Marita Cheshmaritashvili
გამარჯობა, Marita Cheshmaritashvili. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
სტატია
რედაქტირებასტატიები კატეგორიებში არ იწერება, ამრიგად თქვენი რედაქტირება არის შეცდომა. თქვენ მიერ შემოტანილი ტექსტი გადავიტანე თქვენს სავარჯიშო გვერდზე. იხილეთ მომხმარებელი:Marita Cheshmaritashvili/სავარჯიშო --Henry McClean განხილვაწვლილი 21:35, 27 დეკემბერი 2015 (UTC)
მადლობა და რჩევა-დარიგებანი
რედაქტირებაგამარჯობა, მარიტა! უწინარეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა, რომ ვიკიპედიას ეხმარებით! თქვენნაირი ადამიანები გვჭირდება ჩვენ! ახლა რაც შეეხება თქვენ მიერ შექმნილ სტატიას შრი აურობინდო. რაღაც-რაღაცეები გავასწორე და გთხოვთ გადახედოთ და გაითვალისწინოთ. მთლიანობაში სტატიას ბევრი არაფერი აკლდა, უბრალოდ წვრილმანი დეტალები გავასწორე. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: არ შეიძლება უცხოური ვიკიპედიის წყაროდ გამოყენება! როდესაც წყაროს უთითებთ, შეგიძლიათ ამოაკოპიროთ ის ლიტერატურა, რაც თვითონ უცხოურ ვიკიშია წყაროდ მითითებული. ასევე, აუცილებელია კატეგორიების დამატება და საერთაშორისო ბმულის ჩასმა. თუ არ იცით ეს ყველაფერი როგორ კეთდება, უბრალოდ მომმართეთ მე! არ შეგეხათროთ! ამისათვის დააწკაპეთ შეგიძლიათ მომწეროთ!-ს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მოუთმენლად ველი თქვენს შემდეგ რედაქტირებას. თქვენი მონა-მორჩილი— ~ბ.ბ.~ (შეგიძლიათ მომწეროთ!) 06:51, 28 დეკემბერი 2015 (UTC)
შეკითხვა
რედაქტირებამარიტა, კიდევ ერთი რამ მაინტერესებს... თუ იცით იქნებ მითხრათ, რა ენაზეა დაწერილი ის ნაწარმოებები, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სტატიაში მიუთითეთ?— ~ბ.ბ.~ (შეგიძლიათ მომწეროთ!) 07:22, 28 დეკემბერი 2015 (UTC)
ხელმოწერა
რედაქტირებამარიტა, გზავნილების დროს (მომხმარებლების განხილვებში) ხელის მოსაწერად არ არის საჭირო ყოველ ჯერზე ხელით წერა. გამოიყენეთ ზემოთ, რედაქტირების პანელში განთავსებული სიმბოლო, რომელზეც გამოსახულია კალამი. წერთ გზავნილს, ბოლო წინადადების შემდეგ აწკაპებთ ამ სიმბოლოს და ჩნდება ასეთი რაღაც:
--~~~~
(დააკვირდით სიმბოლოების რაოდენობას, სულ ექვსია)
მორჩა. ამის შემდეგ ინახავთ ცვლილებებს და აისახება ზუსტად ისე, როგორც აი ამ გზავნილის ბოლოს. გახსოვდეთ, რომ ხელს ვაწერთ მხოლოდ მომხმარებლის განხილვების ან სტატიის განხილვების გვერდებზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:12, 28 დეკემბერი 2015 (UTC)
ესე იგი...
რედაქტირებაეხლა იმას მოგახსენებთ, თუ რატომ გკითხეთ ნაწარმოებების ენის შესახებ. ქართულ ვიკიში ასეთი რამაა მიღებული: მითითებული ნაწარმოებები უნდა ეწეროს ქართულად, ფრჩხილებში კი უნდა მიეთითოს დასახელება ორიგინალ ენაზე. სხვა მომხმარებლებს არ ძალგვიძს მოვძებნოთ ეს ნაწარმოებები და იქნებ თქვენ შეგიძლიათ შეასწოროთ?— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 19:20, 28 დეკემბერი 2015 (UTC)
ბრჭყალები
რედაქტირებადილამშვიდობისა! შეიძლება სეგაწუხეთ რჩევა-დარიგებებით, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი გითხრათ. ქართულ ენაში ბრჭყალები იწერება ასე: „“ და არა ასე: " ". პ.ს. facebook-ზე მეგობრობა გამოგიგზავნეთ და შეგიძლიათ იქ დამამატოთ. იქ უფრო ადვილად აგიხსნით ხოლმე სიტუაციას.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 06:15, 29 დეკემბერი 2015 (UTC)
- მეც დავამატებ - ხელით რომ აწეროთ, ეს ბრჭყალები, როგორც ყველაფერი დანარჩენი, არის რედაქტირების როგორც ქვედა, ისევე ზედა პანელში (ზედაში უნდა შეხვიდეთ მარცხენა მენიუში, განყოფილებაში სიმბოლოები) --Henry McClean განხილვაწვლილი 07:06, 29 დეკემბერი 2015 (UTC)