ბომბარდირი (არტილერია)
ბომბარდირი (ფრანგ. bombarde, იტალ. bombarda) — ერთ-ერთი პირველი საარტილერიო იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა ციხესიმაგრეების ალყისა და დაცვისათვის XIV-XVI საუკუნეებში. ბომბარდირები ასევე იყო პირველი საფლოტო იარაღი.
მოწყობილობა
რედაქტირებაპირველი ქვემეხები, რომელებსაც ერქვათ ბომბარდირები, კეთდებოდა ერთად შეკრული რკინის გამოჭედილი რგოლებისაგან. მოგვიანებით ლულა ფორმდებოდა ბრინჯაოთი. ბომბარდირებს ჰქონდათ მოკლე ლულები(5-6 კალიბრი). 14-19 ტონიანი ბომბარდირები ფართოდ გამოიყენებოდა ციხესიმაგრებიის დაცვისა და ალყაში მოქცევისათვის. ისინი ისროდნენ ქვის ბირთვებს, რკინის ნაწილებსა და ისრებს, თუმცა ამტკიცებენ, რომ 1391 წელს გამოიყენებოდა რკინის ბირთვები. ამ ქვემეხის სროლის მანძილი 700 მეტრს აღწევდა. დიდი კალიბრის იარაღის გადაადგილება შესაძლებელი იყო მხოლო დაშლილ მდგომარეობაში. ბომბარდირებს არ გააჩნდათ საბნევი და ეტლი. სროლისას ბომბარდირის რკინის ან ბრინჯაოს ლულა იდებოდა სპეციალურ ხის კუნძზე. ბომბარდირიდან გასროლა ხდებოდა შემდეგი წესით: ლულაში იტენებოდა დენთი, ხოლო შემდეგ კი იდებოდა ბირთვი. ბომბარდირის უკანა მხარე იხურებოდა სახურავით. ფისტონში ტენიდნენ დენთს და ზემოდან ადებდნენ გახურებულ რკინას. აალებული დენთი დიდი ძალით ისროდა ბირთვს. ამ მეთოდით ბომბარდირის სროლის სიჩქარე ძალზედ დაბალი იყო.
ისტორია
რედაქტირება1308 წელს ფერდინანდ IV-მ ბომბარდირები გამოიყენა გიბრალტარის ალყაში. 1314 წელს ბელგიელმა ხელოსნებმა დაამზადეს იარაღი და გააგზავნეს იგი ინგლისში დენთის ასაფეთქებლებითურთ. ინგლისის მეფემ ედუარდ III-მ ბომბარდირები გამოიყენა შოტლანდიელების წინააღდმეგ 1327 წელს. 1331 წელს არტილერია გამოიყენებოდა ჩივიდალსა და იტალიაში. ინგლისის ფლოტმა არტილერიის დახმარებით გაიმარჯვა ფრანგებზე საზღვაო ომში, სლეისში 1340 წელს. კრესში ბრძოლისას 1346 წლის აგვისტოში ფრანგებს ესროდნენ სამი ბომბარდირიდან. 1359 წელს ბომბარდა დააყენეს არაგონის მეფის პედრო IV-ს ერთ-ერთ გემზე, რომელითაც მათ გამარჯვება ჰპოვეს კასტილიის საზღვაო ომში.
მოგვიანებით ბომბარდირები შეცვალეს ზარბაზნებმა (ქვემეხებმა) და ჰაუბიცებმა, მაგრამ ბომბარდირები ისევ გამოიყენებოდა XIX საუკუნის ბოლომდე.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება900 მილიმეტრიანი - მსოფლიოში ყველაზე დიდ კალიბრიანი ქვემეხი მეფე-ზარბაზანი ასევე არის ბომბარდირი.
გალერეა
რედაქტირება-
გამოჭედილი რკინის 200 კილოგრამიანი ბომბარდირი(1450 წელი), მეცი, საფრანგეთი. ისროდა 6 კილოგრამიან ქვის ბირთვებს. სიგრძე 82 სანტიმეტრი.
-
მატინის ორდენის ბომბარდირი-სანაყი როდოსის კუნძულებიდან(1480-1500), „არმიის მუზეუმი“, პარიზი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბომბარდირი, ისროდა 260 კილოგრამიან გრანიტის ბირთვებს. იწონის 3 325 კილოგრამს.
-
ბომბარდირი კვიძინის ციხე ქალაქიდან(XV საუკუნის დასაწყისი). ერთადერთი შემორჩენილი ბომბარდირი, რომელსაც იყენებდა ტევტონის ორდენი.