კონსტანტინოპოლის დაცემა

(გადამისამართდა გვერდიდან კონსტანტინოპოლის აღება)
კონსტანტინოპოლის დაცემა
ბიზანტია-ოსმალეთის ომების ნაწილი

მეჰმედ II-ის საზეიმო შესვლა დანგრეულ კონსტანტინოპოლში
თარიღი 29 მაისი, 1453
მდებარეობა კონსტანტინოპოლი
შედეგი კონსტანტინოპოლი აიღეს ოსმალებმა
მხარეები
ბიზანტიის იმპერია
გენუის რესპუბლიკა
ვენეციის რესპუბლიკა
ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
კონსტანტინე XI
ლუკა ნოტარასი
ჯოვანი ლონგო
მეჰმედ II
ზაგანოსი
ძალები
7 000 ჯარისკაცი, 26 გემი 120 000 - 160 000 ჯარისკაცი, 20 გალერა
დანაკარგები
ყველა გარნიზონი [1][2]და 30 000 მშვიდობიანი მოქალაქე[3] უცნობია
კონსტანტინოპოლის დაცემა ვიკისაწყობში

კონსტანტინოპოლის დაცემაოსმალეთის იმპერიის სულთან მეჰმედ II-ის მიერ 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის აღება, რასაც შედეგად მოჰყვა ბიზანტიის იმპერიის რუკიდან გაქრობა. ბრძოლაში დაიღუპა ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI დრაგაში. კონსტანტინოპოლი გახდა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი და ამ სტატუსს ატარებდა 1922 წლამდე.

შემტევ ოსმალეთის არმიას, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა კონსტანტინოპოლის დამცველებს, მეთაურობდა 21 წლის სულთან მეჰმედ II (მოგვიანებით „დამპყრობელი“ უწოდეს), ხოლო ბიზანტიის არმიას ხელმძღვანელობდა იმპერატორი კონსტანტინე XI პალეოლოგოსი. ქალაქის დაპყრობის შემდეგ, მეჰმედ II- მ კონსტანტინოპოლი ოსმალეთის ახალ დედაქალაქად აქცია და ჩაანაცვლა ედირნე.

კონსტანტინოპოლის დაცემით დასრულდა ბიზანტიის იმპერიის არსებობა და ფაქტობრივად დასრულდა რომის იმპერია, სახელმწიფო, რომელიც ძვ. წ. 27-ით თარიღდება და თითქმის 1500 წელი იარსება არსებობას წყვეტს. კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდებამ ოსმალებს საშუალება მისცა რომ გაეკონტროლებინა ბალკანეთის ნახევარკუნძული.

კონსტანტინოპოლის დაცემა ზოგჯერ განიხილება, როგორც შუა საუკუნეების დასასრული. ქალაქის დაცემა ასევე გარდამტეხი აღმოჩნდა სამხედრო ისტორიაში. ამასთან, კონსტანტინოპოლის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეები ოსმალებმა გაანადგურეს დენთის გამოყენებით, ოსმალებმა გამოიყენეს დიდი ქვემეხები და ბომბარდირები.

„ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„და ოდეს აღიღეს კონსტანტინოპოლი, მას ჟამს დაბნელდა მზე...“

ბიზანტიის იმპერიის მდგომარეობა

რედაქტირება

კონსტანტინოპოლი იმპერიული დედაქალი 330 წელს, კონსტანტინე დიდის დროს გახდა. მომდევნო თერთმეტი საუკუნის განმავლობაში ქალაქი მრავალჯერ იყო ალყაში მოქცეული, მაგრამ მანამდე მხოლოდ ერთხელ დაიპყრეს იგი: 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლსა და მის მიდამოებში დააარსეს ლათინთა იმპერია, ხოლო ბიზანტიის იმპერიის დანარჩენი ნაწილი დაიშალა რიგ მემკვიდრე ქვეყნებად, აღსანიშნავია ნიკეის იმპერია, ეპირის დესპოტატი და ტრაპიზონის იმპერია, რომლებიც მოკავშირეები გახდნენ, რათა ერთად შებრძოლებოდნენ ლათინთა მოძრაობას, მაგრამ ასევე იბრძოდნენ ბიზანტიის ტახტისთვის.

