Don'tPanic
გამარჯობა, Don'tPanic. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
პასუხი
რედაქტირებაგამარჯობა! მე გირჩევთ წაიკითხოთეს ან ეს. ან კიდევ გაეცნოთ სხვა დახმარების გვერდებს. ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 18:08, 29 ოქტომბერი 2015 (UTC)
- მადლობა გამოხმაურებისთვის. ალბათ ცუდად ვეძებდი იმ განყოფილებებში.
— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Paranoid97 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ და არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა!!! პ. ს. თქვენი რეპლიკების ბოლოს უნდა მოაწეროთ ხელი, ეს კეთდება ოთხი ტილდით ( აი ასე ~~~~) ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 04:04, 30 ოქტომბერი 2015 (UTC)
- ნამდვილად უამრავი კითხვა მიჩნდება, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, ვპოულობ ინსტრუქციებში. იმედია, ძალიან არ შეგაწუხებთ. კიდევ ერთხელ მადლობა.Paranoid97 განხილვაწვლილი 08:48, 30 ოქტომბერი 2015 (UTC)
პირიქით, მიხარია და მსიამოვნებს როდესაც ახალ ვიკიპედიელებს ვეხმარები! თუ რაიმე გაგიჭირდათ, მომმართეთ ჩემი განხილვის გვერდზე. ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 11:16, 30 ოქტომბერი 2015 (UTC)
ტირე
რედაქტირებასალამი. სტატიის დასაწყისში დეფისის („-“) ნაცვლად ტირეს („—“) ვიყენებთ.--George.G / ✉ 09:26, 30 ოქტომბერი 2015 (UTC)
- გავასწორებ, მადლობა Paranoid97 განხილვაწვლილი 09:32, 30 ოქტომბერი 2015 (UTC)
- მე უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის გავამუქე ტირე, სტატიებში მაგის აუცილებლობა არაა.--George.G / ✉ 09:42, 30 ოქტომბერი 2015 (UTC)
- მივხვდი, შემთხვევით მომივიდა. მადლობა Paranoid97 განხილვაწვლილი 09:44, 30 ოქტომბერი 2015 (UTC)
- მე უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის გავამუქე ტირე, სტატიებში მაგის აუცილებლობა არაა.--George.G / ✉ 09:42, 30 ოქტომბერი 2015 (UTC)
სანდო მომხმარებელი
რედაქტირებაგამარჯობა თქვენ ჩაგერთოთ სანდო მომხმარებლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს შემოწმება აღარ დასჭირდება--დათო1010 15:04, 4 ნოემბერი 2015 (UTC)
- დიდი მადლობა ნდობისთვის.15:10, 4 ნოემბერი 2015 (UTC)Paranoid97 განხილვაწვლილი 15:12, 4 ნოემბერი 2015 (UTC)
გამარჯობა! კატეგორიების მითითება ნუ გავიწყდებათ ხოლმე. ამჟამად მე დავამატე. - OTOGI Messages 15:35, 4 ნოემბერი 2015 (UTC)
- P.S. როდესაც გვაქვს სტატია საუნდტრეკზე მისი მიბმა ფილმთან მიზანშეწონილი არ არის. და ბოლოს, ფაილების ატვირთვის დროს, სალიცენზიო სტრუქტურაში, კერძოდ, არათავისუფალი ფაილი/სგდ-სთან კვადრატული ფრჩხილების გაკეთება საჭირო არ არის, რადგან ამ ველს ბმული ნაგულისხმევად გამოაქვს, იხ. აქ გაკეთებული ცვლილება. გმადლობთ!. - OTOGI Messages 15:44, 4 ნოემბერი 2015 (UTC)
- კვადრატული ფრჩხილები ბევრგან მაქვს არასწორად დაწერილი, გავასწორებ. მითითებებს გავითვალისწინებ აუცილებლად, მადლობა. - Paranoid97 განხილვაწვლილი 19:24, 4 ნოემბერი 2015 (UTC)
Massive Attack
რედაქტირებაგამარჯობა. ცალკე თითო სტატიაზე მადლობას ვერ დავტოვებდი, იმდენი იყო :) დიდი მადლობა, რომ შექმენით სინგლების, დისკოგრაფიის და სხვა თემების გვერდები. შესანიშნავი ნამუშევარია. ყოველი შემთხვევისთვის გეტყვით, რომ Youtube-ის ვიდეოების მითითება დისკოგრაფიების გვერდებზე (სინგლების გასწვრივ) ჩვენთან არ ხდება, მაგრამ მათ ამოშლას არ ვაპირებ, შესანიშნავი ნაშრომია.
მუსიკაზე ქართულენოვან ვიკიპედიაში ძირითადად მე ვმუშაობ(დი), უბრალოდ ხოლმე არის, რომ თვეობით აქედან ვქრები პირადი მიზეზების გამო. თუ შემიძლია რამით დაგეხმაროთ, მეც მიგულეთ გვერდით. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 11:08, 8 ნოემბერი 2015 (UTC)
- არაფრის და პირიქით მადლობა. არაერთ ჩემს საყვარელ შემსრულებელზე გაქვთ დაწერილი ძალიან კარგი და ხარისხიანი სტატიები. Youtube-ის ბმულები რუსული ვიკიდან გადმოყვა თარგმნისას. მართალი ხართ, კონკრეტული ინტერნეტ-სერვისის რეკლამა გამოდის, არ მიფიქრია. სხვაგან არ ჩავსვამ. მადლობა მხარდაჭერისთვის, დახმარება ნამდვილად დამჭირდება. :) -Paranoid97 განხილვაწვლილი 18:05, 8 ნოემბერი 2015 (UTC)
- პრინციპში, არც არის რეკლამა - თუ არ ვცდები, EMI-ს ოფიციალურ არხზე დევს ეგ პრომო ვიდეოები. თავად სტატიებში სინგლების ინფოდაფებში ხოლმე ვუთითებთ ვიდეოს ბმულებს სპეციალური ქვეთარგით, ამიტომ განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ, იყოს ასე, ძალიან კარგია. ზოგადად ალბათ თავადაც იგრძნობდით, როგორი რთულია, ადგე და ერთი ხელის მოსმით დაწერო სტატია თუნდაც შემსრულებელზე ან ჩანაწერზე - ვრცელი სტატიის შემუშავებას დიდი დრო სჭირდება, ხოლო როდესაც ამ საკითხზე ერთი ადამიანი წერს, ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი - იგივე ინგლისურ ვიკიში ხომ მუსიკის სფეროთი დაინტერესებული ძალიან დიდი რაოდენობის მომხმარებელია. წარმატებას გისურვებთ, იმედია, გაგვიმარტივებთ საქმეს, ვინაიდან მუსიკაზე აქტიურად მხოლოდ მე და კიდევ ერთი მომხმარებელი ვწერდით, ის ამჟამად ვერ იცლის ამ სფეროსთვის. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:17, 8 ნოემბერი 2015 (UTC)
- რა თქმა უნდა, ძალიან რთული და შრომატევადია, როდესაც ამხელა განყოფილებაზე სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს. და, რამდენადაც რთულია ეს საქმე, იმდენად დასაფასებელია თქვენი ნამუშევარი, რადგან ბაზა, ჩონჩხი, სტანდარტი უკვე შექმნილია. დახვეწა და განვითარება შედარებით მარტივი ჩანს. აუცილებლად დაგეხმარებით რითაც შევძლებ. თუ რამე გაქვთ დასაწერი ან დასამთავრებელი, რაზეც ვერ იცლით, დამავალეთ, შევასრულებ სიამოვნებით. - Paranoid97 განხილვაწვლილი 22:06, 8 ნოემბერი 2015 (UTC)
კატეგორია:Massive Attack-ის სიმღერები - აქ გადავიტანე ჯგუფის ყველა სიმღერა, მომავალში სხვა შემთხვევაშიც შეეცადეთ, სხვა შემსრულებელზე ასე გააკეთოთ. ძირითადი კატეგორია არის ზედა დონე, რომელშიც მხოლოდ ძირითადი სტატიები იკრიბება. არსებობს გამონაკლისი - მუსიკოსთან დაკავშირებული პიროვნება ან მხოლოდ ერთი ფილმი, რომლის გამოც ცალკე კატეგორიას ვერ შევქმნით. იგივე ხდება ჯგუფის წევრებზე - ქვეკატეგორიები სჭირდება. გავაკეთე კატეგორია:Massive Attack-ის წევრები. მართალია, ინგლისურ ვიკიში ასე არ არის და კატეგორიზაციის ოდნავ სხვა პრინციპია, მაგრამ ჩვენთან ეგ პრინციპი არ არის მოქმედი. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:32, 10 ნოემბერი 2015 (UTC)
- ანუ შემსრულებელთან დაკავშირებული რამდენიმე, ერთი ნებისმიერი ტიპის, სტატია უნდა გავაერთიანო ქვეკატეგორიაში. გავითვალიწინებ, მადლობა რომ ამიხსენით. - Paranoid97 განხილვაწვლილი 11:56, 10 ნოემბერი 2015 (UTC)
ვებსაიტი
რედაქტირებასალამი. ეს შენიშვნა არ არის, უბრალოდ წარსულში დამკვიდრებულ პრინციპს ეხება, დაახლოებით შარშან თუ იმის წინ იყო, რომ დავადგინეთ, რომ სიტყვა ვებ- არ გვჭირდებოდა. აი ამ დახურულ განხილვას გადახედეთ, მაინც - ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/4#ვებ-საიტი და ვებ-გვერდი. ვებსაიტი კი აკეთებს გადამისამართებას საიტზე, მაგრამ გასათვალისწინებელია. ვებსაიტის ინფოდაფას კი მივხედავ როგორმე. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:49, 25 ნოემბერი 2015 (UTC)
- არ შემიმჩნევია, გავითვავისწინებ აუცილებლად. როგორც მივხვდი, იგივე ამბავია სიტყვა ჰიპერბმულთან დაკავშირებით, ჰიპერ- ზედმეტია მნიშვნელობის არაორაზროვნების გამო. ძალიან სასარგებლო განხილვებია, მივყვები და წავიკითხავ. მადლობა. — Don'tPanic განხილვაწვლილი 08:20, 25 ნოემბერი 2015 (UTC)