ზიარი
ზიარი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში (არაშენდის თემი), მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 820 მეტრი, გურჯაანიდან 7 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 44 კაცი.
სოფელი | |
---|---|
ზიარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | არაშენდა |
კოორდინატები | 41°43′01″ ჩ. გ. 45°44′48″ ა. გ. / 41.71694° ჩ. გ. 45.74667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 820 მ |
მოსახლეობა | 44[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 353 |
ისტორია
რედაქტირებაზიარის ტერიტორიაზე ადამიანის დასახლების კვალი ქვედა პალეოლითიდან არსებობს. ამას მოწმობს სოფლის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი ქვის ხანის არაერთი ძეგლი. წერილობით წყაროებში ზიარი XI საუკუნიდან იხსენიება, როგორც სვეტიცხოვლის კუთვნილი დიდი სოფელი. ზიარი ეპარქიულად ჭერემის საეპისკოპოსოში შედიოდა, საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ, 1757 წლიდან იგი ბოდბელ მიტროპოლიტს დაუქვემდებარეს. დაყოფის მიხედვითაც ზიარელნი ბოდბელი ეპისკოპოსის მეწინავე დროშის ქვეშ დგებოდნენ. სოფელზე გადიოდა ქიზიყიდან გადმომავალი გზა, რომელიც შემდეგ ივრის მარცხენა ნაპირს მიუყვებოდა და ჩადიოდა სოფელ ჩუმლაყში. ამ გზამ განსაკუთრებული მნიშვნელობა გვიანდელ შუა საუკუნეებში შეიძინა, როდესაც ერთიანი ქართული სახელმწიფო ცალკეულ სამეფოებად დაიშალა. სოფელი ზიარი ძირითადად სახასო კუთვნილება იყო, თუმცა მოგვიანებით სოფლის ყმა-მამულები ანდრონიკაშვილებმა, ერასტიშვილებმა (მათი განაყოფია) აბაშიძეებმა, ზურაბიშვილებმა დაინაწილეს. დავით იმამყული-ხანმა ზიარში სახასო, სამონასტრო და სათავადო მფლობელობის მიჯნები დააწესა, რომელსაც ერეკლე ll-ც დაეთანხმა. 1842 წლის 13 დეკემბერს, ზიარის საბატონო გლეხები აჯანყდნენ. აჯანყების უშუალო საბაბი გახდა ის, რომ მემამულეებმა აღებული ფულადი ვალის გადახდა ყმა-გლეხებს დააკისრეს. გლეხებმა უარი თქვეს მემამულეების ვალის გადახდაზე. მთავრობამ გლეხთა მღელვარება რეგულარული ჯარის ნაწილების გამოყენებით ჩაახშო.
არქეოლოგიური ძეგლები
რედაქტირებასოფელში, დურგლიაანთ ისტორიულ უბანში, გამოვლინდა ქვედა და შუა პალეოლითის პერიოდის ღია სადგომები. „ზიარი 1“, რომელიც ნაწილობრივ გათხრილი და შესწავლილ იქნა (თ. ბუგიანიშვილი) 1960-1970-იან წლებში ღია ტიპის პალეოლითური ძეგლია. „ზიარი 2“ ძველი ქვის ხანის პერიოდის, სავარაუდოდ ჰომო ერქტუსებისა და ნეანდერტალელების ნამოსახლარს წარმოადგენს, რომლის ფენებში ქვის უძველესი არტეფქტები, ცხოველების ნაშთები და ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი ფიქსირდება.[2]
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014 | 44 | 23 | 21 |
გალერეა
რედაქტირება-
ზიარის უსანეთის ეკელსია
-
ზიარის ტბა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 519.
- კახაძე კ., მოწონელიძე ლ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 142-143.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ აღმოჩენა ზიარში