Mgel Darion
გამარჯობა, Mgel Darion. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
ოქრო ხარ
რედაქტირებაახლა რა მაინტერესებს, ზოგადად თუ ხარ ამ სფეროთი, ანუ ვიდეო თამაშებით დაინტერესებული, თუ კონკრეტულად მხოლოდ ამ თამაშით ხარ გატაცებული? Gobrona განხილვაწვლილი 19:15, 21 მაისი 2018 (UTC)
ამ სფეროში ზოგადად უფრო დაინტერესებული ვარ თამაშების შიდა ისტორიით, როგორც ამბობენ, ბეკგრაუნდით და სიუჟეტით (ბარბარიზმებს ვიყენებ, ამ სიტყვების (Background და Lore) ქართულ ანალოგებს ხშირად ვერ ვიხსენებ, პირდაპირი თარგმანი ვიცი, მაგრამ მნიშვნელობა სხვა უნდა იყოს), ვიდრე მექანიკური მხრით. ფრენჩაიზებიდან კარგად ვიცი Halo (მთელი შიდა ისტორია მეხუთე თამაშამდე ზოგი წიგნის ჩათვლით, მას შემდეგ დრო არ მქონდა გაცნობისთვის), Mass Effect, Dragon Age (ორივე თითქმის ზეპირად ვიცი), Sins of a Solar Empire, Total War-ის სერიიდან ორივე Rome და Warhammer (რაღაც დონეზე სამაგიდო პირველწყაროს ბეკგრაუნდსაც ვეცნობი, სამივეს: 40k, Fantasy Battles და Age of Sigmar), ცოტათი ვიცი Command and Conquer (მარტო მესამე თამაში ტიბერიუმის საგიდან და Generals), Dead Space და Diablo (საშუალო დონეზე) და გატაცებული ვიყავი Battle for Middle-Earth-ის სამივე თამაშით (რამდენიმე წლის წინ ტოლკინის ლეგენდარიუმის ფანი ვიყავი). უახლესი თამაშებიდან - Frostpunk. Mgel Darion განხილვაწვლილი 22:20, 21 მაისი 2018 (UTC)
- ეგ ყველაფერი კარგია, უფრო გაგიადვილდება წერა, მაგრამ ზოგადად აქ მთავარი არ არის რამდენად კარგად იცი ამა თუ იმ თამაშის სიუჟეტი, გეიმპლეი ან სხვა რამ, ან ნათამაში გაქვს თუ არა ესე თუ ის თამაში, მთავარია უცხოური, ძირითადად ინგლისური ან რუსული ვიკიპედიების მზა მასალიდან თარგმნა. ძირითადი წყარო ეგ არის. თუ გაქვს სურვილი მიიღო მონაწილეობა ამ საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობა, ვითანამშრომლოთ. თან ვიდეო თამაშებზე ჩემ გარდა არავინ არ წერს, იშვიათად ვინმემ კვარტალში ერთხელ რო გამოურიოს. ხოდა კარგი იქნება შენი გამოცდილების მქონე მომხმარებელი თუ ეყოლება ვიკიპედიას, და ასევე — ჩემთვისაც:) Gobrona განხილვაწვლილი 20:51, 22 მაისი 2018 (UTC)
- ეგ უეჭველად. ზოგადად, ძირითადი პრობლემა ზუსტად თარგმნასთან მაქვს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში კრეატიულად ვთარგმნი და უბრალოდ, სხვებთან რომ ვერ განვიხილავ ალტერნატივებს, ცოტათი საკუთარ არჩევანს არ ვენდობი. მაგალითად, იგივე სკავენთა vermintide ფენტეზი ვარჰამერიდან. „მავნებლები“, „მავნეთ მოდგმა“, „მავნეთგვარი“. სწორი თარგმანი რომელი იქნება, ვერ გადამიწყვეტია, რადგან vermin უბრალოდ მავნებელს ნიშნავს. ანდა covenant Halo-დან - „აღთქმა“ თუ უბრალოდ „კოვენანტი“ და ასე შემდეგ. Mgel Darion განხილვაწვლილი 20:19, 23 მაისი 2018 (UTC)
- ეგეც არ არის პრობლემა, დავჯდებით და ერთად განვილილავთ პრობლემას. Gobrona განხილვაწვლილი 16:47, 24 მაისი 2018 (UTC)
მოწამვლა
რედაქტირებაგამარჯობა. სწორი ფორმაა მოწამვლა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ena.ge-ზე. — Mikheil მიწერა 06:20, 24 ოქტომბერი 2018 (UTC)
გადავამოწმე, უცნაურია. სიტყვის ფუძეში ვ ასო არ არის და ამიტომაც ლ-ს წინ არ უნდა ყოფილიყო იმის მიხედვით, რასაც სკოლაში მასწავლიდნენ მართლწერაზე.Mgel Darion განხილვაწვლილი 07:48, 24 ოქტომბერი 2018 (UTC)