გუმათი
გუმათი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ოფურჩხეთი).
სოფელი | |
---|---|
გუმათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
თემი | ოფურჩხეთი |
კოორდინატები | 42°19′42″ ჩ. გ. 42°40′45″ ა. გ. / 42.32833° ჩ. გ. 42.67917° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 360 მ |
მოსახლეობა | 426[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, გუმათის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან 360 მ-ზე, წყალტუბოდან 25 კმ-ში.
სოფელში არის ტეშენიტის კარიერი, მოქმედებს საჯარო სკოლა. სოფელთან არის გუმათის წყალსაცავი. სოფელი აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ რამდენიმე რუკაზე. მოხსენიებული აქვს იოჰან გიულდენშტედტს. გვიანდელ შუა საუკუნეებში გუმათი ოკრიბაში შედიოდა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 426 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 591 | 277 | 314 |
2014[1] | 426 | 222 | 204 |
პიროვნებები
რედაქტირებასოფელში დაიბადა საბჭოთა კავშირის გმირი ლავრენტი ავალიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 306.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II