ლურჯი მოცვი[1] (ლათ. Vaccinium uliginosum) — ფოთოლმცვივანი მცენარე მანანასებრთა ოჯახისა. სიმაღლე 30 სმ-იდან 1 მ-მდეა.

ლურჯი მოცვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vaccinium uliginosum

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყლებში, ტუნდრაში, ტყის ზონასა და მთათა ზედა ზონაში, ხშირად ჭაობებში. გვხვდება ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შორის კავკასიაში. ყვავილები თეთრი ან მოვარდისფროა. კენკრა ლურჯია, იჭმება; შეიცავს შაქარს, მჟავასა და А და С ვიტამინებს.

ლურჯი მოცვი ბუჩქოვანი, კენკროვანი კულტურაა, რომელიც იძლევა ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს. მისი გაშენებისთვის საჭიროა ტენიანი, მსუბუქი და კარგი დრენაჟის მქონე სპეციფიკური ნიადაგი; კარგად ხარობს მჟავე ნიადაგებზე. 2006 წელს ლურჯი მოცვის ნერგები აშშ-დან ჩამოიტანეს და საცდელი მიზნით პირველად დარგეს იმერეთში, სოფელ სიმონეთში, 2007-2008 წლებში, მოცვის ნერგები გაშენდა იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება