სმბატ I საჰაკიანი (სომხ. Սմբատ Ա Սահակյան; დ. უცნობია — გ. 998) — სიუნიქის სამეფოს პირველი მეფე 987-998 წლებში.

სმბატ I საჰაკიანი
Սմբատ Ա Սահակյան
სიუნიქის სამეფოს 1-ლი მეფე
მმართ. დასაწყისი: 987
მმართ. დასასრული: 998
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: ვასაკი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 998
მეუღლე: შაანდუხტი
შვილები: ვასაკი, სევადა
დინასტია: სიუნის დინასტია
მამა: საჰაკი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თავად საჰაკის შვილი და აშოტ სიუნის შვილიშვილი. 963 წლიდან ცხუკისა და ბალკის თავადია, ხოლო 976-980 წლებს შორის გახდა სიუნიქის თავადი. 987 წელს ისარგებლა ანისის სამეფოს დასუსტებით და გამოაცხადა სიუნიქის სამეფოს დამოუკიდებლობა. სმბატ I-მა ჩამოაყალიბა ახალი სამეფოს სახელმწოფოებრივი სტრუქტურა, დააარსა სასამართლო, მოახდინა არმიის ფორმირება, ააშენა და გაამაგრა ციხესიმაგრეები.

988 წლიდან ვასალურ დამოკიდებულებაშია ანისის სამეფოსთან. 991-992 წლებში ანისის მეფეგაგიკ I-მა დაიპყრო სმბატ I-ის სამეფოს ნაწილი: ვაიოცძორი, ჩაჰუკი და ცხუკი. ამის შემდეგ სიუნიქის მეფის ძალაუფლება ვრცელდებოდა მხოლოდ სამეფოს სამხრეთ ნაწილში. სანაცვლოდ სმბატ I-მა გოლტნის საემიროსაგან დაიბრუნა ერნჯაკი.

სმბატ I გარდაიცვალა 998 წელს. მისი შემცვლელი გახდა მისი შვილი ვასაკი. დაკრძალულია ტათევის მონასტერში.

ლიტერატურა

რედაქტირება