ჯოჰორ-ბარუ (ინგლ. Johor Bahru) — მალაიზიის შტატ ჯოჰორის დედაქალაქი. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის სამხრეთ კიდეში, ჯოჰორის სრუტის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურის მოპირდაპირე მხარეს. ქალაქის მოსახლეოობა 858 118 ადამიანს შეადგენს, ხოლო ფართობი 391.25 კმ²-ია. ჯოჰორ-ბარუ მალაიზიაში მეორე ადგილზეა მშპ-ში წილის შეტანის მიხედვით[3] და ინვესტიციების თვალსაზრისით, ქვეყნის უდიდესი სპეციალური ეკონომიკური ზონის, სამხრეთ ჯოჰორის ეკონომიკური რეგიონის (Iskandar Malaysia), ბირთვს წარმოადგენს.

დასახლებული პუნქტი
ჯოჰორ-ბარუ
დროშა გერბი

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 1°27′20″ ჩ. გ. 103°45′40″ ა. გ. / 1.45556° ჩ. გ. 103.76111° ა. გ. / 1.45556; 103.76111
დაარსდა 1855[1]
ფართობი 373.18 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 32±1 მეტრი
ოფიციალური ენა მალაიური ენა
მოსახლეობა 497 097 (2010),
797 882 (2017)[2]
სასაათო სარტყელი UTC+8 და Time in Malaysia
სატელეფონო კოდი 7
საფოსტო ინდექსი 79xxx — 81xxx
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი http://www.mbjb.gov.my/
ჯოჰორ-ბარუ — მალაიზია
ჯოჰორ-ბარუ

სულთან აბუ ბაქარის მმართველობისას ქალაქის მოდერნიზაცია დაიწყო: აიგო ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, რელიგიური ნაგებობები და ვუდლენდსთან (სინგაპური) დამაკავშირებელი რკინიგზა. წყნარი ოკეანის ომის დროს, 1942-1945 წლებში, ჯოჰორ-ბარუ იაპონიის სამხედრო ძალებს ეკავათ. ომის შემდეგ ჯოჰორ-ბარუ მალაიური ნაციონალიზმის აკვანი გახდა. 1946 წელს ქალაქში ისთანა ბესთარში მთავარი პოლიტიკური პარტია, მალაიზიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაცია, ჩამოყალიბდა. 1963 წელს მალაიზიის შექმნის შემდეგ, ჯოჰორ-ბარუს შტატის დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1994 წელს ქალაქად გამოცხადდა. დღეისთვის ჯოჰორ-ბარუ ნახევარკუნძულის მალაიზიის სამხრეთ ნაწილის ფინანსური ცენტრი და ლოგისტიკის კერაა.

გეოგრაფია

რედაქტირება

ჯოჰორ-ბარუ ჯოჰორის სრუტის სანაპიროზე, ნახევარკუნძულის მალაიზიის სამხრეთ კიდეში მდებარეობს.[4] თავდაპირველად, 1993 წელს ქალაქის ფართობი 12.2 კმ² იყო და 2000 წლისთვის 220 კმ²-მდე დაიბადა.

ჯოჰორ-ბარუ ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, რომელიც მთელი წლის მანძილზე თითქმის მუდმივი ტემპერატურით, საკმაოდ დიდი რაოდენობით ნალექიანობითა და მაღალი ტენიანობით გამოირრჩევა. საშუალო დღიური ტემპერატურა იანვარში 26.4 °C-დან (79.5 °F) აპრილში 27.8 °C-მდე (82.0 °F) მერყეობს. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 350 მმ-ია.[5] ყველაზე ნალექიანი თვეები (საშუალოზე 19-დან 25%-მდე მაღალი ნალექიანობით) აპრილი, ნოემბერი და დეკემბერია.[6] კლიმატი თითქმის ერთნაირია, მაგრამ მუსონების გავლენით მცირე სეზონური ცვლილებებით ხასიათდება. შესამჩნევი ცვლილებაა ქარის სიჩქარე და მიმართულება, ღრუბლების ტიპები და ნალექიანობის რაოდენობა. წლის განმავლობაში მუსონების ორი პერიოდია. პირველი, ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იანვრამდე გრძელდება. ეს პერიოდი ნალექიანობის მაღალი მაჩვენებლითა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარით ხასიათდება. მეორე, სამხრეთ-დასავლეთის მუსონი, ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ნალექიანობაზე ნაკლებად მოქმედებს და სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ქარით ხასიათდება.[7]

დემოგრაფია

რედაქტირება
 
სულთან აბუ ბაქარის სახელმწიფო მეჩეთი

2010 წლის აღწერით, ჯოჰორ-ბარუს მოსახლეობა 497 067 ადამიანს შეადგენს.[8] დღეისთვის ქალაქის მოსახლება სამი მთავარი ეთნიკური ჯგუფის ნაზავია: მალაიების, ჩინელებისა და ინდოელების, ბუმიპუტრებთან ერთად. მოსახლეობის უმრავლესობას (240 323 ადამიანი) მალაიელები შეადგენენ. მომდევნო ჯგუფს ჩინელები (172 609 ადამიანი), ხოლო შემდეგს ინდოელები (73 319 ადამიანი) შეადგენენ. მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუვთვნება.[8] არამალაიზიელი მოქალაქეების რაოდენობა 2 585 ადამიანს შეადგენს. ჯოჰორ-ბარუს მალაიელები მეზობელი რიაუს მალაიელებს ენათესავებიან.

ადგილობრივი მალაიელები მალაიურ ენაზე,[9] ხოლო ადგილობრივი ჩინელები ძირითადად მანდარინზე საუბრობენ. ქალაქში ჩინელების რამდენიმე დიალექტური ჯგუფია წარმოდგენილი.[10][11][12] ინდოელთა ჯგუფი მეტწილად ტამილურ ენაზე საუბრობს, ნაწილი კი მალაიალამზე, ტელუგუსა და პენჯაბიზე.

ეკონომიკა

რედაქტირება
ჯოჰორ-ბარუ ჯოჰორის მთავარი ეკონომიკური ცენტრია

ჯოჰორ-ბარუ მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია კუალა-ლუმპურის შემდეგ.[13]იგი შტატის მთავარი კომერციული ცენტრია და ინდონეზია-მალაიზია-სინგაპურის ზრდის სამკუთხედში მდებარეობს. ეკონომიკის წამყვან დარგს მომსახურების სექტორი შეადგენს. ქალაქს ბევრი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობს.[13][14][15] ქალაქი ფინანსური მომსახურების, კომერციისა და საცალო ვაჭრობის, ხელოვნებისა და კულტურის, მასპინძლობის მენეჯმენტის, ურბანული ტურიზმის, პლასტიკური წარმოების, ელექტრონიკისა და საკვების წარმოების ცენტრია.[16] ჯოჰორ-ბარუში ხშირად ტარდება კონფერენციები, კონგრესები და სავაჭრო ბაზრობები.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ჯოჰორ-ბარუში დაბადებული ცნობილი ადამიანები არიან: ქრისტინა ჯორდანი (დ. 1962) ― მალაიზიაში დაბადებული ბრიტანელი პოლიტიკოსი;[17] ვივიელ იეო (დ. 1984) ― ჰონგ-კონგში მოღვაწე მალაიზიელი მსახიობი; ჯინ ლი (დ. 1987) ― ჰონგ-კონგში მოღვაწე მალაიზიელი მომღერალი; რონი ჩინგი (დ. 1985) ― აშშ-ში მოღვაწე მალაიზიელი კომიკოსი და მსახიობი, და სხვ.

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://malaysiagazette.com/2022/04/20/mengindahkan-johor-bahru-kota-tanggapan-pertama-di-selatan-negara/
  2. https://www.mbjb.gov.my/sites/default/files/buku_info_mbjb/isi_info_mbjb_malay_color1.pdf
  3. „Urban Regeneration :The Case of Penang, Malaysia. Putting Policy into Practice“ (PDF). Khazanah Nasional: 10. 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 4 January 2016 – წარმოდგენილია The chart of the GDP contributor is in Page 10-ის მიერ.
  4. Eric Wolanski (18 January 2006). The Environment in Asia Pacific Harbours. Springer Science & Business Media, გვ. 349–. ISBN 978-1-4020-3654-5. 
  5. Weather Data For Johor Bahru (25 February 2019). ციტირების თარიღი: 25 February 2019
  6. World Weather Information Service – Johor Bahru. World Meteorological Organisation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 March 2015
  7. Malaysia (25 February 2019). ციტირების თარიღი: 25 February 2019
  8. 8.0 8.1 Total population by ethnic group, Local Authority area and state, Malaysia. Statistics Department, Malaysia (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 March 2012
  9. Susanna Cumming (9 August 2011). Functional Change: The Case of Malay Constituent Order. Walter de Gruyter, გვ. 14–. ISBN 978-3-11-086454-0. 
  10. (1 January 2000) War and Memory in Malaysia and Singapore. Institute of Southeast Asian Studies, გვ. 140–145. ISBN 978-981-230-037-9. 
  11. Robbie B.H. Goh (1 March 2005). Contours of Culture: Space and Social Difference in Singapore. Hong Kong University Press, გვ. 3–. ISBN 978-962-209-731-5. 
  12. Robbie B.H. Goh (1 March 2005). Contours of Culture: Space and Social Difference in Singapore. Hong Kong University Press, გვ. 3–. ISBN 978-962-209-731-5. 
  13. 13.0 13.1 Johor Bahru, a city on the move. South China Morning Post (31 August 1996). ციტირების თარიღი: 26 July 2015
  14. Aldo Tri Hartono. (11 August 2014) Wisata Belanja di Malaysia, Johor Bahru Tempatnya id. DetikCom. ციტირების თარიღი: 26 July 2015
  15. Menikmati Johor Bahru Selangkah dari Singapura id. Jawa Pos Group (4 July 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015
  16. Flagship A: Johor Bahru City. Iskandar Regional Development Authority. Iskandar Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 27 July 2015
  17. Home | Christina Sheila JORDAN | MEPs | European Parliament en. ციტირების თარიღი: 2020-01-07