პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

შოთა [UT] 15:16, 2 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ფაილები

რედაქტირება

გამარჯობა. თუ გინდათ, რომ თქვენი სასურველი სურათი ჩასვათ სტატიაში, ჯერ უნდა ატვირთოთ, შესაბამისი ლიცენზიითა და აღწერით --შოთა [UT] 15:18, 2 მარტი 2013 (UTC)პასუხი

იხილეთ

რედაქტირება

იხილეთ: განხილვა:Russula vescaოთოჯი განხილვა 17:10, 2 მარტი 2013 (UTC)პასუხი

რატომ უთითებ ყალბ ლიტერატურას ? – ოთოჯი განხილვა 17:21, 2 მარტი 2013 (UTC)პასუხი

იხილეთ: ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება / ვიკიპედია:წყაროს მითითებაოთოჯი განხილვა 17:34, 2 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ფაილი:Russ nig.jpg

რედაქტირება

ამ ფაილს რომ ამატებთ - კი, მაგრამ, კითხულობთ, რა აწერია ლიცენზიად? ან რისთვის გესაჭიროებათ სურათის ატვირთვა, როდესაც საერთო საცავში ისედაც ბევრი ფოტოა და შეგიძლიათ პირდაპირ ფაილების სახელები დააკოპიროთ და ჩასვათ აქ? --H.McC. განხილვაწვლილი 20:14, 2 მარტი 2013 (UTC)პასუხი

საერთაშორისო ბმულები

რედაქტირება

გამარჯობა. სტატიას აუცილებლად მიუთითეთ საერთაშორისო ბმულები. — მიხეილ მიწერა 21:31, 2 მარტი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობა. მე მინდა რომ დავდო სტატიები თითქმის ყველა სოკოზე. ლიტერატურა მაქვს საიდანაც ვიწერ, სურათები ან იგივე სტატიის ოღონდ სხვა ენებზე დაწერილ სურათს ვიყენებ ან გუგლში ვეძებ ისეთს რომელიც აღწერას აკმაყოფილებს. გადავხედე სხვა სტატიებს სოკოზე ქართულ ენაზე სადაც ლიტერატურის გარდა არაფერი არ არის მითითებული და მანც ყველასთვის დასანახია. მე კი ლიტერატურაც მივუთითე, სქოლიოც და წყაროც და თქვენ კიდე მეუბნებით რომ ყალბია??? თუ არ გჯერათ არც სურათების და არც სტატიის მაშინ მითხარით და საერთოდ წავშლი. - |სანდრო მიწერა 10:34, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი

სურათები

რედაქტირება

საკუთარი კომპიუტერიდან სურათებს ნუ ამატებთ (და ნუ უთითებთ საკუთარ კომპიუტერზე გადამისამართებებს). თუ არის უცხოენოვან სტატიაში ფოტო, გამოიყენეთ იგი. დააკოპირეთ სახელი (მაგ.: Russula ochroleuca châtaigne.JPG) და უბრალოდ ჩასვით აქაურ სტატიაში და ჩაჯდება. არანაირი {{img src="C:\Users\sandro\desktop\russula-ochro.bmp"| }} არ მუშაობს. --H.McC. განხილვაწვლილი 18:09, 10 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ფაილი:B.-megrelica-Mt-Javari-Bartlett.jpg

რედაქტირება
 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:B.-megrelica-Mt-Javari-Bartlett.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. - OTOGI Messages 10:32, 25 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

შესავალი

რედაქტირება

სტატიებში ასეთი შესავალი არ იწერება. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:47, 27 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

უნდა ეწეროს ნათლად, თუ რა არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:47, 27 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

რჩევა

რედაქტირება

გამარჯობა! თეთრი წეროსწვივა მითითებული გქონდათ ქსე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ქსე-ის მითითება ისეთ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როდესაც მითითებულ გვერდზე მოიძებნება დასახელებული სტატია. რადგან 11 ტომში 310 გვერდზე არ მოიძებნება თეთრი წეროსწვივა ქსე-ის მითითების საჭიროება აღარ არსებობს. გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ. - OTOGI Messages 20:27, 27 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ბმულები

რედაქტირება

გთხოვთ, გადახედოთ ამას - ვიკიპედია:ენათაშორისი ბმულები --Henry McClean განხილვაწვლილი 07:50, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი


წეროსწვივა

რედაქტირება

რატომ ამოიღეთ ტექსტი სტატიიდან წეროსწვივა? --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:57, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ

რედაქტირება
გაფრთხილება!
თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს.

შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება.

OTOGI Messages 10:10, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ხალხნო ჯერ კარგად დააკვირდით რა შევცვალე და რა წავშალე და მერე მომეცით შენიშვნები. ვანდალიზმი რა შუაშია? იყო სტატია სახელად "წეროსწვივა" რაც აღწერდა სოკოს გვარს და არა სახეობას. ქართულად გვარსაც და სახეობასაც ერთიდაიგივე სახელო აქვს ამიტომ საჭირო იყო მათი განცალკევება. ამიტომ "წეროსწვივა" გადავაკეთე სოკოს გვარად, ხოლო წერეწო როგორც სახეობა შევქმენი ახალ სტატიად სადაც ის სრული სახელით იყო მოხსენიებული და არა მარტო წეროსწვივათი. მე ვერ ვხვდები რატომ აღშფოთდით ასე? რამე გავაკეთე არასწორად? ამიხსენით სად იყო აქ ვანდალიზმი.. |სანდრო მიწერა 18:34, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

აქ განხორციელებული ცვლილება ვანდალიზმის ტოლფასია. ამოგიშლიათ შიგთავსი. შენიშვნა არავის არ გსიამოვნებთ და როდესაც რჩევებს გაძლევთ უნდა გაითვალისწინოთ. რაც შეეხება თქვენ მიერ შექმნილ აწ წაშლილ გვერდს — მისი შინაარსი წეროსწვივას იდენტური იყო. რა თქმა უნდა თქვენ შრომას ვაფასებთ და ყველანაირად მივესალმებით, მაგრამ კომუნიკაციის გარეშე არაფერი არ გამოვა, იმის გათვალისწინებითაც, რომ ახალბედა ხართ. თუ რამეს ვერ იგებთ შეგიძლიათ ნებისმიერ აქტიურ მომხმარებელს მიმართოთ. აქ თქვენ ყველა დაგეხმარებათ!. - OTOGI Messages 21:22, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ჯერ ერთი შიგთავსი არ ამომიშლია, დავაკოპირე და გადავიტანე ახალ სტატიაში რადგან ძველი სტატია იყო ბუნდოვანი, ვერ მიხვდებოდა კაცი რას აღწერდა - გვარს თუ სახეობას. ამიტომ ძველი სტატია გადავაკეთე "წეროსწვივა"-დ როგორც სოკოს გვარი, ხოლო ახალი სტატიაში ჩავსვი ძველი "წეროსწვივა"-ს შინაარსი. ეს ვანდალიზმია? ეგ კი არა, გადავხედე სოკოების სტატიებს და უმეტესობა ეგეთია. მაშ როგორ შევასწორო ეგ სტატიები ისე რომ ვანდალიზმად არ ჩამითვალოთ? |სანდრო მიწერა 11:25, 29 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

რა არის ბუნდოვანი ? მაშინ შესაბამის გვერდზე განხილვა წამოიწყეთ!. ორი ერთიდაიგივე გვერდი შექმენით და ერთი წაიშალა. რის გაკეთებას აპირებთ, კონკრეტულად ?. P.S. როდესაც მუშაობთ ვიკიპედიაში ავტორიზაცია გაიარეთ. - OTOGI Messages 16:14, 29 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ბუნდოვანი ის არის რომ სტატია "წეროსწვივა" არ აღწერს ერთ კონკრეტულ სოკოს. სახელი "წეროსწვივა" შეესაბამება როგორც სოკოების გვარს, ასევე მაგ გვარის ერთ-ერთ სახეობას. წეროსწვივის მაგ სახეობას ჰქვია "მგზავრიო" და არა მხოლოდ "წეროსწვივა". ვინაიდან და რადგანაც სტატიის მთავარი სათაურის შეცვლა შეუძლებელია, უნდა მოხდეს შიგთავსის შეცვლა რადგან საბოლოოდ დადგინდეს რას აღწერს სტატია "წეროსწვივა". ასე რომ სტატია "წეროსწვივა"-ს შიგთავსი შეიცვლება და აღწერს სოკოს გვარს. ხოლო "წეროსწვივა" როგორც სახეობა, გადავა ახალ სტატიაში "წეროსწვივა(მგზავრიო)". შედეგად ვიღებთ ორ ნათელ სტატიას სოკოს გვარისა და მის ერთ-ერთ სახეობის შესახებ. ასე არ ჯობია? მე ვაპირებ(დი) ასევე შემეცვალა სტატია "დუმასოკო" რადგან სახელი "დუმასოკო" შეესაბამება სოკოს გვარს და არა სახეობას. საერთოდ, როდესაც გვარში მხოლოდ ერთი სახეობაა, მას იგივე სახელი აქვს რაც გვარს, მაგ: მიქლიო. ჩვენთან მხოლოდ ერთი სახეობის მიქლიო არის გავრცელებული და ამიტომ ქვია უბრალოდ "მიქლიო". ხოლო სხვა ქვეყნებში სადაც უამრავი სახეობაა, ვერ იპოვი სტატიას სადაც სახელი "მიქლიო" აღწერს სოკოს სახეობას. ყველა სახეობას აქვს რაღაც სიტყვა დართული. ასევეა წერეწოზეც. არ არსებობს წერეწოს ისეთი სახეობა რაც მხოლოდ "წერეწო"-თი მოიხსენება, რადგან მის გვარს იგივე სახელი აქვს. ასე რომ თუ ნებას მომცემთ, მინდა ეს ცვლილებები შევიტანო სტატიებში. ხოლო თუ თქვენ ისევ პლაგიატად ჩამითვლით ამ ცვლილებებს, მაშინ არაფერი გამოვა... |სანდრო მიწერა 20:39, 29 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

სათაურის შეცვლა არის შესაძლებელი. Macrolepiota procera არის სახეობა, თუ შეიძლება წეროსწვივას (გვარის) ლათინური დასახელება მითხარით. - OTOGI Messages 17:03, 29 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

წეროსწვივას (გვარის) ლათინური დასახელება არის Macrolepiota. სათაურში მე ვგულისხმობ მთავარ სათაურს, ანუ საძიებო ველში რომ ჩაწერ სახელს და მოძებნი, და რაც ლინკში არის შეყვანილი. როგორ შევცვალო? ან იქნებ თქვენ გააკეთოთ |სანდრო მიწერა 21:08, 29 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

en:Macrolepiota ანუ ეს არის წეროსწვივა (გვარი). კი ბატონო შექმენით სტატია დასახელებით წეროსწვივა (გვარი). - OTOGI Messages 17:14, 29 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ხრაშუნასოკოსნაირნი

რედაქტირება

სტატია მინიმუმ 3 წინადადებისაგან უნდა შედგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წასაშლელია. გარდა ამისა, სტატიას ესაჭიროება კატეგორია და წყარო. - OTOGI Messages 18:00, 29 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

საავტორო უფლებების დარღვევა

რედაქტირება

გამარჯობა! აღმოვაჩინე, რომ სტატიები რომლებიც თქვენ შემოიტანეთ ვიკიპედიაში სოკოების შესახებ წარმოადგენს საავტორო უფლებების უხეშ დარღვევას. სიტუაცია თუ არ შეიცვალა ასეთი სტატიები წაშლას დაექვემდებარება. იხილეთ: განხილვა:ცრუ მიქლიო. - OTOGI Messages 21:09, 23 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

ლათინური სახელწოდება

რედაქტირება

გამარჯობა, თქვენ მიერ სტატიებს შესავალში უნდა ეწეროს ლათინური {{lang-la|}} და არა ინგლისური {{lang-en|}}. გთხოვთ, გაასწოროთ--დათო1010 15:46, 6 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

წყარო

რედაქტირება

გამარჯობა. როდესაც სტატიას ქმნით, აუცილებლად უნდა მიუთითოთ წყარო, კატეგორია და საერთაშორისო ბმულები. მაგ: ძარღვასოკოსებრნი და ძარღვასოკოსნაირნი. --Lika Kharazishvili 17:33, 4 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

ცვლილებების დროს გთხოვთ მიუთითოთ წყარო.--ცანგალა () 11:29, 5 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

მგონი მეცნიერულ კლასიფიკაციას წყარო არ სჭირდება. ყველაფერი ინგლისური ვიკიდან გადმომაქვს და ქართულად ვწერ. --Dzaocom განხილვაწვლილი 11:50, 5 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

მადლობა გამოხმაურებისთვის. სასურველია ქართულენოვანი წყაროს მითითება, მაგრამ თუ ის არ მოგვეპოვება ვუთითებთ ინგლისურს. წყაროს მითითებით ვანდალზე ეჭვი აღარ გვაქვს.  . -ცანგალა () 12:14, 5 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი