კოლხური ხრამული (ლათ. Capoeta sieboldii) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. განირჩევა ფოჩიანი ზედა ტუჩით. აქვს ორი ულვაში. დინგი შესამჩნევადაა გამოშვერილი. ქვედა ყბაზე კარგად არის გამოხატული ხორკლი. გვერდითი ხაზი შეიცავს 50–58 ქერცლს. მისი სხეულის სიგრძეა 45 სმ. მრავლდება ივნისიდან სექტემბრამდე. გავრცელებულია მცირე აზიის ჩრდილოეთ სანაპიროსა და დასავლეთ ამიერკავკასიაში მდინარე საქარიიდან მდინარე რიონამდე.[1] გვხვდება დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარეში, ტბასა და წყალსაცავში. ბინადრობს მტკნარ წყლებში, მდინარეებში: ჭოროხში, ჩაქვში, კინტრიშში, სუფსაში, რიონში, ენგურში, კოდორში, ბზიფში, ფსოუში; პალიასტომის, შავნაბადის, ამტყელისა და ბებესირის ტბებში; ტყიბულის, გუმათისა და სხვა წყალსაცავებში. სარეწაო მნიშვნელობის თევზია. ამიერკავკასიის ენდემური სახეობაა.[2]

კოლხური ხრამული

კოლხური ხრამული
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  კოლხური ხრამული
ლათინური სახელი
Capoeta sieboldii
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19026443