სმბატ II აშოტიანი (სომხ. Սմբատ Բ Աշոտյան; დ. უცნობია — გ. 1040 ან 1051) — სიუნიქის სამეფოს მესამე მეფე 1040-1044 ან 1051 წლებში.

სმბატ II აშოტიანი
Սմբատ Բ Աշոտյան
სიუნიქის სამეფოს მე-3 მეფე
მმართ. დასაწყისი: 1040
მმართ. დასასრული: 1044 ან 1051
წინამორბედი: ვასაკი
მემკვიდრე: გრიგორ I აშოტიანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1044 ან 1051
დინასტია: სიუნის დინასტია

ბიოგრაფია

რედაქტირება

სმბატი მიეკუთვნებოდა ცხუკის მთავარ, აშოტიანთა გვარს. დედის ხაზით იგი ვასაკის შვილიშვილი იყო, რომლის სამეფო კარზეც ეწეოდა მოღვაწეობას და მიიღო სამეფო ტახტი, რადგანაც ვასაკს არ ჰყავდა ვაჟი.

1040 წელს სმბატმა 2 000-იანი არმიით ილაშქრა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოში. დვინის შედადიანმა ემირმა აბუ-ლ ასვარმა მის დამხობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 1044 წლისთვის მნიშვნელოვნად დასუსტდა ბაგრატუნების სომხეთი. მუსულმანური საემიროების ლაშქრობების შედეგად განადგურდა სიუნიქის სასულიერო-კულტურული ცენტრი ტათევი. სმბატ II აშოტიანმა მოახერხა ქვეყნის გათავისუფლება, რის შემდეგაც ქვეყანამ მნიშვნელოვან აღმავლობას მიაღწია.

სმბატ II-ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრე გახდა მისი ძმა გრიგორ I აშოტიანი.

ლიტერატურა

რედაქტირება