რუსთავი (მწვერვალი)

Disambig-dark.svg ტერმინს „რუსთავი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ რუსთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

რუსთავი — მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავანის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე 3900 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. გზა ადის მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადის — ხდის სათავიდან. 1953 წელს ქალაქ რუსთავის მელითონეთა ჯგუფმა (ხელმძღვანელი გ. მელია) მოაწყო ზამთრის მასობრივი ასვლა და მწვერვალს ქალაქ რუსთავის სახელი უწოდეს. მის დალაშქვრაში მონაწილეობდა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ალპინისტი მარო ტყავაძე.

რუსთავი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3900 
ქედი შავანის ქედი

ლიტერატურარედაქტირება