ვიკიპედია:ფორუმი/რეესტრი

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:ფარი)
რეესტრი ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

ფორუმის რეესტრი
კონტროლი
მალხმობა:
ვპ:ფარი
ფორუმის რეესტრი არის ტექნიკური გვერდი, რომელიც განკუთვნილია ვიკიპედია:ფორუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსარიცხად და შესანახად. იმ შემთხვევაში, თუ ფორუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება არსებულ წესში ცვლილებას, იგი უნდა იყოს ასახული შესაბამისი წესის გვერდზეც და ფორუმის რეესტრის გვერდზეც.

ქვემოთ მოცემულია ქართული ვიკიპედიის საზოგადოების მიერ მიღებული დადგენილებები, რომლებიც:

  1. მიღებულია წერილობით ფორუმზე ან ვიკიპედიის სხვა საზოგადოებრივ გვერდზე კენჭისყრით, კენჭისყრის გარეშე ან კონსენსუსით. ამ დადგენილებებს სავალდებულო ძალა აქვთ;
  2. მიღებულია სპეციალური პროცედურის დაცვით, კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ გვერდზე. ამ დადგენილებებს სავალდებულო ძალა აქვთ;
  3. წარმოადგენენ ჩვეულებით ნორმებს, რომლებიც წერილობით არაა გაფორმებული, თუმცა ფაქტობრივად სრულდება. ამგვარ ნორმებს არ აქვთ სავალდებულო ძალა, თუმცა სასურველია შესრულდეს.


რეესტრის გამოყენების წესი: არ განათავსოთ რეესტრში გადაწყვეტილება, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს. დაელოდეთ კენჭსიყრის/მსჯელობის დასრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანეთ ის რეესტრში.

სავალდებულო

რედაქტირება
N სახელწოდება ინიციატორი წესი კენჭისყრის/განხილვის ბმული განთავსების თარიღი რეესტრის ჩანაწერის ავტორი

FR1

სტატიის სათაურში თარიღის მითითება - - 14 სექტემბერი 2010 — 11 ნოემბერი 2010 11 ნოემბერი 2010 -
შინაარსი სტატიის სათაურში წლის მითითების აუცილებლობის შემთხვევაში წელი მითითებული უნდა იყოს ფრჩხილებში და სრულად. მაგალითად
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1710-1713) (და არა (1710-13))
გამონაკლისი სათაურებში წლებთან ფრჩხილები არ გამოიყენება სისტემატურად განმეორებადი მოვლენების შემთხვევაში, როგორებიცაა კონკურსები, ჩემპიონატები, დაჯილდოვებები... მაგალითად
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2010

FR2

გადამისამართებები არასწორი სათაურებიდან - - 4 ოქტომბერი 2010 — 8 ოქტომბერი 2010 8 ოქტომბერი 2010 -
შინაარსი არასწორი სათაურიდან სწორზე გადამისამართება კეთდება მაშინ, როდესაც ხალხში გავრცელებულია არასწორი ფორმაც. მაგალითად
სტამბულისტამბოლი
გამონაკლისი -

FR3

იოტიზაცია; არქაული ასოები; დამატებითი ასოები - - 17 ოქტომბერი 2008 — 18 ოქტომბერი 2008 18 ოქტომბერი 2008 -
შინაარსი ძველი ქართული, მოძველებული ასოების (ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ), ასევე დამატებითი ქართული ასო–ნიშნების (ჷ, ჸ, ჹ, ჺ, ჻) გამოყენება დაუშვებელია სტატიის სათაურში. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც სტატია ეხება ძველ ქართულ ძეგლსა თუ მოვლენას; ამ შემთხვევაში სტატიის სათაური უნდა იყოს თანამედროვე ქართული ენით დაწერილი და არა ორიგინალში (ძველი ქართული ენა); ორიგინალური დასახელებიდან საჭიროა გადამისამართება. მაგალითად
წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲშუშანიკის წამება
გამონაკლისი არქაული თუ დამატებითი ასოების გამოყენება მხოლოდ ტრანსკრიფციის სახით შესაძლებელია სტატიის ტექსტში, სასურველია განხილვის გვერდზე განხილვის შემდეგ. ასევე სტატიებში, რომლებიც თვითონ ამ ასოებს ეხება: , , , , ... მათი გამოყენება დასაშვებია ასევე, თუ თანამედროვე ქართულ სახელთან ერთად საჭირო ხდება ძველქართული დასახელების მითითებაც (მაგალითად შუშანიკის წამება)

FR4

ფრჩხილების გამოყენების შესახებ - - 14 დეკემბერი 2010 — 16 დეკემბერი 2010 16 დეკემბერი 2010
შინაარსი ვიკიპედიის სათაურებში ფრჩხილები გამოიყენება:
  1. იმ შემთხვევაში, თუკი სტატია ეხება ერთნაირი დასახელების მქონე მოვლენათაგან რომელიმეს. მათ განსასხვავებლად მიეთითება წელი (თარიღი) ფრჩხილებში. მაგალითად: რუსეთ-საქართველოს ომი (2008) და რუსეთ-საქართველოს ომი (1921). (თარიღის ფრჩხილებით მითითებასთან დაკავშირებით არსებობს გამონაკლისიც, რომელიც ყავახანაში კენჭისყრით მივიღეთ. იხ. ვიკიპედიის დადგენილება N1, გამონაკლისი შემთხვევა)
  2. იმ შემთხვევაში, თუკი სტატია ეხება ერთნაირი დასახელების მქონეთაგან ერთ–ერთ საგანსა თუ მოვლენას. მაგალითად: რუსთავი (მწვერვალი), რუსთავი (სასტუმრო), რუსთავი (ანსამბლი). თუკი ამ მნიშვნელობებში არ არსებობს იერარქია და ყველა მათგანი პირველადია (თანაბარმნიშვნელოვანია), თავისუფალ (უფრჩხილო) გვერდზე იქმნება მრავალმნიშვნელობის გვერდი; იერარქიის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტერმინის პირველად მნიშვნელობას (ზემოთ მოყვანილ მაგალითში ქალქი რუსთავი – პირველადია, ხოლო ყველა დანარჩენი მისგან ნაწარმოები) და თავისუფალი გვერდი (უფრჩხილო გვერდი) ეთმობა მას. ამ შემთხვევაში მრავალმნიშვნელობის გვერდი იქმნება ამგვარი სტრუქტურით: ტერმინი (მრავალმნიშვნელოვანი).
  3. ერთსა და იმავე სახელმწიფოში ერთნაირი დასახელების მქონე დასახლებების არსებობის შემთხვევაში ფრჩხილებში ეთითება მუნიციპალიტეტი (ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად: რეგიონი, პროვინცია, რაიონი...). თუკი სოფელი თავისი სახელწოდებით ერთადერთია, მუნიციპალიტეტის მითითება საჭირო არაა.
  4. სხვადასხვა სახელმწიფოში ერთნაირი დასახელების ქალაქების, სხვა დასახლებების ან რეგიონების არსებობის შემთხვევაში ფრჩხილებში ეთითება ქვეყანა.
გამონაკლისი ფრჩხილები არ გამოიყენება:
  1. თუკი შესაძლებელია მათი თავიდან აცილება ქვემოთ ჩამოთვლილი გზებით:
ა) ნათესაობითი ბრუნვის ფორმით; მაგალითად: პალიასტომის ტბა (და არა პალიასტომი (ტბა)). ეს წესი ეხება რეგიონებსაც; მაგალითად იმერეთის მხარე და არა იმერეთი (მხარე). თუმცა ამგვარი მიდგომა ყოველთვის არ გამოდგება — მაგალითად, არ შეიძლება იყოს სუფსის მდინარე, საჭიროა სუფსა (მდინარე). თითოეულ ამგვარ შემთხვევაში საჭიროა წინასწარი განხილვა შესაბამის გვერდზე.
ბ) თუკი კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს სათაურის ორი ალტერნატივა, ერთი ფრჩხილებით, ხოლო მეორე უფრჩხილოდ, უპირატესობა უფრჩხილოს მიენიჭება.

FR5

რჩეული სტატიების დაცვა მომხმარებელი:Zolokin ვიკიპედია:რჩეული სტატიები/წესები 7 თებერვალი 2011 — 8 თებერვალი 2011 8 თებერვალი 2011 მომხმარებელი:Surprizi
შინაარსი სტატია, რომელიც ვიკიპედიაში რჩეული ხდება და მთავარ გვერდზე ქვეყნდება, დაცული უნდა იქნას ნახევრად (დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისათვის) განუსაზღვრელი ვადით.
გამონაკლისი -

FR6

კატეგორიების შესახებ - - 13 ნოემბერი 2019 — 16 ნოემბერი 2019
ასევე დამატებით იხილეთ:ეს და ეს განხილვები
16 ნოემბერი 2019
შინაარსი სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში.
გამონაკლისი -

FR7

ფორუმის გადაწყვეტილებების რეესტრი Melberg - ფორუმის გადაწყვეტილებების რეესტრი 21 იანვარი 2020 Melberg
შინაარსი ფორუმის გადაწყვეტილებების ცენტრალიზებული რეესტრი, რომელშიც განთავსდება ფორუმში განხილვისა და კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილებას.
გამონაკლისი

FR8

ფორუმის დაარქივება Zangala - ფორუმის დაარქივება 21 იანვარი 2020 Melberg
შინაარსი ფორუმის თემა ექვემდებარება დახურვას და არქივდება იმ შემთხვევაში, თუ მასში ბოლო შეტყობინებიდან 7 დღის განმავლობაში ახალი შეტყობინება არ ყოფილა
გამონაკლისი -

FR9

ადმინისტრატორთა აქტივობა Melberg ვპ:ადმინ არქივი 31 მარტი 2021 Melberg
შინაარსი ცვლილებათა პაკეტი ადმინისტრატორთა აქტივობასთან დაკავშირებით წესში ვპ:ადმინ
გამონაკლისი -

რეკომენდაციული

რედაქტირება
N სახელწოდება ინიციატორი წესი კენჭისყრის/განხილვის ბმული განთავსების თარიღი რეესტრის ჩანაწერის ავტორი

FRR1

სტატიის დასაწყისი - - - - -
შინაარსი სტატიის დასაწყისი

ვიკიპედიის სტატიის პირველი წინადადება, რომელიც სტატიის თემის მოკლედ და ნათლად ჩამოყალიბებულ დეფინიციას უნდა წარმოადგენდეს, უშემასმენლოა (არ გამოიყენება სიტყვები: არის, იყო, იქნება...). შემასმენლის მოვალეობას აქ ტირე ასრულებს (—). პირველი სიტყვა, რომელიც მეტწილად მუქი შრიფტითაა მოცემული, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სტატიის სათაურს შეესაბამება. პირველ წინადადებას, როგორც წესი ამგვარი ფორმა აქვს: სტატიის თემა — სტატიის თემის მოკლე დეფინიცია.

გამონაკლისი ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება, რომ სტატიის პირველი მუქი შრიფტით დაწერილი სიტყვა/ები სრულად არ შეესაბამებოდეს სტატიის სათაურს. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც სტატიის სათაურში ფრჩხილებია გამოყენებული. მაგალითად ასეა სტატიაში „თბილისი (ცთომილი)“

FRR2

მამის სახელის მითითება Zangala - კვლავ_მამის_სახელების_შესახებ 23 იანვარი 2020 Melberg
შინაარსი სტატიის შესავალში მამის სახელი არ ეთითება.
გამონაკლისი გადაუჭრელი ან ენციკლოპედიური მნიშვნელობიდან გამომდინარე მამის სახელის მითითების საჭიროება.