ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება/არქივები/4

პრობლემა გვერდის გაზიარებისას

მოგესალმებით,

ახალბედა ვარ და ბევრ რამეში ვერ ვერკვევი. იქნებ დამაკვალიანოთ... გვერდის გაზიარებისას მის პირველ რედაქციას აჩვენებს ვიზუალურად, მხოლოდ გვერდის გახსნის შემდეგ ჩანს ბოლო რედაქცია. რა უნდა გავაკეთო, რომ გვერდის გაზიარებისას ბოლო რედაქცია გვერდის გახსნამდეც აჩვენოს? აჩვენოს?

მადლობა წინასწარ წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ხატია.რ (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვერ გავიგე, რას გულისხმობთ გვერდის გაზიარებაში? ფეისბუკზე გაზიარებას? ალბათ ფეისბუკის ხარვეზია, რასაც ჩვენ არა მგონია ვუშველოთ. Deu. 07:40, 7 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
შემოწმობულ და შესამოწმებელ გვერდებზე გვესაუბრება ეს მომხმარებელი, მგონია. — G.G. 08:26, 7 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

შესწორება

ჯესი ჯეის შესახებ შევასწორე ინფორმაცია უფრო სწორედ განვავრცეე და უბრალოდ გადავთარგმნე პატარა ნაწილი იმისა, რაც წერია მასზე ამავე საიტზე ინგლისურ ვერსიაში .ამ ჩასწორებაზე მოვიდა უარი. ასევე ის არის შეყვანილი ბისექსუალ მომღერლებში. ესეც შევასწორე და თან დავამატე ინფორმაცია, მისი ინტერვიუს შესახებ სადაც ის ამაზე საუბრობს იმედია ამას მაინც არ გააბათილებთ... ისე კი აწ გაბათილებულის სისწორე შეგიძლიათ შეამოწმოთ ვიკიპედიის ინგლისურ ვერსიაში წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Levaani (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

შეტანილია შესწორებები და გამოტანილია ცალკე სექციად მისი პირადი ცხოვრება, სადაც დაიწერა ბი-ურთიერთობების შესახებ. ინგლისური ვიკი ჩვენთვის მოდელი არ არის. მასთან სინქრონიზაციას აქ არ ვატარებთ. --Henry (მომწერეთ) 19:07, 7 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

შეგიძლია სადაა ეს? უბრალოდ მიმაჩნია არ უნდა იყოს ის ბი მომღერლებში თუ ეს იცით... წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Levaani (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვიკიპედიაში თუ რამე ვინმეს მიაჩნია, იწერება ვრცელი დასაბუთებებით. ამჟამად ამოშლილია ბი-კატეგორია. საკითხი ამოწურულია. --Henry (მომწერეთ) 19:16, 7 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ახლა უკეთესია... :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Levaani (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  . --Levaani განხილვაწვლილი 19:23, 7 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ახალი რუკა

Request: Can you create alternative png, or if you can, svg versions of the European country maps without any separatist regions depicted, which that politically biased bully Leftcry has usurped
Can you create alternative png, or if you can, svg versions of the European country maps (and any other map) without any separatist regions depicted, which Leftcry has usurped? Please make sure that the TITLE and the DESCRIPTION section of each of these maps reflects it (so politically minded bullies like him can have no excuse to add separatist regions in these new alternative maps) when you first upload them and that any future changes need to conform to this. And if he interferes in these alternative maps as well, report him. Please also check my history section on these maps I have visited and edited, but were all undone by Leftcry, and all other maps I have not, which are being visited and usurped by him.
Thank you and best regards. --A2D2 (talk) 16:16, 17 January 2015 (UTC)

შეგიძლიათ დამეხმაროთ, ვერ გავიგე რომელ რუკაზე მელაპარაკება --MEDGEORGIA  განხილვა  17:42, 17 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

აი ამაზე ამბობს, ერთი ტიპია, „ლეფტკრაი“ ყველგან სეპარატისტულ რეგიონებს ამატებსო, წინაზე მე დავუცაცხანე და დამითმო, მაგრამ თურმე ამასთანაც იგივე პრობლემა ყოფილა. აი ასეთ ფაილებზე იძახის: 1) სეპარატისტული რეგიონებით - File:EU-Croatia.svg და 2) ჩემი გადაკეთებული სეპარატისტების გარეშე - File:EU_-_Croatia.svg --g. balaxaZe 14:16, 18 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ანგარიშის გაუქმება

გამარჯობა, ვიკიპედიაზე 2 ანგარიში მაქვს გახსნილი და ერთ-ერთის გაუქმება მინდა და შემიძლია? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nin-Nni (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

@Nin-Nni: სამწუხაროდ, ამის საშუალება არავის აქვს (ადმინისტრატორსაც). ამიტომ უნდა მითხრათ, რომელი ანგარიშის დაბლოკვა გირჩევნიათ და სამუდამოდ დავბლოკავ ისე, რომ უმოქმედო იყოს (ანუ მისი გამოყენება შეუძლებელი იყოს თქვენთვის და სხვისთვის).--Henry McClean განხილვაწვლილი 19:02, 3 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

და ჰქონდეს ორი ანგარიში, რა პრობლემაა? ნუ გამოიყენებს მეორეს, რათ უნდა დაბლოკვა. მეც მაქვს ორი ანგარიში. Deu. 20:24, 3 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
ვარიანტია. არ მითქვამს, რომ სავალდებულოა. --Henry McClean განხილვაწვლილი 04:43, 4 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

თარგმნა

გამარჯობათ, ვეპირებ სტატიის დაწერას 1907 წელს თბილისში მომხდარ ბანკის ძარცვის შესახებ, რომლის შესახებაც მეც ცოტა ხნის წინ გავიგე ინგლისურენოვანი ვიკიპედიის მეშვეობით. ესაა სტატია ინგლისურ ვიკიში (რჩეული სტატია), ესეც რუსულენოვანში. წყაროდ ქართული ინტერნეტ-სივრცე ვერ გამოდგება რადგან ძალიან მცირე ინფორმაცია ვნახე ძარცვის შესახებ. უმეტესწილად ვთარგმნი და ქართული წყაროებიდანაც ვეცდები შევავსო. მაგრამ პირველ რიგში არ ვიცი რა სათაურით შევქმნა სტატია.

მაქვს რამდენიმე ვარიანტი: ტფილისის ბანკის ძარცვა 1907 წელს, 1907 წლის ტფილისის ბანკის ძარცვა, ტფილისური ექსპროპრიაცია. რომელი სათაურით უნდა იყოს?

თავიდან ტფილისის მაგივრად ვფიქრობდი ტიფლისს მაგრამ ეს შეცდომა იქნება ალბათ ხო?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Tegera (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ძალიან კარგი იქნება თუ გადათარგმნით. მე ვფიქრობ თბილისის ბანკის ძარცვა სავსებით მისაღები ვარიანტია. თუ სხვა ძარცვა ცნობილი არ არის მაშინ წელი არ უნდა. შექმენით სტატია და შემდეგ საჭიროება თუ გაჩნდა განიხილავენ. - OTOGI Messages 18:59, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

მინდა ვიყო აქტიური მხარდამჭერი ქართული ვიკიპედიის

მოგესალმებით, მე ახლახან დავრეგისტრირდი ვიკიპედიაში, თუმცა აქამდეც ხშირად ვსარგებლობდი თქვენი "სერვისით", ახლა კი მინდა უშუალოდ გავხდე წევრი ამ ოჯახის, მე ვარ 17 წლის, თუმცა მაქვს გამოცდილება, სტატიების წერის და ა.შ გთხოვთ დამეხმაროთ რათა გადავდგა პირველი ნაბიჯი და მეც შევიტანო ჩემი წვლილი ქართული ვიკიპედიის განვითარებაში.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გიორგი ცინცაძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

სიამოვნებით. მომძებნე ფეისბუკზე და დაგეხმარები ჯაბა ლაბაძე --ჯაბა 1977 18:16, 15 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

გურიის მდიანრეები

ეს პაილი გადათარმეს ივრითულათ. რე არის სწორი:

Geagea განხილვაწვლილი 14:09, 26 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ: ეს ტბა (იმნათის ტბა) არის ეს პატარა ტბე ზევით მარცხნა რუკაზე? @David1010:, @Kober:Geagea განხილვაწვლილი 10:43, 27 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
ჩოლოქი და რიონი რეგიონის სასაზღვრო მდინარეებია და შეიძლება ამიტომ არაა რუკაზე. ჩოლოქი მაინც უნდა ყოფილიყო. იმნათის ტბა სწორადაა. დანარჩენი მდინარეების სახელები შესაძლოა შეცდომით იყოს რუკაზე --M. განხილვაწვლილი 19:11, 18 ივლისი 2015 (UTC)[უპასუხე]

საკუთარი სურათის ატვირთვა

გამარჯობათ! მე ვარ ახალი მომხმარებელი. ავტვირთე ინფორმაცია ჩემ შესახებ „თემურ მაისურაძე“. ვერ შევძელი მომეძიებინა ინფორმაცია თუ როგორ ავტვირთო საკუთარი სურათი. აქ საავტორო უფლებებზეა საუბარი, მაგრამ მე ჩემი პირადი ფოტოს ატვირთვა მსურს. სასარგებლო მარტივი რჩევა ვერ ვნახე. გარდა ამისა, სხვა საავტორო გვერდებზე, სურათი განთავსებულია მარჯვნივ ჩარჩოში დაბადების და სხვა მონაცემების მითითებით. როგორ კეთდება ასეთი დიზაინი და ფორმატირება? --Temuri 27 განხილვაწვლილი 18:21, 17 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

ასდა

როგორ დავამატო ტექსტზე სურათი ?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.74.127.168 (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა, იხილეთ დახმარების გვერდი - ვიკიპედია:სურათების რედაქტირება. --George.G / 18:29, 18 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ დამეხმაროთ ჟიული შარტავას ინფორმაცია სველოდები დიდიხანია რომ შეამოწმონ და არაა ჯერ შემოწმებული.--იაკოგაჩე განხილვაწვლილი 18:16, 19 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! პირველ რიგში, სტატია საჭიროებს გაფორმებას, და, მეორე, ამ შემთხვევაში, ვალდებული ხართ, რომ წყარო მიუთითოთ, ანუ რესურსი, საიდანაც მოიძიეთ აღნიშნული ტექსტი. - OTOGI Messages 19:41, 19 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

სდრ

გამარჯობა. კითხვა მაქვს: რა ქოფირაით სტატუსი აქვს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში (1918–1921) შექმნილ ინტელექტუალურ პროდუქციას? არსებობდა საავტორო უფლებების კანონი მაშინ? გამომდინარე იქიდან, რომ არც საქ. სსრ და არც თანამედროვე საქართველო არაა სდრ-ს სამართალმემკვიდრე, სდრ-ს დროს შექმნილი პროდუქტი "საზოგადოებრივ დომენშია" თუ არა (გარდა იმ სიტუაციისა, როცა პროდუქტმა ხელახალი სტატუსი მიიღო 1921 წლის შემდგომ პერიოდში)? --Kober განხილვაწვლილი 20:53, 26 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

მინდა პირადად რომელიმე თქვენთაგანთან შეხვედრა, გთხოვთ დამიკავშირდეთ. 593906275 გოგიტა

მინდა პირადად რომელიმე თქვენთაგანთან შეხვედრა, გთხოვთ დამიკავშირდეთ. 593906275 გოგიტა

უცხოენოვანი სტატიების გადმოთარგმნა ქართულად

გამარჯობა. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა უცხოენოვანი სტატიების გადმოთარგმნა ქართულად და ახალ სტატიად შექმნა? ლიტერატურა და რესურსები იგივე დარჩება რაც უცხოენოვან სტატიაზეა, უბრალოდ თვითონ სტატია იქნება ქართულ ენაზე.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dzaocom (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

რასაკვირველია შეიძლება, ვიკიპედიაში ეს სტატიების შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი ხერხია. PS. კომენტარებს ხელი მოაწერეთ ხოლმე.--ILIA განხილვა 15:19, 6 ივლისი 2015 (UTC)[უპასუხე]

კითხვა

ძალიან მინდა ვწერო მედია თემებზე. ქართულ ტელევიზიენზე. რადიოებზე. ჟურნალისტებზე. ისე როგორც ეს უცხოურ ვიკიოედიებში არსებობს. თითქმის ყველა ენაზეა მათი ქვეყნებიდ ტელე-რადიო მაუწყებლობები და მათი წარმომადგენლები. მეც მაქვს სურვილი აქაც გავაკეთო. რას მირჩევთ? რას იტყვით? მადლობა დიდიი <3

ძალიან კარგი. დაიწყეთ და ნელ-ნელა ვიკი-რედაქტორები დაგეხმარებიან ვიკიპედიის წესებით სტატიების წერაში. --ჯაბა 1977 15:18, 25 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

ოსები

გამარჯობა!

მე ახალი მომხმარებელი/რედაქტორი ვარ. იმედია კარგი თანამშრომლობა გამოგვივა...


სტატია "ოსები“, რომელშიც სრული სიმართლე წერია, ინგლისურ ანალოგშიც გადაწერეთ სიტყვა-სიტყვით, ისტორია მათი საქართველოში დასახლების შესახებ, ვისაც შეუძლია...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Despeler (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

პირდაპირი ბმული

მოგესალმებით, ჩემს ვიკიში სხვადასხვა სტატიის ბმული არის შემდეგი სახით /index.php?title=მთავარი_გვერდი და მინდა, რომ პირდაპირ ეწერებოდეს /მთავარი_გვერდი. გთხოვთ, დამეხმარეთ როგორ შევიტანო ეს ცვლილება.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 87.253.50.179 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

@მომხმარებელი:87.253.50.179, გამარჯობა. პროგრამული მხარდაჭერისათვის მიმართეთ ამ საიტს. – BruTe () 21:17, 2 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ახალი გვერდებისთვის ფოტოების ატვირთვის პრობლემა

სალამი,

ერთ დროს ნორმალურად ვერკვეოდი ვიკიპედიაში მუშაობის საკითხებში. ახლა უკვე ბევრი რამე აღარ მახსოვს და თუ შეიძლება, რომ როდესაც რედაქტორი ნახავს ჩემს მიერ ატვირთულ ორ მასალას (შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და ირმა რატიანი) და თუკი რამე შენიშვნები ექნება და გასწორდება, იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ, როგორ უნდა ავტვირთო სურათები ორივე სტატიისთვის?

წინასწარ დიდი მადლობა:)--Ljova განხილვაწვლილი 18:08, 28 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Ljova: გამარჯობა, თავისუფალი ლიცენზიის მქონე სურათები ვიკისაწყობში უნდა აიტვირთოს, ხოლო არათავისუფალი სურათების ატვირთვა აქ ხდება --დათო1010 18:31, 28 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

კითხვა

გამარჯობა! მაინტერესებს, არსებობს თუ არა სტატიების ზომის რაიმე კრიტერიუმი. ანუ, მაგალითად, სტატიები < 4kb-ზე მიუღებელია, > 100kb-ზე კარგი და ა.შ. თუ არის რამე სტატია, ინსტრუქცია, FAQ, თუნდაც უხცოურ ენაზე, თუ შეიძლება, მომწერეთ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Paranoid97 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ნიუ იორკი

თუ შეგიძლიათ ამიხსნათ, რას არის დოტ-კომის ბუმი და ეს წინადადება რას ნიშნავს: 90-იანი წლების ბოლო დოტ-კომის ბუმმა ქალაქს მნიშვნელოვანი ფინანსური ძლიერება მოუტანა, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბუმის ათწლეულის დაჩქარებაში. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 82.211.166.179 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვუპასუხე მისი განხილვის გვერდზე --Henry McClean განხილვაწვლილი 20:08, 14 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ

გამარჯობათ ვიკიპედიელებო, ძალიან მინდა ტქვენი დახმარება. ტერმინების ტარგმნა მინდა ზუსტად და ტუ არის ვინმე მცოდნეე გეოლოგიასჰი და გეოგრაფიასჰი დამაკავსჰირეტ. მანტერესებს [[1]], [[2]] [[3]] [[4]] [[5]] ქარტულად რა ჯანდაბა ქვია ამ ღრუბლებს, ბოდისჰიტ ამ სიტყვისტვის. გტხოვტ მიტარგმოს ვინმემ. დზალიან მჭირდება უნივერსიტეტსჰი. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 37.233.154.231 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ინტერვიკები კატეგორიების გვერდზე

ცოტა გაუგებრობაში ვარ   ახალი კატეგორიის დამატებისას, ამ კატეგორიის გვერდს ინტერვიკები როგორ მივუმაგრო? მაგალითად კატეგორია:თეატრები ქალაქის მიხედვით სანამ რამე არ ჩაიწერება და არ შეინახება ხომ შეუძლებელია ენათშორისი ბმულების და კატეგორიის მითითება? მაშინ აქ კატეგორია:გეოკრიოლოგია როგორ ჩაისვა ინტერვიკები? --Waiper ვიკი ჩვენი არსობისა 11:26, 23 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

შეგახსენებთ - საკუთარ გზავნილებს ხელი უნდა მოაწეროთ (ეს მისალმებაში წერია, რომელიც განხილვის გვერდზე გაქვთ).

კითხვის შესახებ - ოდნავ ვერ გავიგე. თქვენ რაც გვიჩვენეთ (გეოკრიოლოგია), უკვე შეიცავს სტატიებს. იქმნება კატეგორია (თავისი კატეგორიების მითითებით), რის შემდეგაც პოულობთ მის ანალოგიურ უცხოურ სტატიას და იქიდან ინტერვიკიში შედიხართ და ამატებთ ქართულს ჩამონათვალში. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:43, 23 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

უი... მომხმარებელს განხილვის გვერდზე ვუპასუხე იგივე... ჰენრი არ ვიცოდი აქ თუ უპასუხებდით თქვენ... ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 10:52, 23 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მადლობა პასუხისთვის, სამწუხაროდ წეღან გამომრჩა ხელმოწერა. ზემოთაც ჩავასწორე --Waiper ვიკი ჩვენი არსობისა 11:26, 23 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

რა არის საჭირო შემმოწმებელი რომ გავხდე?

რა უნდა გავაკეთო რომ გავხდე შემმოწმებელი ან თუნდაც სანდო მომხმარებელი ან საერთოდ რამე სტატუსი რომ მოვიპოვო. კონკრეტულად იქნებ მითხრათ რისი გაკეთებაა საჭირო? CONTROLLER2 განხილვაწვლილი 13:04, 13 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

აქტიურად უნდა იმუშაოთ ვიკიპედიაში წესებით დაცვით და გარკვეული დროის შემდეგ თქვენი წვლილიდან გამომდინარე მოგენიჭებათ სანდო მომხმარებლის სტატუსი--დათო1010 13:14, 13 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

@CONTROLLER2: მადლობა აქტიურობისთვის. ამასთან აუცილებელია შემდეგი განმარტების მოცემა:

თხოვნას შემმოწმებლობის შესახებ წერს ყველა, ვისაც აღიზიანებს, რომ სტატიაში შეუმოწმებლის შეტყობინება ხვდება. შემმოწმებლობა არ არის ერთადერთი გზა, თავი ავარიდოთ ამ შეტყობინებას. ეგ შეტყობინებაც მხოლოდ შეტყობინებაა, სინამდვილეში, რა ცვლილებებიც სტატიაშია შეტანილი, ყველა აისახება, თუმცა კი სხვა მომხმარებლები კითხულობენ, რომ უკანასკნელი ცვლილებები ჯერ არ არის შემოწმებული.

შემმოწმებლის სტატუსს ძირითადად აძლევენ აქტიურ წევრებს, რომლებიც უკვე კაი ხანი მუშაობენ და არ აქვთ ვანდალური რედაქტირებების გამოცდილება. გარდა ამისა, შემმოწმებლები ამოწმებენ ყველა სტატიას - განურჩევლად თემატიკისა და ყოველთვის აკონტროლებენ გვერდს სპეციალური:ბოლოცვლილებები

თუ გაწუხებთ ის, რომ შეუმოწმებლის შეტყობინება გხვდებათ - ჩემი რჩევა იქნება, გადააბიჯოთ ამ ემოციას, ვინაიდან შემმოწმებლები (ჩემი ჩათვლით) ისედაც შედიან ყველა სტატიაში და ამოწმებენ.

ამასთან, მნიშვნელოვანი საკითხები თქვენი სტატიების შესახებ. ის, რომ თუნდაც Ajax არ შემოწმებულა, ბუნებრივია - ამჟამად სტატია არ დამოწმდება, ვინაიდან მასში წერია ასეთი ტექსტი:

"ასევე ყურადღება მიაქციეთ კოდში დიდი ასოების გამოყენებას რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს" - ვიკიპედია ვიკიწიგნები არ არის, ამიტომ ჩვენს სტატიებში მკითველს არ მივმართავთ. შეგხვდებოდათ სტატიები, სადაც ეს წესი დარღვეულია - დიახ და ასეთი სტატიები შესაცვლელია. თუ ადრე ბევრს შეცდომა მოსვლია და ასეთი ენით წერდა, ახალ სტატიებში ეს უნდა გავითვალისწინოთ.

PHP-ის სტატიაში დაწერილი თქვენი ტექსტი:

"ალბათ გასაგებია რომ HTML კოდები უნდა ჩაიწეროს ჩვეულებრივი ტექსტის მსგავსად print ბრძანებაში"

ამოვიღე, ვინაიდან ესეც არავიკიპედიური თხრობაა. ამიტომ, მსგავსი შინაარსი არ დამოწმდება, სანამ ასეთი ტიპის თხრობა შეგვხვდება ამა თუ იმ სტატიაში. აგრეთვე გთხოვთ - ნაწერში სასვენი ნიშნები დასვათ. მაგრამ-ის, რადგან-ის, ვინაიდან-ის, რათა-ს, რომ-ის და ა.შ. წინ ყოველთვის უნდა იყოს მძიმე. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:23, 13 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

სტატია

მოგესალმებით, შემიძლია, ბიოგრაფიული სტატიის გამოქვეყნება, რომელიც ქართულ ვიკიპედიაში ვერ ვიპოვე და გერმანული ვიკიპედიიდან ვთარგმნე? გმადლობთ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Marita Cheshmaritashvili (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

@Marita Cheshmaritashvili: - რა თქმა უნდა! თავისთავად, პიროვნება უნდა იყოს რეალური (თუ გერმანული ვიკიპედიიდან თარგნეთ, ალბათ ასეც არის). მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ ის რამდენიმე მითითება, რომელიც მიიღეთ თქვენი განხილვის გვერდზე სულ თავში. და შეეცადეთ, გამართული ენით დაწერილი სტატია შემოიტან. ავტომატურ რეჟიმში ნათარგმნი სტატიებიც დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დააკორექტირებთ, რომ ჰქონდეს მისაღები სახე. წარმატებებს გისურვებთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:58, 27 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]