ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება/არქივები/2022

Help panel question (05:06, 17 იანვარი 2022)

რედაქტირება

What is zendaya surname --ლელე განხილვაწვლილი 05:06, 17 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]

რატომ გამიუქმეთ სტატია? --ანდრია ბუღაძე განხილვაწვლილი 18:18, 17 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]

I want to do my page,About my story --Maxuto1121 განხილვაწვლილი 15:45, 26 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურად და ივრითზე უკვე არსებული სტატიის ქართული ვერსიის დამატება ქართულ ვიკიპედიაში

რედაქტირება

მეგობრებმა მთხოვეს, რომ ვიკიპედიაში დამემატებინა ქარტული ვერსია ინგლისურად და ივრითზე უკვე არსებული სტატიის, რომელიც ეხება საქართველოში დაბადებულ ისრაელის თავდაცვის ფრიად გამოჩენილ ადამიანს, იცხაკ ილანს (ავთანდილ წიწუაშვილს). ერთხელ უკვე ვცადე სტატიის განლაგება, მაგრამ მაშინვე წაშლის კანდიდატად გამოცხადდა და კიდევაც წაიშალა. ახლა როგორც სამუშაო გვერდს ვქმნი, და მადლობელი ვიქნები, თუ გამოქვეყნების შანსი მიეცემა.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა MananaPeleg (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

@MananaPeleg: სტატია შეგიძლიათ შეიტანოთ დროებით აქ — მომხმარებელი:MananaPeleg/სავარჯიშო. შემდეგ დაამუშავეთ იგი და შესაძლებელი იქნება მისი გამოქვეყნება. პირველ რიგში, ყველა სტატიას უნდა მიეთითოს წყარო. თუკი საიდანმე (ვიკიდან) თარგმნით, მიუთითეთ ისინი, რაც ორიგინალშია. იხ. ვიკიპედია:დახმარება.--გიო ოქრო 19:10, 27 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
უკვე შეგიტანიათ. ახლა წყაროები ესაჭიროება. იხ. ვიკიპედია:წყაროს მითითება. გიო ოქრო 19:11, 27 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]

როგორ დავამატო ენები მარცხნივ ენების სიაში?““““წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა MananaPeleg (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

სალამი, ჯერ წყაროებია ჩასასმელი.--Melberg მიწერა 19:26, 27 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
@MananaPeleg: იცხაკ ილანი ახლა დაკავშირებულია სხვა ენებთან. ჯერ წაშლილი არ არის და დამუშავება შეგიძლიათ.--გიო ოქრო 19:28, 27 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა დახმარებისატვის, "უცბად" ღმოვაჩინე, რომ ივრითულ და ინგლისურ ვერსიებში ქართულია დამატებული.
გიო, ოქრო!
““““ MananaPeleg განხილვაწვლილი 20:55, 27 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობათ! შევიტანე გრამატიკული შესწორებები ტექსტში და ზოგიერთი წინადადებები ჩამოვაყალიბე უფრო აზრიანად. დავუმატე შიდა ბმულები და წყაროები. გთხოვთ თავიდან გადახედოთ სტატიას და თუ მიზანშეწონილად მიიჩნევთ, მოხსენით ვიკიფიცირების და გრამატიკის ბანერები. დიდი მადლობა დახმარებისათვის. (ვიკიფიცირების უპლება მე ალბათ არცა მაქვს. რა თქმა უნდა, შენიშვნების წაშლა მეც შემიძლია, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ თქვენგან დამოუკიდებლად ამის გაკეთებას)MananaPeleg განხილვაწვლილი 11:43, 11 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
წყაროები შეძლებისდაგვარად დავუმატე.
რა შენიშვნები გექნებათ კიდევ?““““ MananaPeleg განხილვაწვლილი 20:58, 27 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობათ! შევიტანე გრამატიკული შესწორებები ტექსტში და ზოგიერთი წინადადებები ჩამოვაყალიბე უფრო აზრიანად. დავუმატე შიდა ბმულები და წყაროები. გთხოვთ თავიდან გადახედოთ სტატიას და თუ მიზანშეწონილად მიიჩნევთ, მოხსენით ვიკიფიცირების და გრამატიკის ბანერები. დიდი მადლობა დახმარებისათვის. (ვიკიფიცირების უპლება მე ალბათ არცა მაქვს. რა თქმა უნდა, შენიშვნების წაშლა მეც შემიძლია, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ თქვენგან დამოუკიდებლად ამის გაკეთებას)““““ MananaPeleg განხილვაწვლილი 22:08, 10 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

შესამოწმებელი სტატია გამოქვეყნებამდე

რედაქტირება

გამარჯობა,

თუ შეიძლება რომ გაეცნოთ ამ სტატიას და მომცეთ რეკომენდაციები, ორჯერ დავდე და წაიშალა ვიკიპედიიდან და მაინტერესებს რა გავასწორო რომ აღარ წაიშალოს? https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98:%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9D--მენტალური არითმეტიკა განხილვაწვლილი 08:41, 30 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]

სალამი, სტატიაში დარღვეულია წყაროების მითითების წესი და ფორმატირების წესები.--Melberg მიწერა 13:25, 30 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]

სატატიის შემოწმება

რედაქტირება

მოგესალებით, https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98 - ამ სტატიას თუ შეგიძლიათ, რომ გადახედოთ? უწერია, რომ ვიკიფიცირებას საჭიროებს. თუ შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად მიმითითოთ რა არის გასასწორებელი?--Ekaterine29 განხილვაწვლილი 12:02, 4 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

ბენისის წმინდა გიორგის ეკლესია.

რედაქტირება

გამარჯობა,ბენისის წმინდა გიორგის ეკლესიაზე გწერთ.ვიკიპედიაში მისი სახელი არასწორადაა ჩაწერილი,ამის გამო რამიდენიმე გვერდმაც შეცდომით მოიხსენია და ვიკიპედიას დააბრალეს,სინამდვილეში ბენისის ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა და მოხარული ვიქნებით თუ შეასწორებთ. პატივისცემით სოფ.ხვითის მოსახლეობა❤


5.152.94.130 15:12, 4 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

იმისათვის, რომ სახელწოდება შეიცვალოს, აუცილებელია წყარო. არსებობს ასეთი? როგორც ჩანს, ამჟამად მითითებულ წყაროში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიადაა შეტანილი. გიო ოქრო 16:42, 4 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

შესამოწმებელი სტატია გამოქვეყნებამდე

რედაქტირება

გამარჯობა, შეგიძლიათ გადახედოთ ამ სტატიას, რამე ხომ არ მაქვს გასაწორებელი? https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98:%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9D--მენტალური არითმეტიკა განხილვაწვლილი 13:24, 6 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

ახალი ტერმინია შემოსატანი ვიკიპედიაში (ალბათ). მრავალმნიშვნელოვნის გარდა არსებობს ტერმინი Set index article, რომელიც შეიძლება ახლოს დგას, მაგრამ იდეაში განსხვავებული რამ არის. მაგ., მესენიელთა ომები — ეს რამდენიმე განსხვავებული თემის მსგავსი სახელის გვერდი კი არა (როგორიცაა მაგ., საქართველო (მრავალმნიშვნელოვანი)), არამედ ერთმანეთთან ახლოს დაკავშირებული თემების გვერდია, რომელთაც ერთნაირი ან მსგავსი სათაური აქვთ. იხ. en:Wikipedia:Set index articles. მაინტერესებს, როგორ შეიძლება ითარგმნოს. მაგ., უკრაინულში Сторінки визначення індексу статей ან Статті/сторінки визначеного індексу აქვთ. --გიო ოქრო 13:59, 6 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

თავმოყრილი ან ერთად შეკრებილი/შეგროვებული/დაჯგუფებული გვერდები/სტატიები, ან ამგვარი სტატიების რიგი/წყება Alan 📭🕙 03:05, 8 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

სტატიის გადახედვა გამოქვეყნებამდე

რედაქტირება

გამარჯობა, გთხოვთ გადახედოთ სტატიას, გავასწორე წყაროების მითითების წესი და რამე ხომ არ არის კიდე გასასწორებელი?

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98:%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90 --მენტალური არითმეტიკა განხილვაწვლილი 11:30, 11 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

შესამოწმებელი სტატია გამოქვეყნებამდე

რედაქტირება

გთხოვთ გადახედოთ, აკმაყოფილებს თუ არა ყველა კრიტერიუმს

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98:%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90 --მენტალური არითმეტიკა განხილვაწვლილი 11:48, 15 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

შესამოწმებელი სტატია გამოქვეყნებამდე

რედაქტირება

გთხოვთ გადახედოთ ამ გვერდს, ყველაფერი წესრიგში აქვს სტატიას? https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98:%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9D --მენტალური არითმეტიკა განხილვაწვლილი 09:31, 21 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. არა, არ არის. იხ.: ვპ:ვიკი და ვპ:წყარო. Melberg მიწერა 10:16, 21 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
გთხოვთ კიდევ ერთხელ გადამიხედეთ. ვეცადე გასწორება, უფრო ზუსტ მითითებებსაც თუ მომცემთ საჭიროების შემთხვევაში ძალიან დამეხმარებით მენტალური არითმეტიკა განხილვაწვლილი 17:30, 21 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

გვერდ „განხილვა:მოწამე სელევკე“-ზე დასმული კითხვა (11:14, 21 თებერვალი 2022)

რედაქტირება

როგორ უნდა შევქმნა ჩემი სტატია??მინდა შევქმნა ,,all of us are dead,, -ზე --Nene nozadze განხილვაწვლილი 11:14, 21 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

@Nene nozadze: იხ. ვპ:აგშ და ვპ:სო. გიო ოქრო 15:38, 21 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

ცნობილი ქართველები: ჩ (ტარიელ ჩქარეულზე)

რედაქტირება

გთხოვთ ცნობილ ქართველებში შეიტანოთ ცვლილება და დაამატოთ ღირსეული ქართველი ტარიელ ჩქარეული. ტარიელ ჩქარეული – პოლკოვნიკი, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური – სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 ივნისის №359 ბრძანებულებით დაჯილდოვდა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით. (დაბ.: 02.11.1952 წ. გარდ.: 08.02.2021 წ.) (https://matsne.gov.ge/ka/document/view/108268?publication=0 )

--5.44.132.28 11:51, 22 თებერვალი 2022 (UTC) --5.44.132.28 11:51, 22 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]


Getting a book from Georgia

რედაქტირება

Looking for a specific Georgian book, an historical atlas, which not available outside Georgia, I tried to buy it in Georgian online shops, but they do not ship to abroad. Could someone assist me with that issue? If yes, please write me an eMail...--Antemister განხილვაწვლილი 14:06, 6 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

ოთარ ქინქლაძე _ პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და დამსახურებული ჟურნალისტი _ გარდაიცვალა 1992 წლის 2 მარტს, დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში.

რედაქტირება

არ არის თქვენს გვერდზე არსებულ სიაში. ალატ დაამატებთ. ვარ შვილი _ დავით ქინქლაძე, ჩემი მეილია datokin@gmail.com winaswar gixdiT madlobas!--109.172.150.174 10:31, 24 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა,

ქართული სტატიის ინგლისური ვერსია რომ შევქმნა, რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ადმინს? ქართული ვერსიის ავტორს არ შეუძლია თარგმნილი სტატიის გამოქვეყნება?

მადლობა, წინასწარ--Stereo Plus განხილვაწვლილი 06:15, 31 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

@Stereo Plus არანაირი კვალიფიკაცია საჭირო არ არის. ვიკიპედიაში ერთი ენიდან მეორეზე თარგმნა მიღებული პრაქტიკაა. შეგიძლიათ გადახვიდეთ ინგლისურ ვიკიპედიაში და შექმნათ თარგმნილი სტატია იქ. იხ. en:Wikipedia:How to create a page. გიო ოქრო 20:06, 1 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]


მადლობა, პასუხისთვის.

ინგლისურ ვერსიაში დავდე ახალი სტატია, მაგრამ ქართულის ვერსიას როგორ დავულინკო, არ ვიცი. ინგლისური დრაფტად მაქვს და 3-6 თვე სჭირდება დადასტურებასო...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Stereo Plus (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

დრაფტი სტატიას ვერ მიებმევა. როდესაც სტატია გახდება, შემდეგ მოხერხდება მისი დაკავშირება ქართულ გვერდთან. ამის ინსტრუქცია დევს აქ — ვიკიპედია:ენათშორისი ბმულები. გიო ოქრო 20:30, 1 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]

ცნობილი ქართველები: ჩ (ტარიელ ჩქარეულზე)

რედაქტირება

მოგესალმებით, გთხოვთ ცნობილ ქართველებში შეიტანოთ ინფორმაცია ტარიელ ჩქარეულის შესახებ. ტარიელ ჩქარეული – პოლკოვნიკი, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური – სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 ივნისის №359 ბრძანებულებით დაჯილდოვდა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით. (დაბ.: 02.11.1952 წ. გარდ.: 08.02.2021 წ.) (https://matsne.gov.ge/ka/document/view/108268?publication=0 )

--თამარ ქორიძე განხილვაწვლილი 07:46, 6 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]

დახმარება თარგმნასთან დაკავშირებით

რედაქტირება

გამარჯობა. ვაპირებ Total War: Warhammer III-ის თარგმნას და შეგიძლიათ ზოგი სიტყვის თარგმნაში დამეხმაროთ?

  • Daemon - Warhammer-ში ბოროტ ზებუნებრივ არსებებს ასე ეძახიან, თავად demon-ები არ არსებობენ. როგორ ვთარგმნო, დემონი თუ დეიმონი?
  • Daemon-Prince - დე(ი)მონ-მთავარი? მთავარდემონებში არევის რისკი არ არის, Warhammer-ში archdemon-ები არ არსებობენ, მათ ნაცვლად მაღალი იერარქიის დე(ი)მონებს Greater Daemon-ებს ეძახიან.
  • God-Slayer - ღვთისმკვლელი?
  • Exiled One - განდევნილი თუ განკვეთილი?
  • Plaguefather - სნეულთმამა? თუ ჭირ(ის)მამა?
  • Dark Master - ბნელი მბრძანებელი/ბატონი?
  • ქაოსის ღმერთების სახელები: Khorne (კჰორნი ან ხორნი), Tzeentch (ტზინჩი ან ცინჩი), Nurgle (ნურგლი), Slaanesh (სლაანეში). ასე ემჯობინება?
  • Grand Cathay - დიდი კათაი, ალბათ. მაგრამ კრეატიული აზრი შემიჩნდა - დიდი ხატაეთი რომ იყოს?
    • პერსონაჟების სახელები: Miao Ying, Zhao Ming და Shen-Zoo ამ ფაილის მიხედვით ვთარგმნე როგორც მიაო ინგი, ჭაო მინგი და შენ-ჭუ (Zoo მარცვალი ფაილში ვერ ვნახე, თამაშის ჩინურ ლოკალიზაციაში გამოიყენეს Zhu მარცვალი). ფაილი სახელმწიფო ენის დეპარტამენტიდანაა, მისი გამოყენება ჩინური სახელების სათარგმნად ხომ მისაღებია?
  • Great Orthodoxy - დიდი მართლმორწმუნეობა (დიახ, „მართლმადიდებლობის“ გამოყენება არ მსურს)? რელიგიური ორგანიზაციაა სხვადასხვა ადგილობრივი წარმართული რწმენების ორგანიზებისთვის და ერთი ინსტიტუტის ქვეშ გასაერთიანებლად.
  • Poxmakers - წარმოდგენა არ მაქვს, pox როგორ შეიძლება ვთარგმნო.
  • Seducers - „მაცდურები“ გამოდგება, მაგრამ ამ ფრაქციას ხელმძღვანელობს პერსონაჟი მეტსახელით Arch-tempter, მთავარმაცდური. რამე სინონიმი იცით, რომ ჩავანაცვლოთ?
  • Great Maw - დიადი ხახა? უზარმაზარი არსებაა, კრატერში ზის, რომელიც პლანეტის ქერქამდე სწვდება, და თვითმხილველები ამბობენ, რომ კრატერის კიდეები ჰორიზონტამდე სწვდება, ძირი არ უჩანს და მისი კედლები სხვადასხვა ზომის და ფორმის კბილებითაა მოფენილი, ხოლო გარშემო დაუოკებელი შიმშილის აურას ავრცელებს. Mgel Darion განხილვაწვლილი 12:47, 11 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
  • Daemon მგონი დემონი უნდა იყოს.
  • Daemon-Prince - დემონების პრინცი
  • Exiled One - განდევნილი
  • Plaguefather - ჭამის მამა
  • Dark Master - ბნელი მბრძანებელი
  • Khorne - კრონი
  • Tzeentch - თზინტჩი
  • Nurgle - ნურგლი
  • Slaanesh - სანლეში
  • Grand Cathay - დიდი ხატაეთი იქნება, Cathay-ის ეძაღდნენ ჩინეთს ევროპელები შუა საუკუნეში, ჩვენს ენაზე ხატაეთი.
  • Great Orthodoxy - დიდი მართლმორწუნეობა, თუმცა ვფიქრობ ინკვიზიციაც შეიძლება.
  • Poxmakers - დაავადებათა მქმნელნი
  • Great Maw - დიდი ხახა ან დიდი პირი.
  • Miao Ying, Zhao Ming და Shen-Zoo - მიაო ინგი, ჟაო მინგი და შენ-ჟო.--ზურა 6446 08:26, 20 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]

Витязь в тигровой шкуре (ფალსიფიკაციის და ქართველიერის პირდაპირი შეურაცხოფის მაგალითი!)

რედაქტირება
ვეფხისტყაოსნის რუსულ ვერსიაში Витязь в тигровой шкуре ისტორიის (История) განყოფილება სავსეა როგორც ფალსიფიკაციით ისე ქართველების(ერის!) შეურაცხოფით;  მარტო რამდენიმე მაგალითი:

- ...Это введение сегодня не встречается в новых изданиях поэмы. Скрывают. Грузины всем преподносят фальшивую историю, что поэма посвящена царице Тамаре, а если все узнают правду что поэма посвящена Тариэлу и Нестан-Дареджан, то поэма будем мало кому интересовать....

-Все рукописи, и тем более изначальные рукописи "Витязя в тигровой шкуре" датируются 17 и 18 веками. Не существуют рукописи, датируемые 12 и 13 веками , - это миф. Таким образом , так называемая эпоха Руставели , датируемая периодом царствования Тамары - фальш, так как она была установлена грузинскими историками на основания этих фальшивых строф. ....

-Из-за мусульманского происхождения поэмы , Католикос Антоний Первый лично придал публичному сожжению множество опечатанных Вахтангом VI экземпляры "Витязя в тигровой шкуре", как антихристианское произведение. Поэма также чужда грузинскому народа поскольку в ней нет ни слова о Грузии. Страны и люди, о которых повествуются в поэме, географические и этнические термины, все зарубежные». Сожжение поэмы произошло 23 мая 1767 года у ограды Сионского собора в Тбилиси. А сожженный пепел выбросили в реку Куру. После публичного сожжения Католикос Антоний I привел русских в Картли и Кахети. Антоний боролся за чистку от персидского ига. Грузины по полной программе ввели образ жизни персидского характера. Когда Ираклий II в 1772 году отправил к Екатерине II документ, письменное представление об условиях, в которых говорилось на каких условиях Ираклий II желал вступить под покровительство Российской империи, Ираклий II поручил это дело своему кузену Антонию I и сына Левана. Переговоры в Петербурге успешно вел Антоний I, который привел к заключению Георгиевского трактата 1783 года. В этом же году Антония I включили членом Святейшего Синода Русской Православной Церкви. Он основал духовные семинарии русско-славянского типа в Тифлисе и Телави. Реальный период жизни Руствели фиксируется только в 17 веке, - это тот самый период когда Картли и Кахети находились в вассальной зависимости от шахского Ирана. Подлинное создание перевода с фарси на грузинский язык поэмы никакого отношения не имеет к царице Тамаре. Грузины должны извиниться перед всеми нами за ложь, которую нам внедрили грузинские фальсификаторы сталинской эпохи....

-Это введение сегодня не встречается в новых изданиях поэмы. Скрывают. Грузины всем преподносят фальшивую историю, что поэма посвящена царице Тамаре, а если все узнают правду что поэма посвящена Тариэлу и Нестан-Дареджан, то поэма будем мало кому интересовать.....

ძნელი მისახვედრი არაა ვისგან და რატომ გაკეთდა ეს ჩასწორებები რუსულ ვერსიაში...

გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები...

პატივისცემით : ზურაბ ჭელიძე  212.58.103.9 20:21, 7 მაისი 2022 (UTC)[უპასუხე]
მადლობა რეაგირებისათვის!... (სტატია დაკორექტირებულია - ტექსტიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული და შეურაცხმყოფელი მოსაზრებები....) 2A0B:6204:3CD:8F00:85A9:E522:1D6B:D4 16:20, 8 მაისი 2022 (UTC)[უპასუხე]

სხვადასხვა ენაზე ქართული გვერდის ანალოგის შექმნა

რედაქტირება

მოგესალმებით. ბერძნულად და იტალიურად ვქმნი ქართული გვერდის ანალოგს, ვერაფრით ვხვდები, რატომ იშლება აბსოლუტურად გამართული გვერდი რამდენიმე წუთში. არაენციკლოპედიური სახე აქვსო - L5(ბერძნულის წაშლის შემთხვევაში) და C3 (იტალიურის წაშლის შემთხვევაში) მიწერს. ვერაფრით ვხვდები, რა პრობლემაა და იქნებ, დამეხმაროთ. მადლობა --Sandro (განხილვა/წვლილი) 15:11, 12 მაისი 2022 (UTC)[უპასუხე]

წიგნის შესახებ

რედაქტირება

გამარჯობათ იცით თუ შეძლებთ ჩემს დახმარებას მე არ ვიცი ზუსტად როგორ და რანაირად ავტვირთო გვერდი სადაც მინდა ჩემს მიერ დაწერილი წიგნის შესახებ იყოს მცირე მონაკვეთი თუ შეიძლება რომ ჩემი წიგნიდან ციტატების ამოღება რაც ძალიან ბევრია და გვერდის შექმნა წიგნის ახსნა და ციტატების დამატება და თავად წიგნის ვორდიშ ფაილით აქ მიმაგრება რომ რამენიაირად მკითხველამდე მივიდეს და დაააინტერესოს? წიგნი მჯერა არის საკმაოდ ძლიერი რომ დააინტერესოს მკკითხველი თუმცა თუა ასეთი რამ შესაძლებელი ზუსტად როგორ გავაკეთო რომ ამიხსნათ ლაშა. თოქმაჯიშვილი

ცვლილება სტატიაში "ანჩისხატი (ხატი)"

რედაქტირება

მოგესალმებით. ერთ კვირაზე მეტია, რაც ჩავამატე მნიშვნელოვანი აბზაცი აღნიშნული სტატიის "ისტორიის" განყოფილების დასაწყისში. ჩემ მიერ დამატებული აბზაცი ჩანს რედაქტირების რეჟიმში, თუმცა ის დღემდე არ ასახულა სტატიაში. გთხოვთ მაცნობოთ რატომ არ აისახება ცვლილება? რა დრო სჭირდება მის ასახვას? დიდი მადლობა დახმარებისათვის. პატივისცემიტ, ზაალ წერეთელი--ზაალ წერეთელი (განხილვა/წვლილი) 09:24, 24 მაისი 2022 (UTC)[უპასუხე]

@ზაალ წერეთელი: - გამარჯობა, ცვლილების დამოწმებას ორი პრობლემა ჰქონდა: (1) არ არის მითითებული გვერდი წყაროში, რის გამოც მისი გადამოწმება იყო გართულებული. გთხოვთ წყაროში მიუთითოთ გამოცემის გვერდი. (2) ქართულ ენაში გამოიყენება „“ ბრჭყალები და არა "". გავასწორე და დავამოწმე, მაგრამ გვერდის მითითების გარეშე ეს ინფორმაცია შეიძლება წაიშალოს.--Melberg მიწერა 10:15, 24 მაისი 2022 (UTC)[უპასუხე]

ახალი ვარ დამეხმარეთ

რედაქტირება

მოგესალმებით სტატია მინდა დავამატო და როგორ შემიძლია ? იქნებ დამეხმაროთ ძალიან დიდი მადლობა წინასწარ

ცვლილების შემოწმება

რედაქტირება

გთხოვთ მომხმარებლებს, ვისაც გაქვთ სათანადო ავტორიზაცია, რომ შეამოწმოთ ჩემს მიერ შეტანილი ცვლილება სამანის გვერდზე. ცვლილება მცირეა - ტექსტში ნახსენებია "მთა-თუშეთში", რომელიც მე გადავასწორე და მის სანაცვლოდ დავწერე "თუშეთში". მთათუშეთი კი არის ხალხში გამოყენებული, მაგრამ ის არასწორი ტერმინია რომელიც არ გამოიყენება თვით თუშეთში, რადგანაც მთლიანად თუშეთი არის მთიანი რეგიონი.

ამავე აზრისაა თედო უთურგაიძე, ქართველი ენათმეცნიერი და ქართველოლოგი. ის იყო სერგი მაკალთიას წიგნის, "თუშეთი", რედაქტორი, და ასე აღწერს ის ამ საკითხს - "გასწორდა წიგნში ნახმარი მაკროტოპონიმი მ თ ა თ უ შ ე თ ი. მის ნაცვლად ყველგან წარმოდგენილია თ უ შ ე თ ი, რადგან თუშები თავისი უძველესი საცხოვრისის აღსანიშნავად მხოლოდ თ უ შ ე თ ს ხმარობენ. ეს მხარე თუშეთად (და არა მთათუშეთად) იხსენიება ადრეულ გამოკვლევებშიც (ვახუშტი ბატონიშვილი, ი. გიულდენშტედტი)." სერგი მაკალთიას წიგნის ეს გამოცემა ყველას შეუძლიას იხილოს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-არქივზე. კონკრეტულად ეს დისკუსია იწყება მეხუთე გვერდზე. იმასაც დავამატებ რომ თედო უთურგაიძე, ვინც ეს რედაქტირება მოახდინა ამ წიგნში, თვითონაც ალვანელი თუშია.

თუ ეს არგუმენტი არ გაკმაყოფილებთ და მაინც მიგაჩნიათ რომ "მთა" პრეფიქსი აუცილებელია, მაშინ დეფისი მაინც ჩამოაშორეთ და უბრალოდ "მთათუშეთი" ფორმა გამოიყენეთ - იქაც კი სადაც ამ პრეფიქსს იყენებენ, "მთა" პირდაპირ ფუძეს ერთვის ხოლმე დეფისგარეშე.' --AncapOgre (განხილვა/წვლილი) 16:18, 25 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]

  ცვლილებები დამოწმდა. გიო ოქრო 17:00, 25 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]

ბიოგრაფიის, წაშლა

რედაქტირება

გამარჯობა, გუშინ დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა დავასრულე თენგიზ გელოვანის ბიოგრაფიის წერა. აქვე მოგახსენებთ, რომ ინფორმაცია იყო მეტად გაშლილი, გამართული, ობიექტური და სრულიად შეესაბამებოდა სიმართლეს. თენგიზ გელოვანი გახლდათ თიანეთის კოლორიტი, მომღერალი, გამოჩენილი და თავის ცხოვრებაშივე დამსახურებებით მოღვაწე პიროვნება, რომლის სახელიც დღესაც უკვდავია არა მარტო თიანეთის მხარეში.

დღეს შუადღეს დაახლოებით 14:00-15:00 - მდე წაიშალა ჩემს მიერ დადებული ბიოგრაფია. ვერ მივიღე ზუსტი პასუხი რატომ. ვერც ვწერ თვითონ იმ პიროვნებას ვინც წამიშალა ინფორმაცია. რატომ უნდა მოხდეს ჩემს მიერ დადებული ინფორმაციის, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე წაშლა, ისე რომ არც კი ვიცოდე მიზეზი, როდესაც თვითონ ინფორმაცია არის დადასტურებული, არაა გადაჭარბებული, არის ობიექტური და არ არის ჭორის დონეზე არსებული?! აქ ხომ არაფერს არ ვიგონებ?! ეს ყველაფერი ამ ადამიანის სულის უკვდავსაყოფად გავაკეთე, რადგან მისმა შვილებმა, შვილიშვილებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა და ყველამ ვინც კი იცნობდა იამაყონ და უფრო ფართო ასპარეზზე გავიტანო მისი სახელი. ვაპირებ, რომ ინფორმაცია ხელახლა დავდო, დიდი იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ახლა მაინც არ წაშლით და ამიხსნით რა მოხდა ან რატომ მოხდა ასე?! ნიკა გელოვანი (განხილვა/წვლილი) 15:03, 28 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე აღნიშნული პიროვნების ბიოგრაფიას ენციკლოპედიური მნიშვნელობა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე ასეთი სტატიები იშლება. DavidAs 16:09, 28 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს, რომ ენციკლოპედიური მნიშვნელობა არ გააჩნია? თითოეული ინფორმაცია რაც წერია დაზუსტებულია და არ არის ჭორი ან რაიმე გადაჭარბებულად დაწერილი. შეგეძლოთ გენახათ ის სიმღერებიც რაც მიბმული მქონდა თითოეულის დასახელებაზე, ასევე ინფორმაცია თავად იმ ანსამბლის შესახებ რომლის შესახებაც წერია მოცემულ ბიოგრაფიაში. რა შემიძლია გავაკეთო ამ შემთხვევაში, როგორ შევიტანო ვიკიპედიაში ეს ყველა ინფორმაცია, რომ მისი სახელი უკვდავყო და ელექტრონულადაც იყოს? ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, შეგიძლიათ ეს ყველაფერი თავად გადაამოწმოთ, რომ არანაირ ცრუ ინფორმაციას ადგილი არ აქვს. ამ ინფორმაციას დაგიდასტურებთ ყველა ვინც კი ამ ადამიანს იცნობდა, თუნდაც თიანეთის მუნიციპალიტეტთან და მაღალ კომპეტენტურ პირებთან შეგიძლიათ ყველაფრის გადამოწმება, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და არ არის რაიმე აქ შეცდომითა და ცრუ ინფორმაციით შეტანილი. თუ რაიმე დაგაინტერესდებათ ან ინფორმაციის დაზუსტება ან რაიმის გარკვევა ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ დამიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე (nikagelovani3@gmail.com) ან ამავე სახელითა და გვარით (ქართულად) მნახოთ სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე და გავისაუბროთ, რომ როგორმე ამ დიდ და კეთილ საქმეში დამეხმაროთ და გამომივიდეს. დიდი მადლობა წინასწარ... ნიკა გელოვანი (განხილვა/წვლილი) 17:42, 28 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]

ასოციაცია "ქართული სიდრი"

რედაქტირება

გამარჯობა,

მე გახლავართ სიდრის (ვაშლის ღვინის) ასოციაციის დამფუძნებელი, გიორგი ჭეიშვილი.

ასოციაცია “ქართული სიდრი” არის სიდრის, პერის (მსხლის სიდრი), თაფლუჭის და სხვა ფერმენტირებული სასმელების მწარმოებლებისთვის შექმნილი ასოციაცია საქართველოში.

ჩვენ შევისწავლით და ვაგროვებთ ინფორმაციას სიდრისა და სხვა ფერმენტირებული სასმელების წარმოების წესებისა თუ მომზადების შესახებ. ვუზიარებთ მათ ჩვენს წევრებს, საქმიანობის დაწყების ან გაუმჯობესების, სიდრის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და აღნიშნული სასმელების ადგილობრივ თუ უცხო ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებგვერდი. https://georgiancider.ge/

გვინდა რომ ვიკიპედიაზე არსებობდეს ჩვენს შესახებ ინფორმაცია, რათა კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ამ ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.

გთხოვთ დაგვეხმაროთ,

პატივისცემით,

გიორგი