წეროსწვივა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
| რიგი = [[ფირფიტოვანნი]]
| ოჯახი = [[ფირფიტოსანნი]]
| გვარი = [['''წეროსწვივა]]'''
| სახეობა = '''წეროსწვივა (მგზავრიო)'''
| ლათ = Macrolepiota procera
| ვიკისახეობები =
| commons =
}}
'''წეროსწვივა''' - [[ფირფიტოსანნი|ფირფიტოსანთა]] სოკოს ოჯახის გვარი. საქართველოში იზრდება სამი სახეობის წეროსწვივა: [[წეროსწვივა (მგზავრიო)]], [[თეთრი წეროსწვივა]] და [[რბილობწითელა წეროსწვივა]] რომელიც ამჟამად იმყოფება [[ქლოროფილუმი]]-ს გვარში.
'''წეროსწვივა''', '''წერეწო'''<ref>[http://hunters.ge/sokoebi-da-mati-tsnoba/141-soko-werewo.html სოკო – წერეწო]</ref> ([[ლათ.]] Macrolepiota procera) — ქუდიანი სოკო.
 
ქუდი - 10-25 (45) სმ დიამეტრისაა; ჯერ კვერცხისებრია, შემდეგ კი ნახევრად გაშლილი, შუაში ახასიათებს ბორცვაკი, ზედაპირი დაფარულია კუთხოვანი, ყავისფერ-მურა ქერცლებით, რომლებიც ადვილად სძვრება, კიდეებთან ფიფქოვან-ქერცლოვანია, მოთეთროა ან მონაცრისფრო-მურა, ცენტრში უფრო მუქია. ფირფიტები თეთრია, შემდეგ კი მოწითალო ხდება. ფირფიტები ფეხთან მიმაგრების ადგილას შეერთებულია რგოლით (კოლარიუმით). ფეხი - 15-30 (50) სმ სიგრძისა და 2-4 სმ სისქისაა, ძირში გამსხვილებული, დაფარულია კონცენტრულად განწყობილი მურა ბოჭკოვანი ქერცლებით, მოთეთროა, შემდეგ კი - ღია მურა. საყელო განიერია, მოძრავია ფეხის მიმართ, თეთრია, ქვედა მხრიდან - მურა. რბილობი - თეთრი, სოკოს სასიამოვნო სუნით. სპორები - ელიფსისებრი უფერული, 15-20X10-13 მკმ. იზრდება ნიადაგზე ტყის პირას და მდელოზე ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი, მხოლოდ ქუდი. <ref>"საქართველოს სოკოები" ივანე ნახუცრიშვილი 2007, "ბუნება პრინტი" ISBN 99940-856-1-1</ref>
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|310|ნახუცრიშვილი ი.}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:საჭმელი სოკოები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წეროსწვივა“-დან