ჲ
ჲ, ⴢ, Ⴢ, Ჲ[1] (იოტა) — ძველი ქართული ანბანის მეთხუთმეტე ასო. მისი სახელია ჲოტა. გამოითქმის, როგორც მოკლე ი. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ სამოცს (60). ჲოტა ერთადერთი ასო იყო ქართულ ანბანში, რომელიც სიტყვას არ იწყებდა. იგი ძირითადად სიტყვის ბოლოში იდგა და სახელობითი ბრუნვის ნიშანი იყო ხმოვანფუძიანი სიტყვებისთვის:
ქართული ასო „ჲ“ | |
---|---|
ჲ | |
სახელწოდება | |
ჲ: |
GEORGIAN LETTER HIE |
უნიკოდი | |
ჲ: |
U+10F2 |
HTML-კოდი | |
ჲ: |
ჲ ანჲ |
ვიკისაწყობი ასო „ჲ“ |
- დედაჲ, მამაჲ.
დღეს იგი ყველა ქართველურ ენაში გამოიყენება ქართულის გარდა (მეგრული, ლაზური, სვანური). XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ეს ასო ანბანიდან ამოიღეს.
მოხაზულობა
რედაქტირებაასომთავრული ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ |
ნუსხური ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ |
მხედრული | მთავრული ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ |
სახელწოდება | რიცხვითი მნიშვნელობა |
IPA | ISO 9984 | რომანიზაცია | NGR |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჲე | 60 | j | — | — | (Iʼ iʼ) |
ჲ-ს მოხაზულობა ასომთავრულში გახსნილი წრეა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ჲ ნუსხურსა და მხედრულში შუა ორ ხაზს შორის იწერება. ხელნაწერი ტექსტების მოსართავად აღნიშნული ასო ინიციალების სახით არ გვხვდება, რამდენადაც ჲ სიტყვას არ იწყებს.