ზინობი სილიკაშვილი
ზინობი სილიკაშვილი, სილიკოვი (დ. 1891, ნუხის მაზრა, სოფელი ვართაშენი (ამჟამინდელი ოღუზი, აზერბაიჯანი) — გ. 16 ოქტომბერი, 1938, თბილისი) — უდი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს უდიური თემის წინამძღოლი, ამავე თემის რწმუნებული, „ქართველ-უდინთა დახმარე საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყვარლის რაიონში მდებარე სოფელი ზინობიანის დამაარსებელი და საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის ტრესტ „საქმომარაგების“ სამმართველოს უფროსი.[2] [3]
ზინობი სილიკაშვილი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
1891 ვართაშენი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 16 ოქტომბერი 1938 |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია; საბჭოთა კავშირი |
ეთნიკურად | უდი |
საქმიანობა | საზოგადო მოღვაწე, საქართველოს უდიური თემის წინამძღოლი |
მეუღლე(ები) | ნადეჟდა ანტიპოვა |
მშობლები |
მამა: ანდრია სილიკოვი (სილიკაშვილი) დედა: მარიამ ჯეირანიშვილი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაზინობი სილიკაშვილი დაიბადა ნუხის მაზრის (ყოფილი ელიზავეტპოლის მაზრა და ამჟამად ქ. ოღუზი, აზერბაიჯანი) სოფელ ვართაშენში, სილიკოვების უდიურ ოჯახში. უდიები კავკასიის ალბანელთა ერთ-ერთი შთამომავლები არიან.[4]. ზინობის მშობლები იყვნენ ანდრია სილიკოვი (სილიკაშვილი) და მარიამ ჯეირანოვი (ჯეირანიშვილი). სილიკოვები ადგილობრივი უდიური თემის შეძლებული და წარჩინებული წევრები იყვნენ. მათ გვარს ეკუთვნოდა ვართაშენსა და მის შემოგარენში მდებარე აბრეშუმის ფაბრიკები, მიწები და სხვა ტიპის ქონება. ზინობი სილიკაშვილი განათლებას იღებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც შეწყვიტა სწავლა 1911 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე.[5] შემდგომში, ჯერ კიდევ 1917 წლის გადატრიალებამდე, გაემგზავრა სასწავლებლად რუსეთში.[6] 1920 წლისთვის ზინობი სილიკაშვილი სწავლობს მოსკოვში, სადაც ის მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის მეცნიერებათა კანდიდატია. ამავე წელს, სილიკაშვილმა რუსეთში პატიმრობიდან დაიხსნა ასზე მეტი ქართველი ვაჭარი, უშოვა მათ ვაგონი, საშვი და საქართველოში დააბრუნა. მადლიერმა ქართველმა ვაჭრებმა გაზეთ „ერთობის“ 1920 წლის აგვისტოს ერთ-ერთ ნომერში მისდამი სამადლობელო წერილი გამოაქვეყნეს.[7]
სოფელი ზინობიანის დაარსება
რედაქტირებაXX საუკუნის დასაწყისში, 1918-1920 წლებში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაჩაღდა კონფლიქტი აზერბაიჯანულ და სომხურ მოსახლეობას შორის [8], რამაც მცირერიცხოვანი უდიური თემი საგრძნობი საფრთხის ქვეშ დააყენა.[9] ამ პერიოდში წარმოებულ კონფლიქტს არაერთი უდი შეეწირა. კონფლიქტის და დევნის მსხვერპლთა შორის იყო ზინობი სილიკაშვილის ბიძა და ადგილობრივი სასულიერო პირი, ნიკოლაი სილიკოვი. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მშობლიურ მხარეში დაბრუნებულმა სილიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება თავიდან სანათესაოს, ხოლო ადგილობრივების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ვართაშენის უდიების საგრძნობილი ნაწილის საქართველოში გადმოსახლების თაობაზე.[10] საქართველოში უდიებს გამოეყოთ ტერიტორია ყვარლის რაიონში, სადაც ზინობი სილიკაშვილის თაოსნობით, 1922 წლისთვის გადასახლდნენ. 1923 წლისთვის მადლიერმა უდიებმა სოფელს მათი წინამძღოლის, ზინობი სილიკაშვილის, სასახელოდ დაარქვეს ზინობიანი.[11] სილიკაშვილის თაოსნობით და დახმარებით სოფელ ზინობიანში ეტაპობრივად გაიხსნა რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანა, წითელი ჯვრის სამედიცინო პუნქტი, სკოლა, ფოსტა, კოოპერატივი და სხვა. აგრეთვე, სოფლის მახლობლად, გოგირდის წყლებზე, მოეწყო აბანო.[12] [13] ამასთანავე, გაზეთ „კომუნისტი-ს“ 1928 წლის 14 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ წერილში ზინობი სილიკაშვილის იტყობინება მდინარე ალაზანზე ახალი ხიდის გადების საჭიროებაზე.[14]
ქართველ-უდინთა დამხმარე საზოგადოება
რედაქტირებასაქართველოში უდიების გადმოსახლებიდან მალევე ზინობი სილიკაშვილის თაოსნობით, უდიების დასახმარებლად, დაარსდა „ქართველ-უდინთა დამხმარე საზოგადოება“, რომლის პირველი საორგანიზაციო კრება 1923 წლის 25 მარტს გაიმართა. ამ დღეს კრებას სიტყვით მიმართა თავად ზინობი სილიკაშვილმა, სადაც ის მადლობას უხდიდა თანადგომისთვის ქართულ საზოგადოებას და მოუწოდებდა მათ ,,რათა მათ გაიღონ თავისი წვლილი ამ დიდი საქმისთვის და დახმარება აღმოუჩინონ თავის ახალ თანამოძმეთ.”[15] ,,ქართველ-უდინთა დამხმარე საზოგადოების” გამგეობაში შედიოდნენ ქართული საზოგადოების ისეთი გამორჩეული წევრები, როგორებიც იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი და შალვა დადიანი.[16] აგრეთვე, ორგანიზაციის თხოვნით, ერთ-ერთ შეხვედრაზე უდიებზე მოხსენება წაიკითხა მოსე ჯანაშვილმა[17]
1930-იანი წლები
რედაქტირებაგალაკტიონ ტაბიძის დღიურებიდან ირკვევა, რომ ზინობი სილიკაშვილი 1930 წელს მას სოფელ ზინობიანში ვიზიტს სთავაზობდა.[18] 1933-34 წლებში წლებში შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა ემუშავა უდიური სასაუბროსა და ლექსიკონის გამოსაცემად. კომისიაში შედიოდნენ: ზინობი სილიკაშვილი, ალექსანდრე აჯიაშვილი (ზინობიანელი უდი), ძმები - მიხეილ და თეოდორე ჯეირანიშვილები (ზინობიანელი უდიები), ვაგან გუკასიანი (ნიჯელი უდი) და დავით კარბელაშვილი (ქართველი ენათმეცნიერი).[19]
დაპატიმრება და დახვრეტა
რედაქტირება1938 წელს ზინობი სილიკაშვილი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მისი დახვრეტის ოქმში მითითებული იყო, რომ ის იყო უპარტიო და რომ ის დააპატიმრეს შემდეგი ბრალდებით: ,,რომ იყო მემარჯვენეთა ა/ს ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას და იყო პარტიისა და ხელისუფლების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების საქმის კურსში.” დაპატიმრებამდე ის იკავებდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის ტრესტ „საქმომარაგების“ სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 1938 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა სხდომა, სადაც სილიკაშვილს სასჯელის ზომად განესაზღვრა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. იმავე წლის 16 ოქტომბერს ზინობი სილიკაშვილი დახვრიტეს.[20] ოჯახს ჩამოართვეს პირადი ქონება: მათ შორის, ვაკეში, ზაქარია ფალიაშვილის 18 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ზინობი სილიკაშვილს ჰყავდა მეუღლე — ნადეჟდა ანტიპოვა და ორი შვილი: ანდრო (ანდრია) და ლეილა. ზინობი სილიკაშვილის დახვრეტის შემდეგ სოფელ ზინობიანს გადაერქვა სახელი და მას დაერქვა ოქტომბერი.[21]
რეაბილიტაცია
რედაქტირებაამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 21 თებერვლის განჩინებით ზინობი სილიკაშვილი რეაბილიტირებული იქნა. სოფლისთვის მისი პირვანდელი სახელის დაბრუნებას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვდა ზინობიანის მკვიდრი არჩილ აჯიაშვილი. [22] [23] ფორმალურად ეს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის განჩინებით მოხდა და სოფელს კვლავ ზინობიანი ეწოდა.[24]
ჩანაწერები ზინობი სილიკაშვილის შესახებ
რედაქტირებაგაზეთ „კომუნისტის“ 1923 წლის 7 დეკემბრის ნომერში, ,,ქართველ-უდინთა დამხმარე საზოგადოების” წევრი — ა. კაკაბაძის ჩანაწერიდან[25]:
გაზეთ „კომუნისტის“ 1925 წლის 25 აგვისტოს ნომრიდან (გ. ბაიდაშვილი)[26]:
ხსოვნა
რედაქტირება2021 წლის 16 ოქტომბერს სოფელ ზინობიანში საზეიმოდ გაიხსნა ზინობი სილიკაშვილის სკულპტურა და თანდართული საინფორმაციო დაფა.[27]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქავთარაძე ა., უდიები, თბ., 2022, ISBN 978-9941-8-4400-3
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- paideia.ge დაარქივებული 2021-06-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტალინური სიები საქართველოდან - სილიკაშვილი ზინობი ანდრიას ძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 15.02.2021
- ↑ ალექსანდრე ქავთარაძე. (2021)ზინობი სილიკაშვილის ღვაწლი: „ცხოვრება სხვებისთვის“. paideia.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.06.2021. ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ სტალინური სიები საქართველოდან - სილიკაშვილი ზინობი ანდრიას ძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 15.02.2021
- ↑ თოფჩიშვილი როლანდ, [1], თბილისი: უნივერსალი, 2007. — გვ. 156-167, ISBN 978-99940-913-1-7.
