ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება/არქივები/7
ყურადღება! ეს გვერდი არქივის ნაწილია! ეს გვერდი წარმოადგენს გამოუყენებელი, მოძველებული პროცედურის ნაწილს და შენახულია ისტორიული მიზნებისთვის. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს. |
გამარჯობა, თქვენი აზრით, აღნიშული სტატიის სათაური რა უნდა იყოს? ახლანდელი და წინა სათაურები ცოტა არ მომწონს, წყაროებში დომინირებული სახელწოდება არ არის (ორივე და კიდე რამდენიმე სხვა გამოიყენება თანაბრად), ოფიციალური სახელწოდება რეზიდენციას, რამდენადაც ვიცი, ჯერ არ აქვს. --Melberg განხილვაწვლილი 18:07, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- მე ორბელიანის სათაურს ვემხრობი (გადამისამართებით ათონელის სასახლეზე), ვინაიდან ეს სასახლე ისტორიული შენობაა და თავდაპირველად სულ არ იყო პრეზიდენტის რეზიდენცია (თუ არ ვცდები ამ სასახლეში წინათ აშშ-ის საელჩოც მდებარეობდა). --Mehman 97 19:45, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- „ოფიციალური სახელწოდება რეზიდენციას, რამდენადაც ვიცი, ჯერ არ აქვს.“ — რადგანაც არ აქვს ოფიციალური სახელწოდება — კონტროლზე აიყვანე და მომავალში შეგიძლია შეუცვალო სახელწოდება. „საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შენობაში საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო 90-იან წლებში აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული“ — ალბათ უნდა დაკონკრეტდეს რომელ ოკუპაციაზეა საუბარი (ბმულის გაკეთებას ვგულისხმობ) და „90-იან წლებში“ — რომელი საუკუნეა (ბმული). ალბათ გიორგი მთაწმიდელი — ვის სახელსაც ატარებს ქუჩა, ესეც საინტერესოა (ბმული). სახელმწიფო „ბიუჯეტს ათონელის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობის რესტავრაცია-რემონტი 26 მილიონი დაუჯდა.“ — მითითებულ ბმულში ეს წერია, ხოლო შენობა დღემდე დაუსრულებელია. როგორც ვიცი ჯერ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციაში ვერ შედის (შეიძლება ვცდები). ალბათ 26 მილიონს მიმატებული 2018 წლის ხარჯები. „თუმცა მის ადგილზე აშენებულ შენობას“ — საინტერესოა არქიტექტორები (ყველამ ერთად მოვიძიოთ). წარმატებები.--ცანგალა 20:06, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- @Mehman97: - კი, ნამდვილად ასეა, აშშ-ის საელჩო, მაგრამ ორბელიანების სასახლე მანდ არასდროს ყოფილა - ამაშია პრობლემა.
- @Zangala: - ბიუჯეტი არ ჩავწერე, რადგანაც სხვადასხვა ინფორმაციაა წყაროებში. დანარჩენი ინფორმაციის ჩამატება ნამდვილად კარგი იქნება. --Melberg განხილვაწვლილი 20:11, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- მაშინ ასე დავტოვოთ და თუ რამე ოფიციალური ან ისტორიული წყარო ვნახეთ, შევცვალოთ შესაბამისად. მეტი იდეა მე არ მაქვს. --Mehman 97 20:15, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- ორბელიანის სასახლის ისტორია და წარსული — ეს ვიპოვე. თუ რამე ინფორმაცია გამოდგება. რაც შეეხება ბიუჯეტს თუ სხვადასხვა წყაროები არსებობს შეიძლება ჩაიწეროს სხვადასხვა წყაროების მიხედვით ბიუჯეტი (0 — 26 მილიონამდე დაჯდა) — ეს ჩემი აზრია.--ცანგალა 20:54, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- და კიდევ, თუ ვინმეს გაქვთ ვახტან ბერიძის წიგნი შეიძლება იქ ეწეროსო არქირექტორების შესახებ.--ცანგალა 20:56, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- მაშინ ასე დავტოვოთ და თუ რამე ოფიციალური ან ისტორიული წყარო ვნახეთ, შევცვალოთ შესაბამისად. მეტი იდეა მე არ მაქვს. --Mehman 97 20:15, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
მომხმარებელი:Nêçîrvan
რედაქტირებამომხმარებლის განხილვა:Nêçîrvan#Nêçîrvan — ეს რას ნიშნავს? რატომ არ იბლოკება ერთ-ერთი ანგარიში? გიო ოქრო 15:06, 1 იანვარი 2019 (UTC)
- იმიტომ რომ ეს ერთი ანგარიშია რამდენჯერმე გარდარქმეული სახელით. დაბლოკვის შემთხვევაში დაიბლოკება ყველა.--დათო1010 09:35, 2 იანვარი 2019 (UTC)
ბმულის ჩასმა
რედაქტირებაგამარჯობა, როდესაც რედაქტირებისას ბმულს ვსვამ, რატომღაც ვიკიპედია ქართულ შრიფტს ოთკუთხედ სიმბოლოებად აღიქვამს და ვერ გადადის შესაბამის გვერდზე. იქნებ დამეხმაროთ. გმადლობთ. --Lukakhim განხილვაწვლილი 19:47, 11 იანვარი 2019 (UTC)
- @Lukakhim: ალბათ ვიზუალურ რედაქტორს ხმარობთ. სტატია დაარედაქტირეთ წყაროს რედაქტირების ფორმატში. ჯერჯერობით Google Chrome-ს აქვს რაღაც პრობლემა. გიო ოქრო 19:57, 11 იანვარი 2019 (UTC)
- გმადლობთ--Lukakhim განხილვაწვლილი 20:05, 11 იანვარი 2019 (UTC)
- @Lukakhim: @გიო ოქრო: სამწუხაროდ ვიკიპედიას აქვს პრობლემა და არა ქრომს. ეგ ვიზუალური რედაქტორი ინგლისურად მუშაობისას სტატიის სათაურის პირველ სიმბოლოს ადიდებს ხოლმე, რადგან ინგლისურში სათაურები დიდი ასოთი იწყება. ვინაიდან უნიკოდმა ივნისში ქართულის მთავრული ასოები (ქართულის დიდი ასოები) დაამატა სტანდარტში, ახლა უკვე ქართულშიც იგივეს აკეთებს — პირველ სიმბოლოდ მთავრულს სვამს, მაგრამ ქართულში ჩვენ არ ვიყენებთ მთავრულს სიტყვების დასაწყებად, ამიტომ სტატიები ვეღარ იძებნება, ქართული კი გამოსარიცხია, თუმცა ჯერჯერობით მოცემულ თემაზე წინსვლა არაა, თუ გაქვთ იდეა როგორ დავაჩქაროთ, კარგი იქნება აღნიშნოთ.
- ოთხკუთხედად კი იმიტომ ჩანს, რომ ჯერ არ დამატებულა ფონტები ვინდოუსში (და არც სხვა სისტემებში), რომლითაც მთავრული გამოჩნდება. თუ დააყენებთ შესაბამის ფონტს, ოთხკუთხედის ნაცვლად მთავრულ ასოებს იხილავთ.--Alan📭🕙 15:24, 19 იანვარი 2019 (UTC)
- ნეტავ კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე :((( გიო ოქრო 16:48, 19 იანვარი 2019 (UTC)
- თან უცნაური ისაა, რომ მარტო ჩვენთვის არაა ეს პრობლემა, მანდ მიუერთეს კიდევ თემებიც, სადაც ჩანს, რომ ბევრი სხვა ენის წარმომადგენელიც ითხოვდა, რომ მიუღებელია ავტომატური კაპიტალიზაცია. ვისაც მოუნდება, თავად აკრეფს „shift-ღილაკის“ საშუალებით. ასევე სთავაზობდნენ, თუ არ გინდათ საერთოდ გააუქმოთ, მხოლოდ ინგლისურსა და გერმანულში დატოვეთო. თითქოს ყველა თანხმდება ამაზე, მაგრამ არაფერი კეთდება.--Alan📭🕙 18:10, 19 იანვარი 2019 (UTC)
- @გიო ოქრო: როგორც დღეს დაწერეს ამ ფორუმზე, unicode11-ის მხარდაჭერა php 7.3-შია ინტეგრირებული, ვიკიპედია კი ჯერ 7.2 ვერსიაზეც არ გადასულაო. ასე რომ, მგონი კიდევ კარგა ხანი მოგვიწევს ლოდინი, არადა საერთოდ მოსახსნელია ეგ uppercase, სხვა ენებზეც ხელს უშლის ყველას-Alan📭🕙 17:43, 14 თებერვალი 2019 (UTC)
- მოკლედ, ვერ გაიგებ რეებს ჩალიჩობენ ეგენი. თითქმის ყველას ხელს უშლის ეგ „განახლება“ და მაინც არაფერს აკეთებენ. იმედია მალე გვეშველება. დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. გიო ოქრო 17:50, 14 თებერვალი 2019 (UTC)
- ნეტავ კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე :((( გიო ოქრო 16:48, 19 იანვარი 2019 (UTC)
- გმადლობთ--Lukakhim განხილვაწვლილი 20:05, 11 იანვარი 2019 (UTC)
რუსული
რედაქტირებაგამარჯობა. დახმარება მჭირდება შემდეგი წინადადების თარგმნაში: „Шерсть шелковистая, на коленях пучки длинных волос“. წინადადების პირველი ნაწილი გასაგებია. მეორეს ვერ გადმოვცემ ქართულად. გიო ოქრო 15:24, 16 იანვარი 2019 (UTC)
- მატყლი აბრუშემოვანია, მუხლებზე გრძელი თმების კონაა (აქვს). --Mehman 97 17:29, 16 იანვარი 2019 (UTC)
- მეც მასე მივიღე, მაგრამ კონტექსტში ვერ ჩავსვი. არ მივუთითებ საერთოდ. მადლობა. გიო ოქრო 17:41, 16 იანვარი 2019 (UTC)
- Шерсть — მატყლი, ბალანი, ბეწვი.--ცანგალა 18:12, 16 იანვარი 2019 (UTC)
- მეც ბეწვი მიწერია — ორიბი. გიო ოქრო 18:13, 16 იანვარი 2019 (UTC)
- Шерсть — მატყლი, ბალანი, ბეწვი.--ცანგალა 18:12, 16 იანვარი 2019 (UTC)
- მეც მასე მივიღე, მაგრამ კონტექსტში ვერ ჩავსვი. არ მივუთითებ საერთოდ. მადლობა. გიო ოქრო 17:41, 16 იანვარი 2019 (UTC)
ახლა ამ სიტყვაზე მჭირება თქვენი დახმარება: шкурковый — ტყავის, მაგრამ ამ კონტექსტში ცოტა სხვანაირი უნდა იყოს: порода кроликов мясо-шкуркового направления продуктивности — კურდღლის ჯიში სახორცე-[...] პროდუქტიულობის მიმართულებისა. — გიო ოქრო 13:49, 19 იანვარი 2019 (UTC)
- თუ კომპოზიტის სახით გინდა იქნება „მეხორცულ-ტყავეული“ ან „მეხორცულ-ტყავ-ბეწვეული“.--Alan📭🕙 18:14, 19 იანვარი 2019 (UTC)
ინფოდაფები
რედაქტირებათბილისის საკრებულოს თავმჯდომარეებზე შემაქვს ინფორმაციაა. ზაალ სამადაშვილის სტატიაში ჩასმულია ინფოდაფა „მწერალი“ და მინდა „ლიდერი“ ჩავსვა, ვინაიდან ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2008-2013 წლებში და რიგითობის, წინამორბედებისა და მემკვიდრეების ჩასმასაც ვაპირებ. პრობლემა ხომ არ იქნება, ან ორივე ინფოდაფა რომ ჩავსვა შესაძლებელია?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:13, 22 იანვარი 2019 (UTC)
- მაგ., კახა კალაძე, ტვიროსი — ორი ინფოდაფაა გამოყენებული, ჩემი აზრით აქაც შეიძლება. გიო ოქრო 07:49, 22 იანვარი 2019 (UTC)
- საბოლოოდ ინგლისურის მსგავს ინტეგრირებულ თარგს გავაკეთებთ, მაგრამ დროებით ორი ინფოდაფის ჩასმაც შეიძლება--დათო1010 08:20, 22 იანვარი 2019 (UTC)
- კარგი იქნება. ხშირად მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს სხვა ინფოდაფა ესაჭიროება. ინტეგრირებული საუკეთესო ვარიანტია. გიო ოქრო 08:29, 22 იანვარი 2019 (UTC)
- ჯერ მხოლოდ ინფოდაფა "ლიდერი" დავტოვე, რადგან თითქმის არ იყო იქ განსხვავებული ინფორმაცია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 08:32, 22 იანვარი 2019 (UTC)
- საბოლოოდ ინგლისურის მსგავს ინტეგრირებულ თარგს გავაკეთებთ, მაგრამ დროებით ორი ინფოდაფის ჩასმაც შეიძლება--დათო1010 08:20, 22 იანვარი 2019 (UTC)
სალამი! თეთრი გიორგი-სთან დაკავშირებით ვორჭოფობ: ერთის მხრივ, უნდა გვქონდეს სამი სტატია - ჰერალდიკურ სიმბოლოზე, ცნებაზე (რომელიც შეიძლება მრავალმნიშვნელობის გვერდთან გაერთიანდეს), ისტორიულ ორგანიზაციაზე და აფხაზეთის ომის დროინდელ სამხედრო შენაერთზე. თქვენი აზრით, რომელი უნდა იყოს ძირითადი? მრავალმნიშვნელობის გვერდი? და ხომ არ ჯობია ჰერალდიკური სიმბოლოსა და ცნების გაერთიანება?--Melberg განხილვაწვლილი 14:47, 2 თებერვალი 2019 (UTC)
- ალბათ ჰერალდიკური სიმბოლო უნდა იყოს ძირითადი--დათო1010 16:03, 2 თებერვალი 2019 (UTC)
შეკითხვა
რედაქტირებააქ არის გვერდი ლიტერატურის ისტორიის მუზეუმისა, მაგრამ, მე ვერ ვიპოვე მათთან კონტაქტი. თუ იცით, მითხარით, როგორ დავუკავშირდე ლიტერატურის ისტორიის მუზეუმს?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნოდარ შანიძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
სახელის პრობლემა.
რედაქტირებაცაგერის რაიონის, სოფელი ჩქუმის შესახებ ინფორმაციაში არის ერთი ხარვეზი, რომელიც რამდენიმეჯერ შევასწორე მაგრამ უარყოფენ.
კონკრეტულად:
მდინარის სწორი სახელია ჯონოულა, (ჯონოული. ჯნოულა კუთხური სახელწოდებაა), მითითებულია ჯანოული , რაც არ არის სწორი და უკავშირდება რუსულ სახელწოდებებში არსებულ, ტერმინის დამახინჯების პრაქტიკას... джанаули.
ჩემს მიერ შეტანილ ცვლილებებს შლიან,
გ ა ს ა ს წ ო რ ე ბ ე ლ ი ა !
არ აქვს მნიშვნელობა ვინ, ვინმემ მაინც გაასწორეთ :)— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Teimurazsvanidze (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- სტატია ჯონოულათი არის. სად არის პრობლემა ვერ გავიგე და თანაც სტატიაში თქვენს მიერ გაკეთებული ცვლილებები არ ჩანს. --ცანგალა 05:30, 3 აგვისტო 2019 (UTC)
უმნიშვნელოვანესი შეკითხვა!!
რედაქტირებარატომ გაუქმდა ჩემ მიერ Imagine Dragon-ის შესახებ დარედაქტირებული ინფორმაცია?? --ბექა რობიტაშვილი განხილვაწვლილი 12:43, 18 აპრილი 2019 (UTC)
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი
რედაქტირებაგამარჯობა, ამ კონკურსისთვის ავარჩიე თემა "ქიმიურ ელემენტთა წარმოშობა და პერიოდული ცხრილი", მასალა მოვიძიე ინგლისურ ენოვანი წიგნიდან და გადმოვთარგმნე, გარდა ამისა დავიხმარე ინგლისური სტატიებიც. მაინტერესებს, რატომ წამიშალეთ სტატია, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა თქვენ მიერ ზემოხსენებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. თუ შესაძლებელია, აღადგინეთ ეს გვერდი ან დაწვრილებით ამიხსენით მიზეზი. მადლობა— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Luka.gorgadze (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- არსებობს გვერდი ქიმიური ელემენტი, სადაც შეიძლება წარმოშობის ჩაწერა და არსებობს ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა. ცალკე გვერდის არსებობა არ არის საჭირო. გიო ოქრო 15:13, 1 მაისი 2019 (UTC)
ფოტოს დამატება სტატიაში
რედაქტირებაფოტოს დამატება მინდა სტატიაში და ვერ ვახერხებ.იქნებ ამიხსნათ?💚 — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნინო ლაზაშვილი (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- გამარჯობა. ფოტოს ატვირთვისთვის გაეცანით გვერდს. რედაქტირებისა და სტატიაში განთავსებისთვის იხილეთ გვერდი. --Heniokh განხილვაწვლილი 08:33, 14 ივლისი 2019 (UTC)
დახმარება თარგმნასთან დაკავშირებით
რედაქტირებამოგესალმებით, ვგეგმავ ვთარგმნო ვიდეოთამაშები Battlefleet Gothic: Armada და მისი მეორე ნაწილი და რომელიმე ტერმინების თარგმნაზე დახმარებას და რჩევას გთხოვთ: Mgel Darion განხილვაწვლილი 22:16, 2 აგვისტო 2019 (UTC)
- Warmaster — სამხედრო ტიტულია, მთავარსარდალს აღნიშნავს. თუ ალტერნატივა არ იქნება, უბრალოდ ტრანსკრიფციით/ტრანსლიტერაციით ვთარგმნო?
- Lord Commander — ესეც მთავარსარდლის ტიტულია, ოღონდ სხვა ფრაქციისთვის. ვთარგმნო თუ ტრანსკრიფციით/ტრანსლიტერაციით გადავიტანო?
- Warlord — ვარიანტები არ მაქვს.
- Warband — ვარიანტები არ მაქვს.
- Void — ვარიანტები არ მაქვს.
- Despoiler — წამბილწველი?
- Eye of Terror — „შემზარავი თვალი“? ქართულში „ტერორის“ ექვივალენტური სიტყვა ვერ გავიხსენე.
- God-Emperor — [ღმერთი]/[ღვთაება]/[უფალი]-იმპერატორი?
- Aeldari — ელდარი თუ აელდარი?
- Daemon — დემონად ვთარგმნო, დაემონად თუ დეიმონად?
- Khorne, Nurgle, Tzeentch — სახელებია. კჰორნი/ხორნი, ნურგლი/ნერგლი, ტზინჩი/ცინჩი?
- Hive mind — ხროვული გონი? უბრალოდ ქართულში ისეთი სხვა სიტყვა ვერ გავიხსენე, რომელიც მწერების დიდ რაოდენობას აღნიშნავდა.
- Hive-fleet — ანალოგიურად, ხროვა-ფლოტი?
- Craftworld — გიგანტური კოსმოსური ხომალდია, პლანეტოიდისხელა. „ხელქმნილი მსოფლიო“? თუ უბრალოდ ტრანსკრიფციით/ტრანსლიტერაციით გადავიტანო?
- Blackstone Fortress — შავქვის სიმაგრე? კოსმოსური სადგურია, blackstone კი აღნიშნავს მასალას, რომლისგანაც იგია აგებული.
- Crusade — ვიცი, რასაც ნიშნავს, მაგრამ Warhammer 40000-ში ჯვრებით აღარ ლაშქრობენ, ან ორთავიანი არწივები უჭირავთ (თუ ლაშქრობას იმპერიუმი აწყობს), ან რვასხივიანი ვარსკვლავები (თუ ლაშქრობენ ქაოსის მიმდევრები). ყველა მნიშვნელოვან სამხედრო კამპანიას ვარჰამერში ასე ეძახიან (Great Crusade, Damocles Crusade, Macharian Crusade, Black Crusade, Blood Crusade, Shadow Crusade) და უბრალოდ „ლაშქრობად“ ვთარგმნო, თუ მაინცდამაინც „ჯვაროსნული ლაშქრობა“ დავწერო?
- Space marines — რუსულის მიხედვით კოსმოსურ დესანტად/კოსმოდესანტად ვთარგმნო თუ პირდაპირ ინგლისურიდან კოსმოსური ქვეითები დავწერო? აღვნიშნავ — ერთგვარი დამოუკიდებელი სამხედრო ფორმირებაა თავისი ტერიტორიებით, ჯავშანტექნიკით და კოსმოფლოტით.
- Chapter — კოსმოდესანტის დანაყოფებს ასე ეძახიან. კაპიტულად ვთარგმნო?
- Sons of Malice — არა მგონია, რომ „ბოროტების ძენი“ სწორი თარგმანი იქნება მაგისთვის, რამე სინონიმური სიტყვა არსებობს, რომ „ბოროტება“ ჩავანაცვლოთ? მძულვარება მომდის თავში, მაგრამ ვერ ვენდობი.
- Word Bearers — სიტყვის მტვირთველები? ჩემი აზრით ცოტა სულელურად ჟღერს. რამე არქაული ვარიაციები შეიძლება არსებობდეს? მაინც რელიგიური ფანატიკოსები არიან.
- World Eaters — მსოფლიოთა მშთანთქმელები? იქ კიდევ არის Devourer, რომელსაც ასევე „მშთანთქმელად“ ვთარგმნი, და არ მინდა იგივე სიტყვა გამოვიყენო Eater-ის სათარგმნად, ხოლო „მჭამელი“ დიდად არ მომწონს. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Mgel Darion (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- გამარჯობა. Word Eaters - მსოფლიოს მხვრელებად თარგმნე. შედ: Death Eater - სიკდილის მხვრელი. Devourer-ისთვის „მშთანთქმელი“ კარგი შესატყვისია.--იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 05:36, 3 აგვისტო 2019 (UTC)
- მეც ასე გავიფიქრე და სხვა აზრის მოსმენაც მჭირდებოდა, აქაოდა ფანტაზია არ ეყო, მაინცდამაინც ჰარი პოტერის მიხედვით თარგმნაო. თანაც „ხვრა“ მაგათი ლეგიონის სიმბოლოს — ყბებში მოქცეულ პლანეტას — კარგად ვერ უდგება, სამაგიეროდ, მეორეს მხრივ, სახელი მიიღეს მეამბოხეების პატივსაცემად, რომლებსაც ეძახდნენ Eaters of Cities, ამათ კი „ქალაქთა მხვრელები“ თარგმნისას კარგად უდგება. Mgel Darion განხილვაწვლილი 07:10, 4 აგვისტო 2019 (UTC)
მჭირდება დახმარება სტატიის შემოწმებასთან დაკავშირებით.
რედაქტირებათითქმის სამი კვირის წინ განვაახლე და განვავრცე გვერდი ჭუბერის თემი.
ჩემს ცვლილებებს ჯერ კიდევ "შეუმოწმებლის" სტატუსი აქვს, რის გამოც ძველი და ბევრად უფრო მწირი ინფორმაციის მომცველი ვერსია ჩანს. მესმის, რომ სხვა უამრავი სტატია იწერება და იცვლება ყოველდღე, მაგრამ უკვე დიდი ხანი გავიდა და იქნებ დამეხმაროთ? ახალი მომხმარებელი ვარ და იქნებ რამე გამომრჩა, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი ხანი ვილოდე. თვითონ სტატიის განხილვის გვერდზეც დავწერე თხოვნა, მაგრამ უშედეგოდ - პასუხი არ მიმიღია. --Ketikit განხილვაწვლილი 15:54, 2 სექტემბერი 2019 (UTC)
თარგმანი
რედაქტირებაგამარჯობა. მაინტერესებს, თუკი სტატია მხოლოდ უცხო ენაზეა, ვთქვათ, გერმანულზე და მინდა ვთარგმნო, რა მითითებებით ვიხელმძღვანელო, რომ სწორად გავაკეთო და არ წამიშალონ. მადლობა.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Shorena705 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
ტოპონიმების თარგმნა
რედაქტირებასაინტერესოა, უნდა ითარგმნოს თუ არა ტოპონიმები და რომელი ენის მიხედვით უნდა ეწოდოს სახელი (აქ ლაპარაკია რუსეთის ფედერალური სუბიქეტების დასახლებულ პუნქტებზე). მაგ., განხილვა:ზემო აჩალუკი. როგორც წესი, არადამკვიდრებული ტოპონიმები არ ითარგმნება და . მაგ., ქსე, ტ. 11, გვ. 161, ჩრდ. ოსეთის ასსრ-ის რუკაზე — ვერხნი-ზგიდი (რუს. Верхний Згид, ოს. Уæллаг Зджыд). როგორც ჩანს ამ შემთხვევაში რუსული სახელი უპირატესია და თანაც არ ითარგმნება. იქნებ რაიმე წესი შემოვიღოთ და ყველა სტატია მას დავუქვემდებაროთ. გიო ოქრო 14:51, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
- მგონი მანდ საერთო მიდგომა არ არის. ზოგი ნათარგმნია და ზოგი არა. აბა ქსე-ში გადაამოწმე ქალაქი Минеральные Воды ნათარგმნია როგორც მინერალური წყლები თუ არა?--დათო1010 17:23, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
- @David1010: ქსე, ტ. 9, გვ. 543, სტავროპოლის მხარის რუკა — მინერალნიე-ვოდი. არ ითარგმნება. გიო ოქრო 17:37, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
- გასაგებია. თუმცა აქვე ზემო ლარსი ნამდვილად ნათარგმნია და რუსული სახელწოდებით ვერხნი-ლარსი არსად შემხვედრია--დათო1010 17:44, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ჩრდ. ოსეთის რუკაზე — ვერხნი-ფიაგდონი. არ მგონია რაიმე წყაროში ზემო ლარსი დასტურდებოდეს. უნდა იყოს ვერხნი-ლარსი. გიო ოქრო 17:49, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ერთიანი მიდგომა აშკარად არ არსებობს. ახალი ორლეანი, ახალი მიწა, მაგრამ ნიუ-მექსიკო, ნიუ-იორკი, მონბლანი და ა. შ. — Mikheil მიწერა 18:46, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
- მხოლოდ ერთ მაგალითს დავწერ: მინერალნიე-ვოდი, მ ი ნ ე რ ა ლ უ რ ი წ ყ ლ ე ბ ი — ქ.; სტავროპოლის მხარე რსფსრ, გვ. 133, საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ. 1987
- აქვე ვკითხულობთ ვერხნი-ზგიდი, ვერხნი-ფიაგდონი, ვერხნი-სერგი, ვერხნი-უფალეი, ვერხნი-ტაბილი და სხვა. --ცანგალა 19:42, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
- @MIKHEIL: აქ ლაპარაკი მაქვს დაუმკვიდრებელ სახელებზე. დამკვიდრებულებს არ ვეხებით. გიო ოქრო 13:57, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- დაუმკვიდრებელი არაფერი არ არსებობს. უბრალოდ წყარო ვერ ვნახეთ. განხილვა:ზემო აჩალუკი რადგანაც ინგუშეთში და შემდეგ რუსეთში შედის უნდა იყოს ვერხნიე-აჩალუკი ან ვერხნიე-აჩალუქი როგორც ხედავთ მრავლობითია Верхние და არა Верхный. --ცანგალა 15:15, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ერთაინი მიდგომა არ არსებობს და დამკვიდრებულ-დაუმკვიდრებელი არაფერ შუაშია. — Mikheil მიწერა 17:17, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ითარგმნ[ებ]ა მხოლოდ ძალიან გავრცელებული სახელები. არსად არ არის გადათარგმნილი რუსეთის ქალაქები და სოფლები (ერთადერთი [რაც მახსენდება] — დონის როსტოვი). გიო ოქრო 17:41, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- რას ჰქვია მხოლოდ ძალიან გავრცელებული? ნიუ-იორკი ნაკლებად გავრცელებულია? — Mikheil მიწერა 17:48, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- არა, ანუ თარგმნის შემთხვევები მხოლოდ გავრცელებულ ტოპონიმებში გვხვდება-თქო. გიო ოქრო 17:52, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ნიუ-იორკის, რიო-დე-ჟანეიროს, სან-პაულუსა და სხვა მრავალი მაგალითი მეტყველებს, რომ მთლად ასე არ არის. — Mikheil მიწერა 17:55, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ყველა ითარგმნება-თქო ხომ არ ვამბობ? რაც თარგმნილია ყველა ცნობილია. ორთოგრაფიულ ლექსიკონებში დანარჩენი (ნაკლებად ცნობილი) ტოპონიმები არ არის თარგმნილი. გიო ოქრო 18:10, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- „ითარგმნება-მეთქი“ 😉 — Mikheil მიწერა 18:36, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- „[...-თქო]“ 😉 გიო ოქრო 18:38, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- „ითარგმნება-მეთქი“ 😉 — Mikheil მიწერა 18:36, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ყველა ითარგმნება-თქო ხომ არ ვამბობ? რაც თარგმნილია ყველა ცნობილია. ორთოგრაფიულ ლექსიკონებში დანარჩენი (ნაკლებად ცნობილი) ტოპონიმები არ არის თარგმნილი. გიო ოქრო 18:10, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ნიუ-იორკის, რიო-დე-ჟანეიროს, სან-პაულუსა და სხვა მრავალი მაგალითი მეტყველებს, რომ მთლად ასე არ არის. — Mikheil მიწერა 17:55, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- არა, ანუ თარგმნის შემთხვევები მხოლოდ გავრცელებულ ტოპონიმებში გვხვდება-თქო. გიო ოქრო 17:52, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- რას ჰქვია მხოლოდ ძალიან გავრცელებული? ნიუ-იორკი ნაკლებად გავრცელებულია? — Mikheil მიწერა 17:48, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ითარგმნ[ებ]ა მხოლოდ ძალიან გავრცელებული სახელები. არსად არ არის გადათარგმნილი რუსეთის ქალაქები და სოფლები (ერთადერთი [რაც მახსენდება] — დონის როსტოვი). გიო ოქრო 17:41, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ერთაინი მიდგომა არ არსებობს და დამკვიდრებულ-დაუმკვიდრებელი არაფერ შუაშია. — Mikheil მიწერა 17:17, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- დაუმკვიდრებელი არაფერი არ არსებობს. უბრალოდ წყარო ვერ ვნახეთ. განხილვა:ზემო აჩალუკი რადგანაც ინგუშეთში და შემდეგ რუსეთში შედის უნდა იყოს ვერხნიე-აჩალუკი ან ვერხნიე-აჩალუქი როგორც ხედავთ მრავლობითია Верхние და არა Верхный. --ცანგალა 15:15, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- @MIKHEIL: აქ ლაპარაკი მაქვს დაუმკვიდრებელ სახელებზე. დამკვიდრებულებს არ ვეხებით. გიო ოქრო 13:57, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ერთიანი მიდგომა აშკარად არ არსებობს. ახალი ორლეანი, ახალი მიწა, მაგრამ ნიუ-მექსიკო, ნიუ-იორკი, მონბლანი და ა. შ. — Mikheil მიწერა 18:46, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ჩრდ. ოსეთის რუკაზე — ვერხნი-ფიაგდონი. არ მგონია რაიმე წყაროში ზემო ლარსი დასტურდებოდეს. უნდა იყოს ვერხნი-ლარსი. გიო ოქრო 17:49, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
- გასაგებია. თუმცა აქვე ზემო ლარსი ნამდვილად ნათარგმნია და რუსული სახელწოდებით ვერხნი-ლარსი არსად შემხვედრია--დათო1010 17:44, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
- @David1010: ქსე, ტ. 9, გვ. 543, სტავროპოლის მხარის რუკა — მინერალნიე-ვოდი. არ ითარგმნება. გიო ოქრო 17:37, 3 ოქტომბერი 2019 (UTC)
შეკითხვა
რედაქტირება-
Могила Давида Утиева
-
Могила Давида Утиева
ყველას მოგესალმებით. არ ვიცი ქართული. ამ კლდეზე არის დაწერილი "Davud Utiyev" რუსულად. მინდა ვიცოდე, რა წერია ქართულად? წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის. Tofiq Kərimli განხილვაწვლილი 13:07, 26 ოქტომბერი 2019 (UTC)
- @Tofiq Kərimli: File:David Utiyev, qəbr.JPG — На камне появляются следующие слова:
- [ე]სა ამასა ქვე[ყანასა]
???
ეკლესიის მღ[ვდელი]
დავით უტ[იევი]
[მეუ]ღლე ანნა
[...]დ[?]ან 55 წლი[სა]
[...?]ველნი გ[?...]
[...] მიბრძან - Если вы можете сделать фотографию лучшего качества (для грузинского текста), тогда текст можно полностью расшифровать. გიო ოქრო 15:08, 26 ოქტომბერი 2019 (UTC)
- გმადლობთ. ხვალ ახალ სურათს ვიღებ. გასაგებია, რომ დავით უტიევი 55 წელი მსახურობდა ეკლესიაში. ეს სტატია აზერბაიჯანულ ენაზეა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ იგი ავტო-მთარგმნელის მიერ: Nuxa Üçmüqəddəs kilsəsi Tofiq Kərimli განხილვაწვლილი 15:35, 26 ოქტომბერი 2019 (UTC)