კინტრიში
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
კინტრიში (ძვ. ხინოს წყალი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მთა ხინოს მახლობლად, ზღვის დონიდან 2599 მ-ზე, ქობულეთთან ერთვის შავ ზღვას, სიგრძე 45 კმ, მდინარის აუზის ფართობი 291 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალუხვია შემოდგომაზეც, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 35 %, ზაფხულზე — 18 %, შემოდგომაზე — 31 %, ზამთარზე — 16 %. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 17,3 მ³/წმ. კინტრიშს ყოველწლიურად ზღვაში შეაქვს 540 მლნ. მ³ წყალი.
კინტრიში | |
---|---|
კინტრიშის ხეობა | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
ქალაქები | ქობულეთი |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°43′53″ ჩ. გ. 42°08′21″ ა. გ. / 41.73139° ჩ. გ. 42.13917° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | მთა ხინო |
სათავის სიმაღლე | 2599 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 41°48′14″ ჩ. გ. 41°46′13″ ა. გ. / 41.80389° ჩ. გ. 41.77028° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ქობულეთი |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 45 კმ |
აუზის ფართობი | 291 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 17,3 მ³/წმ |
![]() ![]() | |
![]() |
მდინარე კინტრიშის სათავეებთან შექმნილია კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, მდინარეზე რამდენიმე ისტორიული თაღოვანი ხიდია შემორჩენილი.
ლიტერატურარედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 527.