ნიკეელებმა 1261 წელს შეძლეს კონსტანტინოპოლის დაბრუნება, მათ აღადგინეს ბიზანტიის იმპერია, მაგრამ ამის შემდეგ, ძალზე დასუსტებულ იმპერიას მშვიდობა მხოლოდ ცოტახნით ერგო, რადგან მათ მოუხდათ თავი დაეცვა ლათინელებისგან, სერბებისგან, ბულგარელებისგან და ოსმალი თურქებისგან.

1346–1349 წლებში შავმა ჭირმა კონსტანტინოპოლის მკვიდრთა თითქმის ნახევარი მოკლა. იმპერიის ზოგადი ეკონომიკური და ტერიტორიული პრობლემების გამო ქალაქში დეპოპულაცია აღინიშნებოდა. 1453 წლისთვის იგი შედგებოდა გალავანიანი სოფლებისაგან, რომლებიც გამოყოფილი იყო მეხუთე საუკუნის კედლებით გარშემორტყმული ფართო მინდვრებით.

ტრაპიზონის იმპერია, რომელიც შეიქმნა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა.

მურად II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1451 წელს მეფდება მისი 19 წლის შვილი, მეჰმედ II. ბევრ ევროპულ სასამართლოში ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა ოსმალეთის მმართველი სერიოზულად არ დაუპირისპირდებოდა ქრისტიანულ ჰეგემონიას ბალკანეთსა და ეგეოსში. ფაქტობრივად, ევროპამ აღნიშნა მეჰმედის ტახტზე მოსვლა და იმედი გამოთქვა, რომ იგი გამოუცდელობით მართავდა ოსმალთა იმპერიას. 1452 წლის დასაწყისში დაიწყო მეორე ციხის (Rumeli hisarı) მშენებლობა ბოსფორის ევროპულ მხარეში, რომელიც კონსტანტინოპოლიდან რამდენიმე მილის დაშორებით მდებარეობდა. ახალი ციხესიმაგრე შენდებოდა პირველი ციხე-სიმაგრის გასწვრივ, რომელიც ააშენა მეჰმედის დიდმა ბაბუამ, ბაიაზიდ I-მა. ციხეების ამ წყვილმა უზრუნველყო ბოსფორის საზღვაო მოძრაობის სრული კონტროლი, ასევე იცავდა ოსმალთა იმპერიას, ჩრდილოეთით შავი ზღვის სანაპიროზე გენუის კოლონიების თავდასხმისგან. სინამდვილეში, ახალ ციხესიმაგრეს Boğazkesen ერქვა, რაც ნიშნავს „ყელის საჭრელს“. სახელი ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ პოზიციას: თურქულ ენაზე boğaz ნიშნავს როგორც „სრუტეს“, ასევე „ყელს“.

ევროპული მხარდაჭერა

რედაქტირება

ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე XI-მ სწრაფად გაიაზრა მეჰმედის ნამდვილი ზრახვები და დახმარებისთვის დასავლეთ ევროპას მიმართა; მაგრამ ახლა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის საუკუნეების ომისა და მტრობის ფასი უნდა გადახდილიყო. იმპერატორი იოანე VIII პალეოლოგოსი ფერერა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა პაპ ევგენი IV-სთან. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირის დამყარების მცდელობამ კონსტანტინოპოლში დიდი არეულობა გამოიწვია. ორ ნაწილად გაიყო როგორც მოსახლეობა, ასევე ეკლესიაც. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლათინელების ეთნიკურმა სიძულვილმა ბერძნებსა და იტალიელებს შორის, რამაც გამოიწვია 1182 წელს ბერძნების მიერ ლათინთა ხოცვა და ლათინთა მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის გაძარცვა. საბოლოოდ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის მცდელობა ჩაიშალა, რამაც ძალიან გააღიზიანა პაპი ნიკოლოზ V და რომის ეკლესიის იერარქია. 

 
ბიზანტიის იმპერია XV საუკუნის პირველ ნახევარში. სალონიკი ოსმალებმა დაიპყრეს 1430 წელს. ეგეოსისა და მარმარილოს ზღვის რეგიონის რამდენიმე კუნძული 1453 წლამდე დარჩა ბიზანტიის მმართველობაში (არ ჩანს რუკაზე).

1452 წლის ზაფხულში, როდესაც ციხე-სიმაგრის აშენება დასრულდა და ოსმალეთის საფრთხე გარდაუვალი გახდა, კონსტანტინემ პაპს მიწერა და პირობა დადო, რომ განახორციელებდა კავშირს, რომელიც ძალადაკარგულად გამოაცხადა ნახევრად გულწრფელმა საიმპერატორო სასამართლომ 1452 წლის 12 დეკემბერს. მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპი უპირატესობისკენ ისწრაფოდა, ბიზანტიელების აზრით, პაპ ნიკოლოზ V-ს გავლენა არ მოუხდენია დასავლეთის მეფეებსა და მთავრებზე, რომელთაგან ზოგიერთი ფრთხილად ეკიდებოდა პაპის კონტროლს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჯარი ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ქალაქ-სახელმწიფოებიდან ჩამოვიდა, დასავლეთის წვლილი არ იყო საკმარისი ოსმალეთის სიძლიერის გასამკლავებლად. ზოგი დასავლელი ადამიანი თავისი ნებით მივიდა საკუთარი ქალაქის დასაცავად. კარდინალი ისიდორე, პაპის დაფინანსებით, 1452 წელს ჩავიდა 200 მშვილდოსნით. 1453 წელს კონსტანტინოპოლში გენუადან ჩამოვიდა 400 მებრძოლი, ხოლო ქიოსიდან 300. პაპმა ნიკოლოზმა ასევე გაგზავნა სამი ხომალდი.

 
კონსტანტინოპოლის აღდგენილი კედლები

ამასობაში, ვენეციაში განიხილებოდა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარებას გაუწევდა რესპუბლიკა კონსტანტინოპოლს. სენატმა გადაწყვიტა ფლოტი გაეგზავნა 1453 წლის თებერვალში, მაგრამ ფლოტის გამგზავრება გადაიდო აპრილამდე, რაც უკვე გვიანი იყო. ამავდროულად, კონსტანტინე მეჰმედს საჩუქრებს უგზავნიდა, რათა ცოტახნით მაინც დაეშოშმინებინა იგი, მაგრამ ეს ყოველივე იმპერატორის რამდენიმე ელჩის სიკვდილით დასჯით დამთავრდა.

 
კონსტანტინოპოლის რუკა, მცველები და მოალყეები

კონსტანტინოპოლის დამცველი ჯარი შედარებით მცირე იყო, სულ 7000 კაცი იყო, აქედან 2,000 უცხოელი. თურქი მეთაური დორგანო, რომელიც იმპერატორისთვის მუშაობდა კონსტანტინოპოლში, აგრეთვე იცავდა ქალაქის ერთ-ერთ უბანს, ზღვის პირას. ეს თურქები იმპერატორის ერთგულები იყვნენ და შემდგომ ბრძოლაში დაიღუპნენ. დამცველი არმია კარგად იყო გაწვრთნილი და აღჭურვილი, ხოლო დანარჩენი არმია მცირე რაოდენობის კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებისგან, შეიარაღებული მშვიდობიანი მოსახლეობისგან, მეზღვაურებისგან, უცხო თემებიდან მოხალისე ძალებისაგან და ბოლოს ბერებისგან შედგებოდა. გარნიზონმა გამოიყენა მცირეკალიბრიანი საარტილერიო რამდენიმე იარაღი, რაც საბოლოოდ არაეფექტური აღმოჩნდა. დანარჩენმა მოქალაქეებმა შეაკეთეს თავდამცავი კედლები, იცავდნენ სადამკვირვებლო პუნქტებს, აგროვებდნენ და ანაწილებდნენ კვების პროდუქტებს, ეკლესიებიდან აგროვებდნენ ოქროს და ვერცხლის საგნებს, რათა უცხოელი ჯარისკაცებისთვის გადაეხადათ.

ოსმალეთს გაცილებით მეტი ძალა ჰყავდა. ბოლოდროინდელი გამოკვლევებისა და ოსმალეთის საარქივო მონაცემების თანახმად, მეჰმედ II-ს დაახლოებით 50,000–80,000 ოსმალეთის ჯარისკაცი ჰყავდა. მის ძალებში ასევე შედიოდა: 5000-დან 10 000-მდე იანიჩარი, 70 ქვემეხი, ათასობით ქრისტიანული ჯარი და 1500 სერბული ცხენოსანი ჯარი.

