გუმათის წყალსაცავი

წყალსაცავი საქართველოში, იმერეთის მხარეში

გუმათის წყალსაცავიწყალსაცავი საქართველოში. მდებარეობს მდინარე რიონის შუა დინებაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ გუმათთან, ზღვის დონიდან 210 მ სიმაღლეზე. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1958 წელს.

გუმათის წყალსაცავი
კოორდინატები: 42°20′11″ ჩ. გ. 42°41′49″ ა. გ. / 42.336417° ჩ. გ. 42.696972° ა. გ. / 42.336417; 42.696972
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე)
ზღვის დონიდან 210
სიგრძე 11 კმ
სიგანე 0,5 კმ
ფართობი 3,1 კმ²
მოცულობა 0,042 კმ³
უდიდესი სიღრმე 24
ჩაედინება რიონი
გამოედინება რიონი
შევსების წელი 1958
ჰესი გუმათჰესი
კაშხლის სიმაღლე 30
გუმათის წყალსაცავი — საქართველო
გუმათის წყალსაცავი
გუმათის წყალსაცავი — იმერეთის მხარე
გუმათის წყალსაცავი

შექმნილია 30 მ რკინაბეტონის კაშხალით. უდიდესი სიღრმე 24 მ, ფართობი 3,1 კმ². მოცულობა 42 მლნ. მ³ (მაქსიმალური დონის დროს). წყალსაცავი დღე-ღამური რეგულირებისაა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კვირეული რეგულირებაც. აწესრიგებს მდინარე რიონის ჩამონადენს გუმათჰესისათვის.

გუმათის წყალსაცავი წაგრძელებულია მდინარის ხეობის მიმართულებით. უდიდესი სიგრძეა 11 კმ, სიგანე 60-იდან 550 მ-მდე. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, ადგილ-ადგილ ფლატიანია. ზვირთცემა სუსტია. მდინარე რიონს წყალსაცავში წლიურად 5 მლნ. ტ-ზე მეტი მყარი ჩამონადენი შეაქვს, რის გამოც სწრაფად ისილება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება