ავანისხევი
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
ავანისხევი[1], ავანი — მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე. სიგრძე 28 კმ, აუზის ფართობი 185 კმ². ზემო დინებამ დროდადრო ღვარცოფი იცის, ქვემო დინებამ — წყალმოვარდნა.
ავანისხევი | |
---|---|
სხვა სახელი | ავანი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | კახეთის მხარე |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 42°02′19″ ჩ. გ. 46°01′07″ ა. გ. / 42.038750° ჩ. გ. 46.018861° ა. გ. |
შესართავი |
ალაზანი 41°49′23″ ჩ. გ. 45°53′58″ ა. გ. / 41.823111° ჩ. გ. 45.899639° ა. გ. |
სიგრძე | 28 კმ |
აუზის ფართობი | 185 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 61.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 15.