საბოლოო იერიში

რედაქტირება
 
ბერძენი ხალხური მხატვრის თეოფილოს ჰაძიმიჰაილის ნახატი, რომელშიც ნაჩვენებია ბრძოლა ქალაქში

საბოლოო თავდასხმისთვის მზადება დაიწყო 26 მაისის საღამოს და გაგრძელდა მეორე დღეს. მას შემდეგ, რაც ომის საბჭომ შეტევა გადაწყვიტა, ოსმალებმა ცოცხალი ჯარი მოაბილიზეს, რათა მომზადებულიყვნენ საერთო შეტევისთვის. ბიზანტიის მხარეს, 12 გემიანი ვენეციური ფლოტი კონსტანტინოპოლს 27 მაისს მიაღწია. 28 მაისს, როდესაც ოსმალეთის არმია საბოლოო თავდასხმისთვის ემზადებოდა, ქალაქში მასშტაბური რელიგიური მსვლელობა გაიმართა. საღამოს, აია-სოფიას ტაძარში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელშიც იმპერატორი მონაწილეობდა როგორც ლათინური, ასევე ბერძნული ეკლესიების წარმომადგენლებთან და თავადაზნაურობასთან ერთად.

29 მაისის შუაღამიდან მალევე დაიწყო ყველანაირი შეტევა. პირველ რიგში კონსტანტინოპოლს თავს დაესხნენ ოსლამეთის იმპერიის ქრისტიანული ჯარები. შემდეგ ელიტარული იანიჩრებისგან შემდგარი ბოლო ტალღა თავს დაესხა ქალაქის კედლებს. სახმელეთო ჯარების გენუელი გენერალი, ჯოვანი ჯუსტინიანი, თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა, რამაც პანიკა გამოიწვია ჯარის რიგებში.

კონსტანტინოპოლის ჯარში დიდი არეულობა აღინიშნებოდა, მცველებს გალავნის კარი ღიად დარჩათ, მეჰმედ II-მ დრო იხელთა და საბოლოოდ მოახერხა კონსტანტინოპოლის აღება.

ოსმალეთის მსხვერპლი უცნობია, მაგრამ ისტორიკოსების უმეტესობის აზრით, ისინი ძალზე მძიმეა ალყის და საბოლოო იერიშის დროს ოსმალეთის რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმის გამო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Franz Babinger: Mehmed the Conqueror and His Time (1992) Princeton University Press ISBN 0-691-01078-1
  • Murr Nehme, Lina (2003). 1453: The Conquest of Constantinople. Aleph Et Taw. ISBN 2-86839-816-2.
  • Richard A. Fletcher: The Cross and the Crescent (2005) Penguin Group ISBN 0-14-303481-2
  • Harris, Jonathan, Constantinople: Capital of Byzantium (2007) Hambledon/Continuum. ISBN 978-1-84725-179-4
  • Harris, Jonathan, The End of Byzantium (2010) Yale University Press. ISBN 978-0-300-11786-8
  • Momigliano, Arnaldo; Schiavone, Aldo (1997). Storia di Roma, 1 (in Italian). Turin: Einaudi. ISBN 88-06-11396-8.
  • (1976) La Caduta di Costantinopoli, II: L'eco nel mondo (it). Verona: Fondazione Lorenzo Valla. 
  • Philippides, Marios and Walter K. Hanak, The Siege and the Fall of Constantinople in 1453, Ashgate, Farnham and Burlington 2011.
  • Smith, Michael Llewellyn, "The Fall of Constantinople", in History Makers magazine No. 5 (London, Marshall Cavendish, Sidgwick & Jackson, 1969) p. 192.
  • Wheatcroft, Andrew (2003): The Infidels: The Conflict Between Christendom and Islam, 638–2002. Viking Publishing ISBN 0-670-86942-2
  • Wintle, Justin (2003): The Rough Guide History of Islam. Rough Guides. ISBN 1-84353-018-X

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nicolle, David (2007). The Fall of Constantinople: The Ottoman Conquest of Byzantium. New York: Osprey Publishing, გვ. 237, 238. 
  2. Ruth Tenzel Fieldman, The Fall of Constantinople, Twenty-First Century Books, 2008, p. 99
  3. „Constantinople City of the World's Desire 1453–1924“. The Washington Post. 4 February 1997. ციტირების თარიღი: 28 October 2012.