ჭიკაანი
ჭიკაანი — სოფელი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზინობიანი, ჩანტლისყურე). ზღვის დონიდან 300 მეტრი, ყვარლიდან 16 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ჭიკაანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭიკაანი |
კოორდინატები | 41°52′46″ ჩ. გ. 45°55′07″ ა. გ. / 41.87944° ჩ. გ. 45.91861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 300 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1928[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,5 % ოსები 1,2 % ხუნძები 0,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებამდებარეობს სოფელ ახალსოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ალაზნის ვაკეზე. წერილობით წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნის 70-იან წლებიდან. ჭიკაანი, გავაზთან ერთად, კახეთის უკიდურეს აღმოსავლეთ სასაზღვრო ხაზს წარმოადგენდა. ქართლისა და კახეთის შიდა სოფლებისაგან განსხვავებით, იგი დაუცველი სოფელი იყო, რაიმე სათავდაცვო ნაგებობა მას არ ჰქონია. ჭიკაანს ხშირად ესხმოდნენ თავს ლეკები. თავის მხრივ, ჭიკაანლებიც აწყობდნენ თავდასხმებს ჭარელ ლეკებზე. სოფელში მისდევენ მევენახეობას.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1928 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2303 | 1111 | 1192 |
2014[1] | 1928 | 962 | 966 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 398.
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 471.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II