MananaPeleg
ვიკიპედიაში დამწყები ადამიანი ვარ, (პენსიაზე გასული პროგრამისტი).
ვფლობ ქართულ, რუსულ, ივრითულ ენებს, ტექნიკურ ინგლისურსაც.
ოცდაათი წელია, რაც ისრაელში ვცხოვრობ.
მეგობრებმა მთხოვეს, რომ ვიკიპედიაში დამემატებინა ქარტული ვერსია ინგლისურად და ივრითზე უკვე არსებული სტატიის, რომელიც ეხება საქართველოში დაბადებულ ისრაელის თავდაცვის ფრიად გამოჩენილ ადამიანს, იცხაკ ილანს (ავთანდილ წიწუაშვილს).
ერთხელ უკვე ვცადე სტატიის განლაგება, მაგრამ მაშინვე წაშლის კანდიდატად გამოცხადდა და კიდევაც წაიშალა. ახლა როგორც სამუშაო გვერდს ვქმნი, მაგრამ მადლობელი ვიქნები, თუ გამოქვეყნების შანსი მიეცემა.
როგორც ხედავთ, იმდენად ვერ ვერკვევი, რომ სტატია პირად გვერდზე ჩავწერე და არ ვიცი როგორ გადავიტანო-გავაცოცხლო. გთხოვთ დახმარებას.
იცხაკ ილანი | |
---|---|
ივრ. יצחק אילן | |
ისრაელის უშიშროების სააგენტოს (შაბაქი ან შინ-ბეთი) უფროსის მოადგილე (2010-2011) | |
სახელი დაბადებისას |
ავთანდილ წიწუაშვილი |
დაბადების თარიღი | |
დაბადების ადგილი |
სურამი საქარტველო |
გარდაცვალების თარიღი | |
გარდაცვალების ადგილი |
იცხაკ ილანი (ავთანდილ წიწუაშვილი) (ებრ. יצחק אילן[1]) 1982-2012 წლებში მსახურობდა ისრაელის უშიშროების სააგენტოში (შაბაქი ან შინ- ბეთი) და მისი ბოლო თანამდებობა იყო ამ სააგენტოს უფროსის მოადგილე (2010-2011).
ბიოგრაფია
იცხაკ ილანი (ავთანდილ წიწუაშვილი) დაიბადა საქართველოში, დაბა სურამში 1956 წლის 28 ივლისს.
იცხაკ ილანი არის საქართველოში ცნობილი რაბინების ოჯახის შთამომავალი: მისი ბაბუა, რაბი ხახამ გაბრიელ დავარაშვილი, ბრძანდებოდა მე-20 საუკუნის თვალსაჩინო რაბინების ერთ-ერთი გამოჩენილი რაბის, ხაიმ ჰალევი სოლოვეიჩიკის მოწაფე ბრისკში. მისი ბაბუის უფროსი ძმა, რაბი მოშე ჰაკატანი იყო რაბი ისრაელ მეირ ჰაქოენის, იგივე ხაფეც ხაიმის მოწაფე ქალაქ რადინში. გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი 1918-1921 წლებში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. რაბი მოშე ჰაკატანი 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან იმიგრაციის განახლების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. ბაბუის მეორე ძმა, რაბი იაკობ დავარაშვილი, იყო ქართველი ებრაელების მთავარი რაბინი 1960-იან წლებში. ბაბუის კიდევ ერთი ძმა პალესტინაში ამოვიდა 1920-იან წლებში.
იცხაკ ილანმა 1973 წლის ზაფხულში წარჩინებით დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი და დაჯილდოვდა ოქროს მედლით. იმავე წელს, 17 აგვისტოს, ოჯახთან ერთად ამოვიდა ისრაელში და დასახლდა იერუსალიმში.
იცხაკმა სწავლა დაიწყო უნივერსიტეტში, მაგრამ ორი წლის მერე მიხვდა, რომ მას არ აინტერესებდა თეორიული კვლევები და რომ ჯარში სამსახურით ის უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა ქვეყანას.
1976-1980 წლებში მსახურობდა ისრაელის ჯარში, საჰაერო ძალების საზენიტო დივიზიაში. მისი ბოლო თანამდებობა იყო ბატალიონის მეთაური ლეიტენანტის წოდებით.
იცხაკ ილანმა უშიშროების სამსახურში იმუშავა 31 წელი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
შაბაქში სამსახური
1982 წლის იანვარში ილანმა დაიწყო სამსახური ისრაელის უშიშროების სააგენტოს კონტრდაზვერვის რუსეთის განყოფილებაში.
1985 წელს იცხაკ ილანმა ისწავლა არაბული ენა, გადავიდა უშიშრეობის სააგენტოს არაბულ სექტორში და დაიწყო მუშაობა ტერაქტების გამომძიებლად იუდეასა და სამარიაში და სულ მალე დაინიშნა ქალაქ რამალაში საგამომძიებლო ჯგუფის უფროსად, მოგვიანებით კი იეჰუდეა და სამარიის საგამომძიებლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
1995 და 1997 წლებში ილანი იყო ღაზის სექტორში დაზვერვისა და ოპერატიული სამუშაოების დეპარტამენტის უფროსი. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პალესტინელი განთქმული ტერორისტის იხია აიშის, ე.წ. "ინჟინერი"-ს ლიკვიდაციაში.
იცხაკ ილანი შინ-ბეთს მეთაურობდა სამარიის რაიონში მეორე "ინტიფადის" დროს, 2000-2003 წლებში. 2002 წელს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს ოპერაცია "თავდაცვის კედელი" და მძიმე ზარალი მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურებს იუდეასა და სამარიაში და ხელახლა დაიპყრეს ეს ტერიტორიები.
2004-2006 წლებში, იცხაკ ილანმა მიიღო გენერლის წოდება და დაინიშნა შინ-ბეთის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელად. ის ხელმძღვანელობდა სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც შესდგებოდა შინ ბეთის, ისრაელის პოლიციის და ისრაელის ჯარის გამომძიელებებისგან. ამ ჯგუფმა ჩაატარა რეზერვის პოლკოვნიკის ელხანან ტენენბაუმის საქმის გამოძიება, როდესაც ის ხიზბალას 3 წლიანი ტყვეობიდან იქნა განთავისუფლებული.
2006 წელს ილანმა პარალელურად უხელმძღვანელა არაბულ განყოფილებასაც ერთი წლის განმავლობაში, სადაც მან სრული რეორგანიზაცია განახორციელა.
2006-2008 წლებში ილანი ხელმძღვანელობდა ანტიტერორისტულ და სადაზვერვო არაბულ-ირანულ განყოფილებას.
2008-2010 წლებში ილანი ხელმძღვანელობდა ე.წ. უცხოეთის განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელი იყო საზღვარგარეთ ებრაული მოსახლეობის მიმართული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაზე, დასავლეთის ქვეყნების (არა არაბულ-ირანულის) წინააღმდეგ კონტრდაზვერვაზე, ისრაელის ნაციონალური უშიშროების საიდუმლოებების დაცვაზე. როგორც დეპარტამენტის უფროსი, ის აგრეთვე პასუხისმგებელი იყო ამერიკელი ებრაელი ტერორისტის ჯეკ ტაიტელის დაპატიმრებაზე.
2010 წლის დასაწყისში იგი ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, სადაც იმუშავა 2011 წლის სექტემბრამდე.
2013 წელს იცხაკ ილანმა ინტერვიუ მისცა ალექს ფიშმანს გაზეთ "იედიოთ ახრონოთიდან" და აღნიშნა ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ტერორიზმის წარმატებული აღკვეთა გამოიწვია:
„პირველი ფაქტორია დიდი ქალაქებისა და ლტოლვილთა ბანაკების ხელახლა დაპყრობა.
მეორე - ტერაქტების თავიდან აცილება. მე მივხვდი, რომ მარტო თვითმკვლელების დაპატიმრება არ იქნება საკმარისი. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ან დაგვეჭირა ან მოგვეკლა ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერები და ტერაქტებისთვის გამიზნული ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების სპეციალისტები. ორი წლის განმავლობაში ისინი ან დავაპატიმრეთ ან დავხოცეთ. ნელნელა დაიწყო თვითმკვლელობის ტერაქტების შემცირება და საბოლოოდ მისი შეწყვეტა.
მესამე კომპონენტი იყო ღობის, როგორც ფიზიკური ბარიერის აშენება ისრაელსა და იეჰუდეასა და სამარიას შორის.
მეოთხე, რამაც სამარიაში ტერორისტებზე გამარჯვება მოგვიტანა, იყო იასერ არაფატის გარდაცვალება და მისი ლიდერობის შეწყვეტა. მის ნაცვლად მოვიდა ახალი ლიდერი, აბუ მაზენი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ტერორმა დიდი ზარალი მიაყენა პალესტინის ერს და რომ ათი წლით უკან დახია ის".
იცხაკ ილანი მსახურობდა ისრაელის უშიშრეობის სააგენტოში 31 წლის განმავლობაში, მისი თანამდებობის რიგში აღსანიშნავია ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობა.
იცხაკ ილანი იყო საჯარო საფინანსო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, 2017 წლიდან კი საინვესტიციო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და სხვადასხვა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი.
იცხაკ ილანი ფლობდა 5 ენას. მან წარჩინებით დაამთავრა ბარ-ილანის უნივერსიტეტის ეკონომიკის, სოციოლოგიის და პოლიტიკური სწავლის ფაკულტეტი, შემდგომ გახდა თელ-ავივის უნივერსიტეტის დიპლომატიის და თავდაცვის შესწავლის ფაკულტეტის მაგისტრი.
+ლიტერატურა