ხინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
ხინოწმინდა (2018 წლის 2 თებერვლამდე — „ხინო“[2]) — სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათის თემში. მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ. ჭახათიდან 26 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1 კაცი[1]. სოფლის ტერიტორიაზე არის 7 მეტრი სიღრმის შავი ტბა.
სოფელი | ||||
---|---|---|---|---|
ხინოწმინდა | ||||
![]() | ||||
ქვეყანა |
![]() | |||
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | |||
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი | |||
თემი | ჭახათი | |||
კოორდინატები | 41°43′07″ ჩ. გ. 42°02′33″ ა. გ. / 41.718861° ჩ. გ. 42.042528° ა. გ. | |||
ადრეული სახელები | ხინო (2018-მდე) | |||
ცენტრის სიმაღლე | 1040 მ | |||
მოსახლეობა | 1[1] კაცი (2014) | |||
|
სექციების სია
დემოგრაფიარედაქტირება
ისტორიარედაქტირება
სოფელში შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ხინოს საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა. ხინო საეპისკოპოსო ცენტრი XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე იყო. XIX საუკუნის 70-იან წლებში ხინოს მოსახლეობა დაახლოებით 300 კომლს შეადგენდა.
ხინოს ეკლესიარედაქტირება
ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იდგა სოფლის თავში, მდინარე კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე, ოთხკუთხა ქვის გალავნის შიგნით. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ის გუმბათიანი უნდა ყოფილიყო. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ის აჭის ეკლესიის მსგავსი იყო, უგუმბათო და 1860-იანი წლების შუაში დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი სალაროთი და ეკვდერით. ტაძარი საბოლოოდ 1919 წელს დაანგრიეს.
ფოტოგალერეარედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.83 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2016.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №46 2018 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი