ზინობიანი
ზინობიანი (2010 წლის 16 ნოემბრამდე — „ოქტომბერი“[2]) — სოფელი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში (ჭიკაანის თემი), ალაზნის ვაკეზე. მდინარე ავანისხევის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 340 მეტრი, ყვარლიდან 12 კილომეტრი.
სოფელი | |||
---|---|---|---|
ზინობიანი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | კახეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ყვარლის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 41°53′49″ ჩ. გ. 45°55′59″ ა. გ. / 41.89694° ჩ. გ. 45.93306° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 340 მ | ||
მოსახლეობა | 337[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები (49,0 %) უდიები (48,7 %) რუსები (1,8 %) | ||
რელიგიური შემადგენლობა | ქრისტიანები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
სექციების სია
უდიებირედაქტირება
სოფელი ზინობიანი საქართველოში მცხოვრები უდიების განსახლების მთავარი ადგილია. უდიები კავკასიელი ალბანელების შთამომავლებად მიიჩნევიან. საქართველოში უდიები 1920-იან წლებში გადმოსახლდნენ. მათ ემიგრაციას ზინობ სელიკოშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ აქედან მოდის სოფელ ზინობიანის სახელი. 1937 წელს საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიების დროს სელიკოშვილი დააპატიმრეს და სოფელს „ოქტომბერი“ დაერქვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ადგილობრივების მოთხოვნით, სოფელს თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა.[3]
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 337 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 412 | 204 | 208 |
2014[1] | 337 | 180 | 157 |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 617, თბ., 1984 წელი.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N925, 2010 წლის 16 ნოემბერი
- ↑ უდიები საქართველოში
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II