| |||||
გეოგრაფია
რედაქტირებაჯოჰორის შტატს უჭირავს მეხუთე ადგილი ფართობისა და მეორე ადგილი მოსახლეობის მიხედვით მალაიზიის შტატებს შორის. შტატი მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძლის სამხრეთ ნაწილში. შტატის უმაღლესი მწვერვალია მთა გუნუნგ-ლედანგი (1276 მ). სანაპირო ხაზის სიგრძეა 400 კმ. კლიმატი ეკვატორული, მუსონური. ნალექების რაოდენობა წელიწადში 1778 მმ-ის ტოლია. საშუალო წლიური ტემპერატურა 26 — 28 °С.
მოსახლეობა
რედაქტირება2000 წლის აღწერების მიხედვით შტატის მოსახლეობა შეადგენდა 2,75 მილიონ კაცს: 54% — მალაიები, 35 % — ჩინელები, 7 % — ინდოელები, 4 % — სხვა. 2010 წლის შეფასებითმოსახლეობის რაოდენობაა 3 348 283 კაცი, ხოლო საშუალო სიმჭიდროვე — 176,35 ად./კმ².
ისტორია
რედაქტირებასახელწოდება ჯოჰორი წარმოსდგება სპარსული სიტყვისაგან „ჯავჰარ“, რაც „ძვირფას ქვას“ ნიშნავს. ჯოჰორის სასულთნო დაარსდა XVI საუკუნის დასაწყისში, მალაკის უკანასკნელი სულთნის მაჰმუდ შაჰის შვილის ალა ად-დინ რიაიატ-შაჰ I-ის მიერ, მას შემდეგ რაც მოახერხა პორტუგალიელი კოლონიზატორებისაგან თავის დაღწევა. სულთანმა გაზარდა ჯოჰორის იმპერიის საზღვრები, დაიპყრო რიაუ და პაჰანგი, სადაც მმართველად დანიშნა თავისი წარმომადგენლები. ჯოჰარის იმპერია პერიოდულად ახორციელებდა თავდასხმას პორტუგალიელ კოლონიზატორებზე, მაგრამ ვერ დაიბრუნეს მალაკა. მთელი 130 წლის განმავლობაში პორტუგალიელებს ხელს უშლიდა სრუტეების გაკონტროოლებაში.
1641წელს ჯოჰორის სასულთნომ ალიანსი დაამყარა ჰოლანდიელებთან და მათი დამხარებით შეძლეს მალაკის დაპყრობა. მოგვიანებით ჯოჰორი დასუსტდა და დაკარგა ძველებური დიდება, რაზეც დიდი გავლენა შინაომებმა იქონიეს.
1864-1895 წლებში ხელისუფლებაში მოდის სულთანი აბუ-ბაქარი, რომელსაც შეეძლო გაძღოლოდა ქვეყანას და მიზანმიმართული პოლიტიკა ეწარმოებინა ბრიტანელებთან და სინგაპურთან. მისი მმართველლობის დროს ქვეყანა გაძლიერდა, სწორედ ამიტომ მან მიიღო „ახალი ჯოჰორის მამის“ ტიტული.
1914 წლიდან ქვეყანაში იწყება ბრიტანელი მრჩევლის კემპბელის მოღვაწეობა.
შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ჯოჰორ-ბარუ იყო უკანასკნელი ქალაქი მალკის ნახევარკუნძულზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მალაიის ოპერაციის დროს დაიკავეს იაპონელმა ოკუპანტებმა.
1948 წელს შტატი შევიდა მალაიის ფედერაციაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა 1957 წელს.
ადმინისტარაციული დაყოფა
რედაქტირებაჯოჰორის შტატი ადმინისტრაციულად იყოფა 10 რაიონად:
- ჯოჰორ-ბარუ — 1817,8 კმ², 1 064 881 ად.
- პონტიანი — 919,5 კმ², 143 729 ად.
- კოტა-ტინგი — 3488,7 კმ², 192 220 ად.
- კლუანგი — 2851,8 კმ², 254 631 ად.
- სეგამატი — 2851,26 კმ², 178 620 ად.
- მუარი — 2346,12 კმ², 328 695 ად.
- ბატუ-პაჰატი — 1878 კმ², 335 368 ად.
- მერსინგი — 2838,6 კმ², 67 557 ად.
- კულაიჯაია — 750,9 კმ², 246 721 ად.
- ლედანგი — 967,6 კმ², 58 501 ად.
ტრანსპორტი
რედაქტირებაჯოჰორის შტატში არის სამი საზღვაო პორტი: ჯოჰორ-პორტი, ტანჯუნგ-პელეპასი და ტანჯუნგ-ლანგსატი.
შტატში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი სენაი, რომელიც გაიხსნა 1974 წლის 6 ივნისს და წელიწადში გადაჰყავს 5 მლნ. ადამიანი.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- აბდულ აზიზ ისხაკი — ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე
- ფაშა სანდჰა — მსახიობი, ფოტომოდელი.
- ვან აბუ ბაქარ ვან აბასი — მეცნიერი, მწერალი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯოჰორის იმპერია
- ჯოჰორის კარტა დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.