ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება
დახმარება | ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება. |
---|---|
დახმარება კონტროლის სიაში დამატება ამ გვერდზე მოითხოვეთ დახმარება, დასვით კითხვები. |
მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.
ეს გვერდი ეთმობა ვიკიპედიის რედაქტორებს, მკითხველებს ან უბრალოდ სტუმრებს, რომელთაც ვიკიპედიის აქტიურ რედაქტორებთან რაიმე მოსაზრების, წინადადების, შენიშვნის ან უბრალოდ ნებისმიერი კომენტარის გაზიარება სურთ. თქვენს წინადადებებს და შენიშვნებს ვიკიპედიელები პერიოდულად გაეცნობიან, განიხილავენ და, საჭიროებისამებრ, გაითვალისწინებენ. ვიკიპედია მუდმივად დამუშავების პროცესშია და ახლად შექმნილ სტატიებში შესაძლოა ბევრი ხარვეზი იპოვოთ, თუმცა ისინი, როგორც წესი, რამდენიმე დღეში, ან თუნდაც საათში სწორდება. ამ გვერდზე შეიძლება შეგვატყობინოთ რომელიმე სტატიაში არსებული ხარვეზის ან უზუსტობის შესახებ, შემოგვთავაზოთ ახალი იდეები, პროექტები და მისთ. თქვენს აზრებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს!
ამ გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერეთ ოთხი ტილდა (
|
Updated Page of Band: Accept
რედაქტირებაHello, a Week ago i updated band: Accept's page on Wikipedia and it's still scheduled for addition. How much time it needs to be updated? --Giosose1999 (განხილვა/წვლილი) 14:09, 13 ივლისი 2022 (UTC)
- სალამი, გვერდი არ დამოწმდება მანამ, სანამ არ გამოსწორდება შეცდომები და ხარვეზები (ვპ:ვიკი, გრამატიკული შეცდომები, ბრჭყალები ("" ნაცვლად „“ ) და სხვ.--DerFuchs მიწერა 14:58, 13 ივლისი 2022 (UTC)
- დავამატებ, რომ არ აქვს მითითებული წყაროები და ძლიერ გაუმართავია (მანქანური თარჯიმნითაა ნათარგმნი?). ამიტომ, თუკი არ გასწორდა, გასაუქმებელია ეგ ცვლილებები. გიო ოქრო 18:05, 13 ივლისი 2022 (UTC)
სტატიის აღდგენა
რედაქტირებაგამარჯობა პატივცემულო support team ის წარმომადგენელო ძალიან დიდი პატივისცემით გთხოვთ რომ ჩემი წაშლილი სტატია დააბრუნოთ ვინაიდან და რადგანაც ის აკმაყოფილებს რამოდენიმე კრიტერიუმს და ამის დამტკიცება შემიძლია. სულ რომ არაფერი ჩვენ ქვეყნაში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია ფრანკლინის თანადამფუძნებელია საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. სანდო წყაროებიც არსერსებობს რომლებიც გამოვიყენე ერთ-ერთი მიტითიებული მაქვს. ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის მაგრამ ეს სტატია მნიშვნელოვანია და გთხოვთ რომ კიდევ გგადახედოთ ან დამიწეროთ მიზეზი ან დამეხმაროთ მადლობა წინასწარ.
სტატიის აღდგენა
რედაქტირებამოგესალმებით! დავწერე სტატია, რომელიც წამიშალეს. ვარ დებიუტანტი, გთხოვთ დამეხმაროთ სტატიის აღდგენაში. განმიმარტეთ, რატომ წაიშალა?
არასწორი ინფორმაცია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
რედაქტირებაგამარჯობა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე შექმნილ გვერდის საბაზისო ინფორმაციაში, კერძოდ განყოფილებაში Central decription წერია "ოსი მოჭიდავე", რაც არასწორია. თუ შეიძლება ჩაასწორეთ და დაწერეთ ქართველი მოჭიდავე.
მადლობა.
შეკითხვა თარგმნასთან დაკავშირებით
რედაქტირებაგამარჯობა. დახმარება მჭირდება. რამდენად სწორი იქნება ინგლისურიდან Champion-ის „ფალავნად“ თარგმნა? უფრო სწორად, რამდენად „ექსკლუზიურად“ ფალავანი ასოცირდება მოჭიდავესთან? Mgel Darion (განხილვა/წვლილი) 12:03, 2 სექტემბერი 2022 (UTC)
- იყოს, ფალავნად ვთარგმნი. Mgel Darion (განხილვა/წვლილი) 14:39, 4 სექტემბერი 2022 (UTC)
დახმარება
რედაქტირებასალამი.
აქ ახალი ვარ და ახლა ვერ კვევი ყველაფერში, თუმცა პირველი სტატია (ბათუმის ბულვარი) უკვე დავმატე და ვცდილობ ყოველდღიურად დავხვეწო. უბრალოდ, სტატიის დასაწყისში ავტომატურად მიწერს რომ თითიქოს "არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო" (რეალურად მითითებული მაქ რამდენიმე ლიტერატურა და ოფიციალური ასევე ვებგვერდი), ასევე მიუხედავად იმისა რომ კატეგორია მითთებული მაქვს კატეგორია - აქ მიწერს რომ "ეს სტატია უკატეგორიოაო".
პარკის ადმინისტრაციისგან ველოდები ოფიციალურ ფოტოებს და ნელნელა განვაახლებ გალერეას, უბრალოდ ზემოთხსენებული პრობლემა როგორ მოვაგვარო ვერ ვხვდები. იქნებ დამეხმაროთ ან შენიშვნები მომცეთ, რათა გავასწორო არსებული პრობლემები.
მადლობა წინასწარ.
დავით და სერგო კლდიაშვილების მემორიალური სახლ მუზეუმი
რედაქტირებაგთხოვთ გადაამოწმოთ და შეასწოროთ აღნიშნული მუზეუმის მონაცემები. დიდი მადლობა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებამოგესლმებით, დღეს გადავაწყდი ჩემს შესახებ მონაცემებს ვიკიპედიაში. მადლობა, თუმცა ის ძალიან არა თუ არასრულია, არამედ არანაირად არ წარმოაჩენს ჩემს მეცნიერულ მიღწევებს. მაგ.ბიბლიოგრაფიაში წარმოდგენილია 1 წიგნი ქართულ ენაზე თანაავტორებთან ერთად. ჩემი შრომები ძირითადად ინგლისურ ენაზეა - ესაა მატ სორის საერთაშორისო პერიოდულ ჟურნალებში სამეცნიერო სტატიები და წიგნები და თავები წიგნებში მაგ. ისეტი პრესტიჟული გამომცემლის, როგორიცაა შპრინგერი. ხომ ვერ დამეხმარებით შევავსოთ ეს გვერდი თუნდაც მინიმალური მასალით. პატივისცემით თინათინ სადუნიშვილი E-mail: t.sadunishvili@agruni.edu.ge tinisadunishvili@gmail.com
ფეხბურთელის არასწორი გვარი
რედაქტირებაhttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92_%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98 ერლინგ ჰოლანი წერია სათაურში და არასწორია. ერლინგ ჰოლანდია სწორი --Becool98 (განხილვა/წვლილი) 11:24, 9 ოქტომბერი 2022 (UTC)
გვარების ისტორია
რედაქტირებატქვენ არ გყავთ შეყვანილი გვარების ისტორიაში ავიაციის გენერალი ლავრენტი გოლიაძე რომელიც იყო საქართველოს ავიაციის სამართველოს უფროსი მერე კი მუშაობდა სსსრ ავიაციის სამინისტროში განყჯფილების უფროსად მან დაბომბა პირველმა ბერლინი გახსენით ტვინი და დაამატეთ!
ბიოგრაფიის გამოქვეყნება
რედაქტირებაგამარჯობა როგორ გამოვაქვეყნო ჩემი ბიოგრაფია? ვინ დამეხმარება ირინამ (განხილვა/წვლილი) 07:33, 11 დეკემბერი 2022 (UTC)
გვერდ „მომხმარებლის განხილვა:Georg 21“-ზე დასმული კითხვა (21:08, 11 დეკემბერი 2022)
რედაქტირებამოგესალმებით, მაინტერესებს როგორ დავამატო ცალკე ქვეთავი უკვე შექმნილ ინფორმაციაზე ? მაგ. გარდაცვალება , ადრეული წლები და ა.შ. --Georg 21 (განხილვა/წვლილი) 21:08, 11 დეკემბერი 2022 (UTC)
- @Georg 21 სტატიის თავში არის ღილაკი „რედაქტირება“, მას დააწკაპებთ და გაიხსნება რედაქტირების ფანჯარა. იხ. ვიკიპედია:დახმარება. გიო ოქრო ⬤✔ 07:53, 12 დეკემბერი 2022 (UTC)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კოშკა
რედაქტირებაგამარჯობათ.სოფელს ჰქვია კოშკი. ასე ერქვა ბებია-პაპების დროს,მშობლების დროს, ჩემს ბავშვობაში და ახალგაზრდობაში.დავბერდი და აქ პირველად ვკითხულობ კოშკას ):. სამწუხაროდ ისე გახშირდა ამ ფორმის ხმარება,რომ ადგილობრივებიც აღარ აქცევენ ყურადღებას.ჩვენს მშობლებს დაბადების მოწმობებში ეწერათ კოშკი. მაქვს ბიძის ომში დაღუპვის ცნობა,სადაც წერია სოფ. კოშკი. ამ სოფელში დაიბადა მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი (აქაც შეცდომით წერია სოფლის დასახელება)--178.236.61.67 08:45, 13 დეკემბერი 2022 (UTC)--178.236.61.67 08:45, 13 დეკემბერი 2022 (UTC)--178.236.61.67 08:45, 13 დეკემბერი 2022 (UTC)--178.236.61.67 08:45, 13 დეკემბერი 2022 (UTC)
სურათი
რედაქტირებაგამარჯობა
ფოტოს ჩასმა მინდა სტატიაში (ჩემს სტატიაში, ჩემივე ჯგუფის (ანსამბლის)). ვცადე და არ ჩამასმევინა.
როგორ მოვიქცე?
მადლობა წინასწარ Handball2017geo (განხილვა/წვლილი) 15:41, 14 იანვარი 2023 (UTC)
- კონკრეტულად, რომელ სტატიაში ?. - OTOGI Messages 09:23, 16 იანვარი 2023 (UTC)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი უცხოენოვან ვიკიპედიაში
რედაქტირებაგაუმარჯოს!
რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატიებზე თანდართული სიტყვა "ნაწილობრივ" აღიარებული ან breakaway, რომელიც თანსდევს უცხოენოვან ვიკიპედიას? არ შეიძლება ასეთი შესატყვისები ერქმოდეს ამას და მეტი ყურადღება რო მიაქციოს ვიკიპედიის ქართულმა ადმინისტრაციამ ამასთან დაკავშირებით უცხოენოვან გვერდებს არ გამოვა? წესითა და რიგით, სიმართლე ხო ცამდე ჩვენს მხარესაა და ამ ტერორისტული წარმონაქმნებისთვის ესეთი ლმობიერი ტერმინები რას ემსახურება, ვერ ვხვდები. ათასი კაცი კითხულობს ისტორიას. არ შეეცდებით ამის გასწორებას და ზოგადად ამგვარ სტატიებში ლაფსუსების რედაქტირებას? 2A0B:6204:41B9:EC00:4537:CC91:759C:8040 18:04, 27 იანვარი 2023 (UTC)
გვერდ „მკვდარი ეგვიპტელები“-ზე დასმული კითხვა (18:23, 5 თებერვალი 2023)
რედაქტირებაგამარჯობათ მე ვდებ სტატიებს და მიშლიან და თან არ მეუბნევიან რატომ. ძალიან გთხოვთ თუ წამიშლით ის მაინც მითხარით რატომ წამიშალეთ --თეოდორე მესტუმრიშვილი (განხილვა/წვლილი) 18:24, 5 თებერვალი 2023 (UTC)
- არა აქვს წყაროები, არ წერია აკადემიური ენით, არააკადემიური სათაური.--DerFuchs მიწერა 18:28, 5 თებერვალი 2023 (UTC)
შექმნილი გვერდის შენაჩუნება
რედაქტირებამოგესალმებით, დღეს შევქმენით გვერდი სახელწოდებით ,,გიორგი გამყრელიძე (რეჟისორი), რომელთან დაკავშირებითაც ადრეც გვქონდა პრობლემები და რა რჩევაც მოგვცეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. სათური დავაწერეთ ქართულად, მივაბით, როგორც ვიკიპედიის, ასევე სხვა გვერდისებიც, თუმცა მაინც აწერია გვერდს, რომ სტატია წამოყენებულია წაშლის კანდიდატად. თუ შეიძლება გვითხრათ რა არის ამის მიზეზი, რატომ ხდება ეს და რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ?--Nini227 (განხილვა/წვლილი) 18:05, 13 თებერვალი 2023 (UTC)
- მოგესალმებით. მიზეზი მარტივია, თქვენ მიერ შექმნილი სტატია არ აკმაყოფილებს ვპ:ბიო-ს მოთხოვნებს. შემდეგში, სანამ პიროვნების შესახებ სტატიას შექმნით, ჯერ გაეცანით ვპ:ბიო-ს, შემდეგ გადაწყვიტეთ ღირს თუ არა სტატიის შექმნა პირზე და მხოლოდ შემდეგ მოიმოქმედეთ. პატივისცემით, --Mehman 22:56, 13 თებერვალი 2023 (UTC)
რედაქტირება
რედაქტირებამოგესალმებით, დღეს დავრეგისტრირდი. ვარ პოლიტიკოსის, საჯარო პირის თანაშემწე და მსურს, მოგმართოთ თხოვნით, დაადასტუროთ ჩემს მიერ მისი ბიოგრაფიის რედაქტირებული ვარიანტი, ასევე, შეზღუდოთ არაუფლებამოსილი პირების მიერ ბიოგრაფიში ფაქტების დამახინჯება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ატვირთვა.როგორ შევძლო ადმინისტრაციასთან მარტივად და სწრაფად დაკავშირება, ხომ ვერ მეტყვით. მადლობა წინასწარ. ნინო.კ. (განხილვა/წვლილი) 12:16, 20 თებერვალი 2023 (UTC)
- ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა, რომლის რედაქტირება ნებისმიერს შეუძლია. სტატიების რედაქტირების შეზღუდვა პოლიტიკოსების ნება-სურვილით არ ხდება.--DerFuchs მიწერა 12:20, 20 თებერვალი 2023 (UTC)
გვერდ „მომხმარებელი:Guyrtes“-ზე დასმული კითხვა (20:05, 20 თებერვალი 2023)
რედაქტირებაHow to change Display title? --Guyrtes (განხილვა/წვლილი) 20:05, 20 თებერვალი 2023 (UTC)
სტატია
რედაქტირებაგამოქვეყნებულ სტატიაში გარკვეული ცვლილებები შევიტანე. სად შემიძლია ვნახო, შევძლებ თუ არა კონკურსში მონაწილეობას?
