ევგენიუს IV (ლათ. Eugenius PP. IV; ერისკაცობაში გაბრიელე კონდულმერი; დ. 1383 — გ. 23 თებერვალი, 1447) — რომის პაპი 1431–1447 წლებში.

ევგენიუს IV

გაბრიელე კონდულმერი დაიბადა 1383 წელს ვენეციაში. იყო პაპა გრიგოლ XII-ის ძმისწული, რომელსაც უარი ათქმევინეს კონსტანცის საეკლესიო კრებაზე. ბაზელის საეკლესიო კრების საწინააღმდეგოდ მოიწვია ფლორენციის საეკლესიო კრება (1438-1445), სხვადასხვაგვარი დათმობების საშუალებით მიიმხრო ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები, ამით მიაღწია პაპ ფელიქს V-is (შემდგომში ანტიპაპი) იზოლაციას. ევგენი IV-მ შეძლო 1439 წელს დაედო ფლორენციის უნია დასავლეთის კათოლიკურ და აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის პაპის უზენაესობის საფუძველზე, თუმცა შემდგომ ეს უნია უარყვეს რუსეთმა და ბიზანტიამ.

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
მარტინ V
რომის პაპი

14041406
შემდეგი:
ნიკოლოზ V