- ↑ Выпускники Тифлисской духовной семинарии 1891-1893, 1895-1904, 1910-1913, 1915 гг. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.11.2020. ციტირების თარიღი: 18.02.2021.
- ↑ ალექსანდრე ქავთარაძე. (2021)ზინობი სილიკაშვილის ღვაწლი: „ცხოვრება სხვებისთვის“. paideia.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.06.2021. ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ ზინოვი ანდრიას ძე სილიკაშვილი გაზეთ „ერთობის“ 1920 წლის 17 აგვისტოს ნომერში. prosopography.iliauni.edu.ge. ციტირების თარიღი: 14.02.2021.[მკვდარი ბმული]
- ↑ Richard G. Hovannisian, The Republic of Armenia, Volume I: 1918-1919, London: University of California Press, 1971, ISBN 0-520-01805-2.
- ↑ გაზეთ „ერთობის“ 1918 წლის 6 იანვრის ნომერი (1918). ციტირების თარიღი: 15.02.2021.
- ↑ ალექსანდრე ქავთარაძე. (2021)ზინობი სილიკაშვილის ღვაწლი: „ცხოვრება სხვებისთვის“. paideia.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.06.2021. ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ გაზეთ „კომუნისტის“ 1923 წლის 31 მაისის ნომერი (1923). ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ გაზეთ „კომუნისტის“ 1923 წლის 7 დეკემბრის ნომერი (N282) (1923). ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ გაზეთ „კომუნისტის“ 1924 წლის 8 თებერვლის ნომერი (1924). ციტირების თარიღი: 15.02.2021.
- ↑ გაზეთ „კომუნისტის“ 1928 წლის 14 აგვისტოს ნომერი (1928). ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ გაზეთ „კომუნისტის“ 1923 წლის 29 მარტის ნომერი (1923). ციტირების თარიღი: 15.02.2021.
- ↑ ალექსანდრე ქავთარაძე. (2021)ზინობი სილიკაშვილის ღვაწლი: „ცხოვრება სხვებისთვის“. paideia.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.06.2021. ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ გაზეთ „კომუნისტის“ 1923 წლის 25 ივნისის ნომერი (1923). ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ გალაკტიონ ტაბიძის დღიურები: დღიური-54 - 1930 წელი. literaturemuseum.ge. ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ Ворошил Гукасян. Удинский язык и его словарь. ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ სტალინური სიები საქართველოდან - სილიკაშვილი ზინობი ანდრიას ძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 15.02.2021
- ↑ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1938 წლის დეკემბერი (1938). ციტირების თარიღი: 15.02.2021.
- ↑ ალექსანდრე ქავთარაძე. (2021)ზინობი სილიკაშვილის ღვაწლი: „ცხოვრება სხვებისთვის“. paideia.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.06.2021. ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ ალექსანდრე ქავთარაძე. (2020)ჩვენი უდიები - „პაწია ხალხი" დიდი წარსულით. ციტირების თარიღი: 15.02.2021.[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N925. matsne.gov.ge (2010). ციტირების თარიღი: 14.02.2021.
- ↑ გაზეთ „კომუნისტის“ 1923 წლის 7 დეკემბრის ნომერი (1923). ციტირების თარიღი: 15.02.2021.
- ↑ გაზეთ „კომუნისტის“ 1925 წლის 25 აგვისტოს ნომერი (1925). ციტირების თარიღი: 15.02.2021.
- ↑ სოფელ ზინობიანში უდიური თემის პირველი წინამძღოლისა და სოფლის დამაარსებლის, ზინობი სილიკაშვილის სკულპტურა დადგეს