თარგი:ჰერეთის მეფეების გენეალოგია

კომენტარები რედაქტირება

  1. "„ქართლის ცხოვრების“ ცნობით ქართლის ერისმთავარმა არჩილიმ ჰერეთი სამმართველოდ გადასცა სომეხ უფლისწულებს, აშოტ III ბაგრატუნის (სოხეთის მთავარი 732–745; 746–749) ძმისწულებს, რომლებიც საქართველოში (ქართლში) აშოტის დამხობისა და დაბრმავების შემდეგ შემოეხიზნენ. მათი შთამომავალი სუმბატ ბაგრატუნი სარგებლობს ქართლს საერსმთავროს დაშლით და VIII–IX საუკუნეთა მიჯნაზე შაქის დამუკიდებელ სამთავროს აყალიბებს. ვახუშტი ბაგრატიონი თავის კონცეფციას სამთავროთა ჩამოყალიბების საკითხზე ჰერეთზეც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არჩილის შვილების, იოანეს (გ. 786) და ჯუანშერის (გ. 787) გარდაცვალების შემდეგ: „ჰერეთი დაიპყრეს ძმისწულთა ადარნასე ბრმისათა, რომელთა დასწვნეს მამისძმისა და არჩილ მოწამე-მან მიუბოძა ამას შაკიხიდამ გულგულამდე და შემდგომად ჯუანშერის სიკუდილისა დაიპყრეს სრულიად ერეთი და იწოდეს და დასხნეს ერისთავნი“.
  2. "იოვანე (ოვანესი) ხაჩენის მთავარი. რანის ერისთმთავრის საჰლის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე. 838 წელს საჰლმა შეიპყრო ალბანეთში ხურამიტული აჯანყების ხელმძღვანელი ბაბექი, რომელიც იოვანეს მეშვეობით არაბებს გადასცა. მისი სახელის წარწერა თარიღდება 853 წლით. იოვანე ძმასთან, ადარნასესთან ერთად სახალიფოში გაგზავნეს. ტყვეობიდან ორი წლის შემდეგ ცოცხალი მხოლოდ ადარნერსე დაბრუნდა, რომელსაც სამფლობელოდ მხოლოდ ზემო ხაჩენი შერჩენოდა. დანარჩენი მხარეები კი ბუღამ სომხეთის საამიროს შეუერთა. მის ჩამოსვლამდე ქვეყანას ადარნერსეს ცოლი სპრამი უძღვებოდა, რომლის რეზიდენცია ანდაბერდის ციხე-სიმაგრეში (ცარის ოლქში, მთიანი ყარაბაღის დაყოფით შაიუმიანის რაიონში, აზერბაიჯანის დაყოფით კელბაჯარის რაიონი) იყო. სპრამი ხელს უწყობდა ცარისა და გეღაკუნიკის რაიონების კულტურულ აღმავლობას. ააგო ნორავანკის ციხესიმაგრე ცარში. დაბრუნების შემდეგ ადარნერსემ გადააკეთა ანდაბერდი და ახალ რეზიდენციად აქცია ვაიკუნიკი (დღევ. კელბაჯარის რაიონში)."
  3. "822 წელს წელს საჰლი თავის ვაჟთან, ადარნერსესთან (ატრნერსე) ერთად შეიჭრა გარდმანში, დაამარცხა ამ უკანასკნელის მმართველი, არაბთა მსახური მიჰრანიდი ვარაზ-თრდატი, ამოჟლიტა მიჰრანიდთა საგვარეულო და შემოიერთა გარდმანი მოსაზღვრე ალბანურ მხარეებთან ერთად. ამასთან ალბანეთზე ლეგიტიმაციის მისაღებად მიჰრანიდთა უკანასკნელი შთამომავალი სპრამი თავის ვაჟ ადარნერსეზე დააქორწინა."
  4. "870-იან წლებში კავკასიაში არაბთა გავლენა ფაქტიურად მოკვდა, ძლიერ დაპატარავდა თბილისის საამირო, ხოლო არმენიის საამირო 884 წელს ფორმალურადაც გაუქმდა. ამით ისარგებლა გრიგორმა, გააძლიერა თავისი სამთავრო, ხელახლა შემოიერთა გარდმანი, კამბეჩოვანი, შაქ-ჰერეთი, წანარეთი (ე.ი. კახეთის მთიანეთის ნაწილი) არ-რანის ნაწილი და 893 წელს ალბანეთის მეფედ ეკუთხა.
  5. "ანისის და სიუნიქის სამეფოს შორის არსებულ კონფლიქტში, საჰაკ სევადამ სიუნიქის მეფის მხარი დაიჭირა, რისთვისაც აშოტ II-მ ის შვილთან (გრიგოლი) ერთად დაატყვევა და დააბრმავა.“
  6. "987 წელს, სმბატმა ანისის სამეფოს დროებითი დასუსტებით ისარგებლა და რავადიდთა მმართველის აბულ-ხაიდჯას და ხაჩენის მთავრების დახმარებით სიუნიქის სამეფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა (სამეფო არ მოიცავდა მიმდებარე სევანის და ერნჯაკის ოლქებს).
  7. "958 წელს იოანე სენექერიმმა შემოიერთა მტკვრის მარჯვენა სანაპირო (სავარაუდოდ გარდმანი) და დაიმკვიდრა „რანის სამეფოს აღმდგენელის“ წოდება.
  8. "იოანე სენექერიმს ერთადერთი ასული – დინარა ჰყავდა, რომელიც კახეთის ქორეპისკოპოს დავითზე (976–1009) იყო დაქორწინებული. შესაბამისად X საუკუნის ბოლოს კახეთ-ჰერეთს ცოლქმარი მართავდნენ... დავითის სიკვდილის შემდეგ კახეთის ქორეპისკოპოსი მისი ახალგაზრდა ვაჟი კვირიკე III გახდა (1009–1010). ამის შეტყობისთანავე გამოვიდა ყოვლითა სპითა თვისითა ბაგრატ, აიღო მეორედ ჰერეთი. შეიპყრო დინარ დედოფალი (დავით ქორეპისკოპოზის ქვრივი, ჰერეთის მეფეთა უკანასკნელი შთამომავალი), იწყო ძებნად კახეთისა, და ძალითა მისითა მიუწვდომელითა ორ წელში დაიპყრო ყოველნი ციხენი კახეთისანი."