ვაშტიალი
ვაშტიალი — სოფელი საქართველოში (გურიის მხარე), ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ჭანიეთის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ვაშტიალი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭანიეთი |
კოორდინატები | 41°51′20″ ჩ. გ. 41°58′30″ ა. გ. / 41.85556° ჩ. გ. 41.97500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
მოსახლეობა | 43[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე ჩოლოქის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მ-ზე, ოზურგეთიდან 6 კმ-ში. სოფელი გაფენილია ლიხაურის ციხის ქვემოთ მდებარე ველზე ლიხაურიდან ნარუჯის საზღვარზე მდებარე ამუყათას ველამდე, მოიცავს შკერიადს, ადგილს, რომელიც მუდამ შქერით იყო დაფარული. სოფელში მიედინება ჭანაურას ღელე და ფარნაოზის საცივი.
ისტორია
რედაქტირებასოფელში ფიქსირდება ისტორიულად ხის კულტის თაყვანისცემა. ნაპოვნია წინაქრისტიანული სამლოცველოს ნაშთი, ქვაკაცის კერპი, რომელიც ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. ამუყაზე, ნაეკლესიების გორაზე იდგა ეკლესია, გორა მჭიდროდ იყო დასახლებული. 1941-1991 წლებში სოფელში იდგა სამხედრო ნაწილი.
სოფელში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო ბრინჯი, სიმინდი და ღომი.
მოსახლეობა
რედაქტირებაგავრცელებული გვარია ურუშაძეები.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 131 | ||
2014 | 43 | 19 | 24 |
ქვასაკაფი
რედაქტირებასოფელში, მდინარე ჩოლოქზე, მის მარცხენა მხარეს მდებარეობს საბანაო ადგილი ქვასაკაფი. 7 მეტრი სიღრმის წყალში ეშვება ქვის სვეტები. აქედან იღებდნენ ქვებს სხავდასხვა დანიშნულებით. გადმოცემის თანახმად ქვასაკაფზე ციცაბო კლდიდან ერთ-ერთი ფირალი გადამხტარა და გადარჩენილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 332.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 204.
- სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“ — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.