ჟურნალ "ცისკარის" ისტორიაში არასწორი ფაქტების მითითებაზე
რედაქტირებამოგესალმებით, ჟურნალ ცისკარის ბოლო რედაქტირება მითითებულია რომ მომხდარა სულ ახლახანს, მიმდინარე წლის მარტში, მიუხედავად ამისა, შეიცავს დიდ უზუსტობასა თუ შეცდომას. კერძოდ, მითითებულია, რომ 1992 წლიდან რედაქტორი იყო ზაურ კალანდია, მაგრამ შემდეგ თითქოს უსახსრობის გამო შეწყდა და განახლდა 2015 წელს. ეს ნამდვილად ასე არ არის, ვინაიდან ჟურნალ ცისკრის სარედაქციო საჭოს თავმჯდომარე 2008-2012 წლებში გახლდათ ნოდარ გრიგალაშვილი და ამ წლებში სისტემატურად გამოდიოდა ჟურნალი 'ცისკარი'. შემიძლია გამოგიგზავნოთ ჟურნალის ზოგიერთი ნომრის ფოტოები ან თქვენ თვითონ გადაამოწმოთ ეს ფაქტი. გთხოვთ გადამოწმების შემდეგ შეასწოროთ შეცდომა.--46.49.40.229 09:55, 8 აპრილი 2023 (UTC)
- რაც წერია, მითითებული აქვს წყაროებიც. 2012 წლამდე თუკი გამოდიოდა, ამის საწინააღმდეგო არ წერია სტატიაში არაფერი. არ არის მითითებული ზუსტად როდის შეწყდა გამოცემა. თუკი გაქვთ წყაროები, ჩაასწორეთ. წყაროებში იგულისხმება ისეთი სტატია (ონლაინ თუ ბეჭდური), სადაც იქნება მოცემული ჟურნალის ისტორიის ეს მონაკვეთი. გიო ოქრო ⬤✔ 10:19, 8 აპრილი 2023 (UTC)
- როგორ ჩავასწორო ნამდვილად არ ვიცი, 2008-2012 წლებში გამოსული ჟურნალ ცისკრის ნომრები შემიძლია მოვიძიო. 46.49.40.229 18:19, 15 აპრილი 2023 (UTC)
დავით იოსების ძე ალადაშვილი
რედაქტირებამოგესალმებით! მე არ მაქვს გამოცდილება ვიკიპედიაში სტატიის დაწერის. ამიტომ გთხოვთ კონკრეტულად მიმითითოდ რა შევასწორო ან რა შევცვალო--დავით ალადაშვილი (განხილვა/წვლილი) 15:51, 12 აპრილი 2023 (UTC)
გვერდ „განხილვა:თენგიზ ხეჩიკაშვილი“-ზე დასმული კითხვა (17:00, 22 აპრილი 2023)
რედაქტირებამოგესალმებით, ვარ დამწყები და მაინტერესებს როგორ უნდა დავადასტურო სტატიის ავთენტურობა თუ არ მსურს სტატიაში დოკუმენტების ატვირთვა? ვის შეიძლება მივწერო და განვიხილო? მადლობა წინასწარ --G.Orwell99 (განხილვა/წვლილი) 17:00, 22 აპრილი 2023 (UTC)
აფხაზეთი
რედაქტირებააფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის ფედერაციამ მოახდინა 1992 წელს და არა 2008-ში--95.137.234.29 14:46, 24 აპრილი 2023 (UTC)
IP
რედაქტირებაგამარჯობა,
არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვწერ. შემდეგ საკითხზე გწერთ, როგორც ვნახე თქვენი ადმინისტრატორი David1010 IP მისამართებს განუსაზღვრელი ვადით ბლოკავს. მას მივწერე თუმცა მისგან პასუხი არ მიმიღია. მოგვიანებით ძველი ჩანაწერებიც ვნახე და როგორც ჩანს მსგავს პრაქტიკას მიმართავენ სხვა ადმინისტრატორებიც: MIKHEIL და Otogi.
არ ვიცი ხართ თუ არა საქმის კურსში, თუმცა გეტყვით რომ აიპი მისამართი ცვალებადია პროვაიდერის მიერ. შესაძლოა დაბლოკილი აიპი მისამართი აღმოაჩნდეს იმ მომხმარებელს, რომელსაც სასარგებლო საქმის გაკეთების სურვილი ჰქონდეს და ეს ვერ შეძლოს. გთხოვთ მოხსნათ ამგვარ აიპებს სამუდამო აიპები და მომავალში ამ საკითხს ყურადღებით მოეპყროთ. 185.70.54.197 17:04, 25 აპრილი 2023 (UTC)
- თუ მომხმარებელს სურს, მას შეუძლია დარეგისტრირდეს ვიკიპედიაში და ისე გააგრძელოს მუშაობა. აიპი მისამართის ბლოკირება არ არის პრობლემა. შესაბამისად, ზემოთ მოხსენებული მოსაზრება აზრს მოკლებულია. — Mehman 21:10, 25 აპრილი 2023 (UTC)
დიახ თუმცა თუ მომხმარებელს სურს, შეუძლია არ დარეგისტრირდეს და ვიკიპედიაში ისე იმუშაოს. ვკითხულობ დოკუმენტაციას და ვხედავ რომ ეს არც აკრძალულია და არც დასაძრახი. აი ასეთ სცენარში კი აიპი მისამართის ბლოკირება ზუსტადაც რომ პრობლემაა. არ მეთანხმებით? 185.70.53.29 06:00, 26 აპრილი 2023 (UTC)
- ვერ დაგეთანხმებით. თუ არ არის აკრძალული ამ კონკრეტულ ვიკიპედიაში (ზოგში კი აკრძალულია, მაგ. პორტუგალიურში) აიპითი რედაქტირება, ეს არ კრძალავს ადმინისთვის მის დაბლოკვას. კონკრეტული აიპი მისამართიდან ერთზე მეტი ადამიანი შეიძლება არედაქტირებდეს, თუ ერთს მართებული წვლილი შეაქვს და მეორეს/მესამეს არა, ჩვენ ერთი ადამიანის გამო ვერ დავუშვებთ მუდმივ ვანდალიზმს, თან როდესაც არსებობს წვლილის შეტანის სხვა გზა. — Mehman 16:27, 26 აპრილი 2023 (UTC)
- ვერ დაუშვებთ მუდმივ ვანდალიზმს, მაგრამ სამუდამო ბლოკი? თქვენ ხომ გაქვთ მექანიზმი რომ დაბლოკოთ მისამართი 1 კვირით, 1 თვით, 3 თვით, მაგრამ სამუდამოდ?
- მგონი ამ პროექტის ფილოსოფია სხვაა: საკითხს ესე კი არ უნდა მიუდგეთ რომ "ერთი ადამიანის გამო ვერ დავუშვებთ მუდმივ ვანდალიზმს", არამედ ასე: "ერთი ვანდალის გამო არ უნდა შევუშალოთ ხელი კეთილსინდისიერ რედაქტორს".
- https://en.m.wikipedia.org/wiki/Wikipedia:Assume_good_faith
- ვიკიპედია:ბლოკირება#ბლოკირების ვადა 185.70.54.149 18:18, 26 აპრილი 2023 (UTC)
- ადმინისტრატორს უფლება აქვს თვითონ აირჩიოს ბლოკირების ვადა. შეიძლება დროთა განმავლობაში საერთოდ აიკრძალოს აიპი მისამართებისთვის რედაქტირების უფლება. თუ საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი შედგა. — Mehman 12:41, 27 აპრილი 2023 (UTC)
- საუბარი სხვა მიმართულებით წაიყვანეთ, მე აიპით რედაქტირების აკრძალვა-არ აკრძალვაზე არ წამომიწყია დისკუსია. ადმინისტრატორს ბევრი რამის უფლება აქვს, მაგრამ თქვენივე პოლიტიკა გეუბნებათ რომ "სტატიკური IP-მისამართების ბლოკირების ვადა, ზოგადად, არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს." სულ 5-6 აიპი დავთვალე, რომელიც უვადოდაა დაბლოკილი. ასე რთულია ბლოკის მოხსნა? თუ ისევ დაფიქსირდა მათი მხრიდან დარღვევა, ხომ შეძლებთ რომ ისევ დაბლოკოთ? 185.70.53.213 13:38, 27 აპრილი 2023 (UTC)
- არ წამომიწყია, როდესაც საჭირო გახდება წამოვიწყებ შესაბამის გვერდზე. სხვა ყველაფერზე ზემოთ გაგეცით პასუხი — Mehman 14:21, 27 აპრილი 2023 (UTC)
- გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვთვლი რომ ჩემს კითხვაზე (თუ რატომ იყენებთ ან რატომ არ ხსნით სამუდამო ბლოკს) პასუხი გამეცით. ის, რომ მომავალში რაღაცას (რომელიც ჩვენ დისკუსიას საერთოდ არ უკავშირდება) აპირებთ, პასუხი არ არის. რეალურად ამდენ საუბრათ არც ღირდა ალბათ, სუფთა ტექნიკური საკითხი იყო, რომელსაც 2 წუთში გადაჭრიდით :) კადნიერებაში თუ არ ჩამითვლით და კიდევ უფრო გულწრფელი რომ ვიყო, ჩემი აზრით, თქვენც ხვდებით ამას, უბრალოდ როგორც ჩანს, უკანდახევას და რაღაცაზე აზრის შეცვლას მიიჩნევთ სისუსტეთ. პირადად მე, ასეთ მიდგომას უფრო ჩავთვლიდი სისუსტეთ. წარმატებებს გისურვებთ. 185.115.5.89 08:02, 28 აპრილი 2023 (UTC)
- აი, ბატონი მიხეილი თუ შემოუერთდება ჩვენს საუბარს, დარწმუნებული ვარ ჩემს აზრს გაიზიარებს. როგორც ვხედავ, ძალიან ბევრი აიპი განუბლოკავს ჩემს მიერ ნახსენები მიზეზით და ძალიან სწორად. 185.115.5.89 08:16, 28 აპრილი 2023 (UTC)
- გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვთვლი რომ ჩემს კითხვაზე (თუ რატომ იყენებთ ან რატომ არ ხსნით სამუდამო ბლოკს) პასუხი გამეცით. ის, რომ მომავალში რაღაცას (რომელიც ჩვენ დისკუსიას საერთოდ არ უკავშირდება) აპირებთ, პასუხი არ არის. რეალურად ამდენ საუბრათ არც ღირდა ალბათ, სუფთა ტექნიკური საკითხი იყო, რომელსაც 2 წუთში გადაჭრიდით :) კადნიერებაში თუ არ ჩამითვლით და კიდევ უფრო გულწრფელი რომ ვიყო, ჩემი აზრით, თქვენც ხვდებით ამას, უბრალოდ როგორც ჩანს, უკანდახევას და რაღაცაზე აზრის შეცვლას მიიჩნევთ სისუსტეთ. პირადად მე, ასეთ მიდგომას უფრო ჩავთვლიდი სისუსტეთ. წარმატებებს გისურვებთ. 185.115.5.89 08:02, 28 აპრილი 2023 (UTC)
- არ წამომიწყია, როდესაც საჭირო გახდება წამოვიწყებ შესაბამის გვერდზე. სხვა ყველაფერზე ზემოთ გაგეცით პასუხი — Mehman 14:21, 27 აპრილი 2023 (UTC)
- საუბარი სხვა მიმართულებით წაიყვანეთ, მე აიპით რედაქტირების აკრძალვა-არ აკრძალვაზე არ წამომიწყია დისკუსია. ადმინისტრატორს ბევრი რამის უფლება აქვს, მაგრამ თქვენივე პოლიტიკა გეუბნებათ რომ "სტატიკური IP-მისამართების ბლოკირების ვადა, ზოგადად, არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს." სულ 5-6 აიპი დავთვალე, რომელიც უვადოდაა დაბლოკილი. ასე რთულია ბლოკის მოხსნა? თუ ისევ დაფიქსირდა მათი მხრიდან დარღვევა, ხომ შეძლებთ რომ ისევ დაბლოკოთ? 185.70.53.213 13:38, 27 აპრილი 2023 (UTC)
- ადმინისტრატორს უფლება აქვს თვითონ აირჩიოს ბლოკირების ვადა. შეიძლება დროთა განმავლობაში საერთოდ აიკრძალოს აიპი მისამართებისთვის რედაქტირების უფლება. თუ საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი შედგა. — Mehman 12:41, 27 აპრილი 2023 (UTC)
შეცდომა. შანხაი
რედაქტირებაგიწერიათ: (შანხაი) "მდებარეობს მდინარე იანძისა და მისი მარჯვენა შენაკადის, ხუანხეს ნაპირებზე". ხუანხე ახლოსაც არ არის შანხაისთან და მით უმეტეს, არ არის იანძის შენაკადი
- მადლობა, გასწორებულია.--DerFuchs მიწერა 09:13, 4 მაისი 2023 (UTC)
გვერდ „ვიკიპედია:ახალი გვერდის შექმნა“-ზე დასმული კითხვა (11:31, 15 მაისი 2023)
რედაქტირებაᲕერ ვწერ სტატიას მინდა დაწერა წრიპა ბიჭის დღიურზე და როგორც ეუბნება ვაკეთებ მაგრამ ვერ ვწერ --Anamariamidato (განხილვა/წვლილი) 11:31, 15 მაისი 2023 (UTC)
გვერდ „ვიკიპედია:ახალი გვერდის შექმნა“-ზე დასმული კითხვა (11:34, 15 მაისი 2023)
რედაქტირებაᲒამარჯობა ვერ ვწერ სტატიას სად უნდა და წერო ახალი ვარ --Anamariamidato (განხილვა/წვლილი) 11:34, 15 მაისი 2023 (UTC)
გვერდ „ვიკიპედია:დახმარება“-ზე დასმული კითხვა (13:03, 16 მაისი 2023)
რედაქტირებაგამარჯობა,
სტატია დავამატე ორჯერ და წაიშალა მიზეზი როგორ გავიგო რომ გამოსწორება შევძლო? --Salome0909 (განხილვა/წვლილი) 13:03, 16 მაისი 2023 (UTC)
დაწყებული სტატიის აღდგენა ან ახლიდან შექმნა
რედაქტირებაგამარჯობა. ამა წლის იანვარში დავიწყე სტატიის წერა ცნობილ ქართველ ემიგრანტ ჟურნალისტზე ბონდო ქურდაძეზე. სამწუხაროდ, ვეღარ აღვადგინე. იქნებ მითხრათ, როგორ მივაგნო ან საერთოდ ახლიდან როგორ შევქმნა სტატია? ვცადე სხვა პიროვნებებზეც დამეწერა, მაგრამ ერთ-ერთი ადმინისტრატორი, დავითი, უმალ შლის სტატიას ჩასაფრებულივით. ვერც ვუკავშირდები, რომ ვკითხო, რატომ შლის. იქნებ დამეხმაროთ. მადლობა. Butura-54 (განხილვა/წვლილი) 15:10, 12 ივლისი 2023 (UTC)
საიტების დამზადება
რედაქტირებაგამარჯობა,
როგორ შემიძლია საიტების დამზადება -ზე ბლოგის დაწერა
გამარჯობა.სტატია,რომელიც გამოვაქვეყნე ჯემალ ინჯიას შესახებ არ გამოქვეყნდა ,გთხოვთ დამეხმაროთ.
ეს იცოდით?: https://ka.wikidark.org
პ.შეთეკაური (განხილვა/წვლილი) 08:56, 6 ნოემბერი 2023 (UTC)
- სარკული საიტია როგორც ჩანს და რუსული, თუ არ ვცდები. გიო ოქრო 11:57, 6 ნოემბერი 2023 (UTC)
საქართველოს დროშა
რედაქტირებაგამარჯობა, საქართველოს რუქა, ანჯელინო დულჩერის პორტულანი თავდაყირაა!! ანუ სადაც საქართველოს დროშის შესახებ ინფორმაციაა იმ სტატიაში.. თუ შეძლოთ შეასწორეთ?!.. მადლობა!
სტალინური რეპრესიები
რედაქტირებაბევრ უცხოელშია გავრცელებული აზრი, რო სტალინი ეთნიკური ნიშნით ხვრეტდა და პრესავდა ხალხს საბჭოთა კავშირში. ხოლო ქართველები პრივილეგირებულები იყვნენ იმ დროს. საპასუხოდ, ერთი სტატია ვერ ვიპოვე უცხოენოვან ვიკიპედიაზე. სად არის მოდერატორობა ან აქტიური ვიკიპედიელები?! თავისუფალ დროს იქნებ ჩაწეროთ სტატიები საქართველოში არსებულ რეპრესიებზე უცხოენოვან ვიკიპედიაში? მიატოვეთ ვიკიპედია?
2A0B:6204:41B9:EC00:E979:6D98:25FB:7804 00:24, 29 ნოემბერი 2023 (UTC)
,,ზარიძეებში მცხოვრები მადონა გიგაური"
რედაქტირებათქვენ მეუბნებით, რომ ჩემი გუშინდელი სტატია წაშაშლელია, რადგან მე მას გამიზნულად არ ვიყენებ, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში მე იმიტომ დავწერე ეს სტატია,რომ ადამიანი რომელზეც ვწერ, ძალიან მიყვარს და მინდა სხვებსაც გავაცნო, ამიტომ ძალიან გთხოვთ არ წამიშალოთ ეს გვერდი.
--45.9.46.166 06:37, 23 დეკემბერი 2023 (UTC)
- გთხოვთ, მითხარით წამიშლით თუ არა ამ სტატიას? 45.9.46.166 06:40, 23 დეკემბერი 2023 (UTC)
დარედაქტირებული გვერდის შემოწმება
რედაქტირებაგთხოვთ გადახედოთ და შეამოწმოთ. გვერდის - თამრიკო ჭოხონელიძე, ცვლილებები. თავდაპირველ ვერსიაში იყო უამრავი შეცდომა, ამიტომ თავად თამრიკო ჭოხონელიძის თხოვნითა და მოთხოვნით დავარედაქტირე გვერდი და დამიდასტურეთ. 176.221.170.88 10:46, 6 იანვარი 2024 (UTC)
@176.221.170.88: ოღონდ მართლწერის ჩასწორებულ ვარიანტებს ნუ აბრუნებთ ძველ ვერსიაზე. ამასთან დაკავშირებით მცირე შენიშვნები განხილვის გვერდზე გაქვთ მითითებული. გარდა ამისა, ბმულებს ვიდეოებზე შუა სტატიაში ასე არ ვუთითებთ - აუცილებელია მათი წყაროს სახით ასახვა. (<ref></ref>-ებში ჩასმა და სათაურების მითითება). შესაბამისად, დარედაქტირდა და რაც ჩასასწორებელია, კიდევ ჩაასწორებენ და დაადასტურებენ. პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ფაქტები - ზოგი რამ თქვენამდეც ეწერა, ზოგი ახლა დაემატა და ესენი გადატანილია ცალკე ქვეთავში (სექციაში), ეს ვიკიპედიის პრაქტიკაა. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 10:55, 6 იანვარი 2024 (UTC)
მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხალავა
რედაქტირებაგამარჯობა, არასწორადაა მითითებული გვარი, უნდა იყოს მითითებული - მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხელავა — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 92.51.116.138 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@92.51.116.138: გამარჯობა. არსებობს აკადემიური წყარო (Facebook, ვიღაცის ბლოგი და მსგავსი რამ არ ითვლება), სადაც ეს გარკვევით არის აღნიშნული? პოპულარულ orthodoxy.ge-ზე ფირცხალავა წერია. ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო მასალებში იგივეა - https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/343949
ჟურნალი "კარიბჭეც" ასე ახსენებს - http://karibche.ambebi.ge/eklesia/mamatha-ckhovreba/13152-meoce-saukunis-saqarthvelos-eklesiis-gamorcheuli-mnathobthagani.html
რამე სხვა სახის წყარო არის, რომელიც ამყარებს მისი გვარის სხვა ვერსიის ნამდვილობას? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 17:19, 17 იანვარი 2024 (UTC)
კითხვა
რედაქტირებაგამარჯობათ. ვარ ახალი წევრი. წინა წლებში ავტვირთე სტატია "გოდერძიოშვილების დარბაზი".ახალი ანგარიში შევქმენი და ავტვირთე სტატია "მარინა შანიძე" , რომელიც შეფასდა წასაშლელად. გთხოვთ დამეხმაროთ. მინდა რომ სტატია არ წაიშალოს და დარჩეს ვიკიპედიაში. პირველად სად მოვათავსომსტატია ? სავარჯიშო გვერდძე? მადლობა --Liana goderdzishvili (განხილვა/წვლილი) 06:55, 14 მარტი 2024 (UTC)
@Liana goderdzishvili: მოგესალმებით -მარინა შანიძე - არ უწერია, რომ წასაშლელია. უბრალოდ გასასწორებელია და ის, რომ წასაშლელია, არ არის „განაჩენი“. კი აქვს მითითებული ბიბლიოთეკის ბმულები, მაგრამ აქ - ვიკიპედია:წყაროს მითითება სწორად არის ახსნილი, კიდევ რა სახის წყაროების გამოყენება შეიძლება. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 07:05, 14 მარტი 2024 (UTC)
- სოცილური ქსელი ,,ფეიბუქი" ითვლება თუ არა წყაროდ?
- არის გვერდია- მარინა შანიძის შემოქმედება Liana goderdzishvili (განხილვა/წვლილი) 10:44, 14 მარტი 2024 (UTC)
- @გიო ოქრო: აგერ კითხვაა, არის თუ არა პიროვნების პირადი Facebook გვერდი სანდო და მუშა წყარო? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 11:28, 14 მარტი 2024 (UTC)
- ჩვენთვის ძირითადი დასაყრდენი არის ვიკიპედია:წყაროს მითითება. Facebook-ის გვერდი, ჩემი აზრითაც და ზოგადად ენციკლოპედიის პრინციპებითაც, აკადემიურ წყაროდ არ შეიძლება განვიხილოთ. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ უნდა ვიყენებდეთ. ზოგჯერ გამოყენებულია ძალიან ტრივიალური ფაქტების (მაგ., პიროვნების გარდაცვალება) დასამოწმებლად... გიო ოქრო 20:36, 14 მარტი 2024 (UTC)
- მადლობა . ვნახე . 87.253.44.230 07:25, 15 მარტი 2024 (UTC)
- @გიო ოქრო: აგერ კითხვაა, არის თუ არა პიროვნების პირადი Facebook გვერდი სანდო და მუშა წყარო? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 11:28, 14 მარტი 2024 (UTC)
შევქმენი გვერდი სქემ-მონაზონ ემანუელ კეკელიაზე რომელიც არის მონაზონი და მსახურობს თბილისში თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერში
რედაქტირებამოგესალმებით, გთხოვთ დამიდასტუროთ ახალი გვერდი მამა ემანუელ კეკელიაზე!
--გურიკა ესართია (განხილვა/წვლილი) 14:53, 26 მარტი 2024 (UTC)გ.ესართია
- გამარჯობა. უკვე არაერთხელ აგიხსენით, რომ ეს პიროვნება არ აკმაყოფილებს ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობის სტანდარტებს! შეწყვიტეთ სტატიის გამუდმებით შემოტანა, თორემ თქვენი ანგარიში დაიბლოკება! — Mikheil მიწერა 16:29, 26 მარტი 2024 (UTC)
ჯუნიორ ამირან შალიკაშვილი
რედაქტირებამოგესალმებით, თქვენ უკვე რამოდენიმეჯერ დაბლოკეთ და ახლა წაშალეთ თეატრის ხელმძღვანელის გვერდი რომელიც ყველა წესით ეწყობოდა! ვალდებულები ხართ აღადგინოთ და ასევე თქვათ მიზეზი რატომ გადაეკიდეთ ჯუნიორ ამირან შალიკაშვილს!? JuniorAmiran (განხილვა/წვლილი) 13:27, 18 აპრილი 2024 (UTC)
გამარჯობათ. გთხოვთ შეცვალოთ გიგა ტატიაშვილის გვერძე არსებუი ინფორმაცია . ის ბრელდებულია ამ საქმეში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის
ფერხული
რედაქტირებათრიალეთის ვერცხლის თასზე ფერხული არ არის გამოსახული. ნუ ეყრდნობით ძველ კვლევებს. გადახედეთ ჩემს ნაშრომს "ცეკვის უძველესი ვიზუალური წყაროები", სადაც არქეო-ქორეოლოგიური ანალიზია მოცემული თრიალეთის ვერცხლის თასის რელიეფური კომპოზიციის შესახებ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 2a0b:6204:2135:4f00:c08f:e6ea:42a:6870 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- მოგესალმებით. ვიკიპედია პირად ნაშრომებსა და ორიგინალურ კლევებს არ ეყრდნობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებს. --Mehman 11:40, 31 მაისი 2024 (UTC)
გამარჯობა,
ნინო კალანდაძე გაწუხებთ.
დღეს ავტვირთე ფოტო, რომელიც განხილვის სიაშია
ველოდებით დასტურს. რამდენ ხანშია შესაძელებლი რომ დამიდასტუროთ ფოტო?
--Ggotua (განხილვა/წვლილი) 17:23, 21 ივნისი 2024 (UTC)--Ggotua (განხილვა/წვლილი) 17:23, 21 ივნისი 2024 (UTC)--Ggotua (განხილვა/წვლილი) 17:23, 21 ივნისი 2024 (UTC)--Ggotua (განხილვა/წვლილი) 17:23, 21 ივნისი 2024 (UTC)
გია ყანჩელი
რედაქტირებაცნობილ ფრანგ კინორეჟისორს ჟან ლიუკ გოდარს თავის ფილმში "Goodbye to Language" ბეთხოვენის და სხვა ცნობილი კომპოზიტეორების გარდა გამოყენებული აქვს ასევე გია ყანჩელის ერთ-ერთი ნაწარმოებიც https://en.wikipedia.org/wiki/Goodbye_to_Language
იქნებ დაამატოთ გია ყანჩელის გვერდზე ფილმების ჩამონათვალს ეს ფილმიც. მე ვერ მოვახერხე დამატება
მადლობა წინასწარ— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Tsira Tsanava (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- გმადლობთ, ჩაემატა ინფორმაცია. შემდგომში თავადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ენციკლოპედიური მნიშვნელობის ინფორმაციის ჩამატება სტატიებში, სტატიის თავში „რედაქტირების“ ღილაკზე დაწკაპუნებით. გიო ოქრო 20:05, 18 აგვისტო 2024 (UTC)
ელჟბიეტა ზავაცკა
რედაქტირებაგამარჯობა. გადავიკითხე თემა "ელჟბიეტა ზავაცკა" https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9F%E1%83%91%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90_%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%90 გთხოვთ ჩაასწოროთ პოლონური Cichociemni ქართულად თარგმნილია როგორც "უხილავი მებრძოლები", "მდუმარე უხილავები", თუმცა უკეთესი იქნება თუ გაიზიარებთ ამ პოლონური კომპოზიტის ჩემეულ თარგმანს - ჩუმუჩინარნი.
https://www.facebook.com/augusta1208/posts/10155742317862235
პატივისცემით, რუსუდან კიკალეიშვილი-დომუხოვსკი --37.232.0.247 05:10, 1 სექტემბერი 2024 (UTC)
სავარჯიშო გვერდი
რედაქტირებასავარჯიშო გვერდზე შევქმენი პირველი სტატია როგორ უნდა მოვიქცე ეხლა? --ნთია-ცირა (განხილვა/წვლილი) 07:15, 3 ოქტომბერი 2024 (UTC)--ნთია-ცირა (განხილვა/წვლილი) 07:15, 3 ოქტომბერი 2024 (UTC)--ნთია-ცირა (განხილვა/წვლილი) 07:15, 3 ოქტომბერი 2024 (UTC)--ნთია-ცირა (განხილვა/წვლილი) 07:15, 3 ოქტომბერი 2024 (UTC)