ვასაკი (სომხ. Վասակ; დ. უცნობია — გ. 1040[1]) — სიუნიქის სამეფოს მეორე მეფე 998-1040 წლებში.

ვასაკი
Վասակ
სიუნიქის სამეფოს მე-2 მეფე
მმართ. დასაწყისი: 998
მმართ. დასასრული: 1040
წინამორბედი: სმბატ I საჰაკიანი
მემკვიდრე: სმბატ II აშოტიანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1040
შვილები: კატრანიდა II
დინასტია: სიუნის დინასტია
მამა: სმბატ I საჰაკიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვასაკი 998 წელს გახდა მამის სმბატ I საჰაკიანის მემკვიდრე. გაგიკ I-თან ვასალური დამოკიდებულოებაში იყო. მონაწილეობდა გაგიკის ლაშქრობებში. მან თავისი შვილი კარტანიდა ცოლად მიათხოვა სიუზერენს.

ჩაახშო გლეხთა მოძრაობა, გააძლიერა ტათევის მონასტერი, რომელიც დასუსტდა კათალიკოს ანანია მოკაცის მხრიდან ანათემის შედეგად. ვასაკის მმართველობა, ძირითადად მშვიდობიანი იყო, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და მშენებლობას. მისი და მისი მემკვიდრის, სმბატ II აშოტიანის მმართველობის პერიოდში სიუნიქის სამეფომ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ააშენა ვაჰანავანქის ეკლესია (1000 წ.), სადაც დაკრძალულია.

არ ჰყავდა ბიჭი და ცხოვრების უკანასკნელ წლებში ყურადღება გაამახვილა სიძის, ცხუკის თავადის, აშოტის შვილებზე სმბატზე და გრიგოლზე. მათგან პირველი 1040 წელს ვასაკის მემკვიდრე გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Г. Григорян. Царство Сюник (X—XII вв) // Ист.-филол. журн.. — 2006. — № 2. — С. 144.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-30. ციტირების თარიღი: 2015-08-19.