ნარუჯა
ნარუჯა — დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ჩოლოქისა და ნატანების შუამდინარეთში, ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით, 10 კმ დაშორებით, ლაითურის აღმოსავლეთით. ნარუჯაში არის საჯარო სკოლა[3] და საბავშვო ბაღი. დაბაში გაშენებულია ლურჯი მოცვის პლანტაციები. დაბა დაყოფილია რაიონებად. ნარუჯაში მოქმედებს ერთი მეჩეთი და ერთი მულიმური სამლოცველო.
დაბა | |||
---|---|---|---|
ნარუჯა | |||
![]() საცხოვრებელი სახლი ნარუჯაში | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | გურიის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 41°54′25″ ჩ. გ. 41°57′15″ ა. გ. / 41.90694° ჩ. გ. 41.95417° ა. გ. | ||
დაარსდა | 1949 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1986 | ||
ფართობი | 12 კმ² | ||
მოსახლეობა | 2148 კაცი (2014) | ||
სიმჭიდროვე | 179 კაცი/კმ² | ||
სატელეფონო კოდი | +995 496[1] | ||
საფოსტო ინდექსი | 3500[2] | ||
| |||
სექციების სია
ისტორიარედაქტირება
1890 წლის მონაცემებით ნარუჯა-იაკობის ტერიტორიაზე მოიპოვებოდა ბიტუმიანი ქვიშა და გუდრონი.[4]ნარუჯის დასახლება გაჩნდა 1929-30 წლებში. 1949 წლის ბოლოს დასახლება გამოეყო ლაითურს და ჩამოყალიბდა ცალკე მეურნეობად, რომელიც ფლობდა 230 ჰექტარ ჩაის პლანტაციას. 1966 წელს დაიდგა რუსთაველის ძეგლი. 1980-იანი წლების დასაწყისში ჩაის უკვე 550 ჰა ეკავა. 1986 წელს ნარუჯამ უკვე დაბის სტატუსი მიიღო.
მოსახლეობარედაქტირება
გალერეარედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ლ. სიმონიშვილი, ნარუჯა — დღევანდელი, აღორძინებული // ლენინის დროშა N99, გვ. 2 — 1979 წ.