შავანის ქედი

ქედი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარესა და ინგუშეთში

შავანის ქედი ან შანის ქედიქედი საქართველოსა (მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე. წარმოადგენს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ შტოქედს, კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის შემადგენელ ერთეულს და მდინარეების ხდისა და არმხის (თერგის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფს. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 4491 მეტრი (მწვერვალი შანი).

შავანის ქედი
შანი
შანი
კოორდინატები: 42°40′33″ ჩ. გ. 44°45′23″ ა. გ. / 42.67583° ჩ. გ. 44.75639° ა. გ. / 42.67583; 44.75639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
ინგუშეთი
უმაღლესი წერტილი შანი
სიმაღლე 4491 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
შავანის ქედი — საქართველო
შავანის ქედი
შავანის ქედი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
შავანის ქედი

ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზე დაკიდებული მყინვარებია, მყინვარებისაგან თავისუფალი ადგილები კლდოვანია ან ღორღნალებითა და ალპური მდელოს ბალახეულითაა დაფარული.

შავანის ქედზე გაბატონებულია მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება