ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარინა შანიძე (დ. 4 დეკემბერი, 1959) — ქართველი მწერალი, მუსიკოსი, საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის (GERA) წევრი.

მარინა შანიძე
დაბადების თარიღი 4 დეკემბერი, 1959 (1959-12-04) (65 წლის)
ოჯოლა, ტყიბულის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მწერალი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარინა შანიძე დაიბადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლაში 1959 წლის 4 დეკემბერს. 1977 წელს დაამთავრა ორპირის საშუალო სკოლა. 1978 წელს ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1984 წელს. პარალელურად სწავლობდა საზოგადოებტივ პროფესიათა ფაკულტეტზე, საგუნდო-სადირიჟორო განხრით და დაამთავრა 1981 წელს. 1978-1984 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის საესტრადო ანსამბლის სოლისტი, ხალხურ საკრავთა ანსამბლის სოლისტი და ვოკალურ-ინსრუმენტული ტრიოს წევრი. მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1985 წელს გახდა ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი.

  • 1995 წელი - ხალხური შემოქმედების რესპ. ოლიმპიადის გამარჯვებულია;
  • 1997 წელი - ხალხ. შემოქმედების ოლიმპიადა - პირველი ადგილი;
  • 1998 წელი - რესპ. კონკურსი ,,ესტრადა - 98" მეორე ადგილი;
  • 2001 წელი, რესპუბლიკური კონკურსი ,,ესტრადა-2001" მეორე ადგილი;
  • 2004 წელი - რესპუბლიკური კონკურსი ,,ჩონგურო ჩემო" - გრან-პრი;
  • 2012 წელი - განათლების სამინისტროს ჯილდო - ი.გოგებაშვილის მედალი, განსაკუთრებული შემოქმედებითი ღვაწლისათვის;
  • 2019 წელი - მწერალთა კავშირის მიერ მიენიჭა მარიკა ბარათაშვილის სახ. პრემია;
  • 2019 წელი - წოდება ,,პერსონა" რეგიონში კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის;
  • 2019 წელი - ანა კალანდაძის სახ. პრემია;

მის ლექსებზე შექმნილია 50-ზე მეტი სიმღერა, რომლებიც ჟღერს ქართულ რადიოებსა და ტელევიზიებში. არის საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი, საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის (GERA) წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გივი აბულაძე. „გარეჯელები". საგარეჯო 2024 წ. გვ.509-510.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარინა_შანიძე“-დან