დიდი ლაკბე — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში. სოფლის დასავლეთით 1-2 კილომეტრზე მდინარე დიდ ლაკბესა და უსახელო ხრამს შორის მდებარე ე. წ. ნიჩურაანთ ახოში. განეკუთვნება გვიანდელ აშელის ხანას.

ძეგლი 1975 წელს გამოავლინა კახეთის ქვის ხანის რაზმმა. ნაპოვნია ერთი კაჭარი, 8 ნუკლეუსი, 11 ანატკეცი და 13 იარაღი. კაჭრებზე გაფორმებული ნუკლეუსები ერთფუძიანი განივი,ორფუძიანი ცალმხრივი,დისკოსებრი ორმხრივი, ცალმხრივი და ამორფულით. ანატკეცები მოგრძო ან დაბალი, ფართო არასწორი მოყვანილობისაა, მათ უმეტესობას გლუვი, ხოლო ორს შესწორებული დარტყმის მოედანი აქვს. იარაღებიდან წარმოდგენილია სხვადასხვანაირი პირის მქონე საჩოკები, ამოზნექილი სამუშაორპირიანი საფხეკი, ორ-ორი ორგვერდამოღარული, კომბინირებული და თითო ნისკარტისებრი იარაღი.

მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმის გურჯანიის ისტორიულ-ეთნუკურ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება