დიდი ტინები
დიდი ტინები — არქეოლოგიური ძეგლი, კახეთის მხარეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარის დასავლეთით 1-2 კილომეტრზე. სადგომი 1969 წელს აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ქვის ხანის რაზმმა. ძეგლზე ნაპოვნია ადგილობრივი უხარისხო კაჟის ერთი დისკოსებრი ორმხრივი ნუკლეუსი, 6 მოგრძო შემთხვევითი მოყვანილობის, გლუვდარტყმის მოედნიანი ანატკეცი, ორი ამოზნექილსამუშაოპირიანი განიერი სახოკი. კაჭრის კანით დაფარული ანუ „ნატურალურზურგიანი“ გვერდამოღარული იარაღი, სახვრეტი და ტეიაკური წვეტანა. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბუგიანიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 143.