ვატიკანი
ვატიკანი, ოფიციალურად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო (იტალ. Stato della Città del Vaticano) — სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს რომში, იტალიის დედაქალაქში. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობია 44 ჰექტარი (110 აკრი), მოსახლეობა კი 800 ადამიანზე ცოტა მეტი. ვატიკანი რომის პაპის რეზიდენციაა და წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ცენტრს.
ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი Status Civitatis Vaticanae Stato della Città del Vaticano ვატიკანი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Inno e Marcia Pontificale |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ვატიკანი 41°54′ ჩ. გ. 12°27′ ა. გ. / 41.900° ჩ. გ. 12.450° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | იტალიური | |||||
მთავრობა | საეკლესიო | |||||
- | რომის პაპი | ფრანცისკე | ||||
- | პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტი | კარდინალი ჯუზეპე ბერტელო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 0,44 კმ2 (234-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2019 შეფასებით | 825[1] (240-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 924 კაცი/კმ2 (მე-12) | ||||
ვალუტა | ევრო (EUR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | VAT | |||||
Internet TLD | .va | |||||
სატელეფონო კოდი | 39 |
ვატიკანი ჩამოყალიბდა 1929 წელს, ლატერანის ხელშეკრულების შედეგად. ვატიკანი განსხვავებულია წმინდა ეპარქიისაგან, რომლის საფუძვლები ადრეული ქრისტიანობის ხანას უკავშირდება და მსოფლიოს 1,147 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანთათვის მთავარ ეპარქიას წარმოადგენს. ვატიკანსა და წმინდა ეპარქიას პასპორტებიც კი განსხვავებული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ეპარქია სახელმწიფო არაა, იგი მხოლოდ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასცემს, ვატიკანი კი ჩვეულებრივ პასპორტებსაც იძლევა, თუმცა ორივე შემთხვევაში გაცემულ პასპორტთა რაოდენობა ძალიან მცირეა.
ლატერანის ხელშეკრულება ვატიკანს არა როგორც პაპის ოლქის გადმონაშთს, არამედ როგორც ინოვაციას განიხილავდა. პაპის ოლქის უმეტესი ნაწილი იტალიის გაერთიანების დროს, 1860-1870 წლებში, იტალიის რესპუბლიკას შეუერთდა; პონტიფიკოსმა ამ მიწებზე კონტროლი დაკარგა. ვატიკანი არის ეკლესიასტიკური სახელმწიფო, რომელსაც რომის ეპისკოპოსი — ანუ პაპი მართავს. ამ სახელმწიფოს ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი არის კათოლიკე სამღვდელოების სხვადასხვა ეროვნების წევრი. ვატიკანი არის წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია და პაპის ოფიციალური რეზიდენციის — აპოსტოლური სასახლის ადგილი.
პაპები 1377 წელს მათი ავინიონიდან დაბრუნების შემდეგ უმეტესწილად იმ არემარეში ცხოვრობდნენ, რომელიც 1929 წელს ვატიკანი გახდა. თუმცა სხვადასხვა დროს პაპებს რომის ქვირინალის და ლატერანის სასახლეებშიც დაუდიათ რეზიდენცია.
ისტორია
რედაქტირებასახელწოდება ვატიკანი მოდის მდინარე ტიბრის ნაპირას მდებარე ამავე სახელწოდების ბორცვიდან, სადაც პაპმა ევგენი III-მ ააგო სასახლე 1150 წელს. 1377 წლიდან ვატიკანის სასახლე პაპების მუდმივ რეზიდენციად იქცა.1870 წელს იტალიის გაერთიანების შემდეგ ბოლო მოეღო პაპის საერო ხელისუფლებას. პაპმა არ ცნო იტალიის საერო ხელისუფლება და თავი ვატკიანის ტყვედ გამოაცხადა. 1929 წელს ლატერანის ხელშეკრულებით დასრულდა კონფლიქტი პაპსა და იტალიის მთავრობას შორის, შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო, დადგინდა მისი საზღვრები, აღიარებულ იქნა მისი სუვერენიტეტი. 1947 წელს იტალიის კონსტიტუციით დადასტურებულ იქნა ვატიკანის სუვერენიტეტი. ახლანდელი პაპი არგენტინელი ფრანცისკეა, ხოლო მისი წინამორბედი ბენედიქტე XVI იყო გერმანელი.
გეოგრაფია
რედაქტირებავატიკანი მდებარეობს ქალაქ რომის ტერიტორიაზე, მონტევატიკანოს ბორცვზე. ფართობი — 0,44 კმ². ვატიკანს ქალაქ რომისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ეკუთვნის სამი ტაძარი, სასახლეები და ვილები საერთო ფართობით 0,7 კმ².
სახელი ვატიკანი არის უძველესი, თვით ქრისტიანობაზე ძველი. სახელი უკავშირდება Mons Vaticanus-ს (ლათ. ვატიკანის მთა), რომლის ნაწილიცაა ვატიკანი. ვატიკანის მთა არის ყოფილი ვატიკანის მდელოების გვერდით. 1929 წლამდე ვატიკანის არემარე რომაული რაიონის — ბორგოს, ნაწილი იყო. ვატიკანი მდინარე ტიბროსის დასავლეთ სანაპიროზეა, რაც მას ნატურალურად გამოყოფს ქალაქ რომისაგან. ვატიკანს კედლები პირველად პაპმა ლეო IV-მ შემოარტყა რაც შემდგომში პავლე III-ს, პიუს IV-სა და ურბან VIII-ს ზეობების პერიოდში გაფართოვდა და საბოლოო თანამედროვე კედლის დამატებით დღევანდელი სახე მიიღო.
ვატიკანის ტერიტორია შეიცავს წმინდა პეტრეს მოედანს, რომელიც იტალიის ტერიტორიიდან მხოლოდ ერთი თეთრი ხაზის მიერ გამოიყოფა. მოედანს ტიბროსის მდინარესთან აერთებს ქუჩა — Via della Conciliazione, რომელიც ბენიტო მუსოლინის ინიციატივით აიგო ლატერანის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად, წმინდა საყდრის საკუთრებაში მყოფი ნაგებობები, რომელიც იტალიის ტერიტორიაზეა მოქცეული, მაგალითად Castel Gandolfo და რამდენიმე დიდი ბაზილიკა, სარგებლობენ ექსტრა-ტერიტორიული სტატუსით ისე, როგორც უცხოური საელჩოები მოცემულ ქვეყანაში. ასეთი ნაგებობანი მთელს რომსა და იტალიაში არიან გაბნეული და ასრულებენ ოფისებისა და ინსტიტუციების როლს რომლებიც წმინდა საყდრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. ისიც აღსანიშნავია, რომ Castel Gandolfo-სა და ბაზილიკების უსაფრთხოებაზე არა იტალიის, არამედ ვატიკანის პოლიციის აგენტები ზრუნავენ. წმინდა პეტრეს მოედანს ჩვეულებრივ ორივე პოლიცია ერთად აკონტროლებს.
ბაღები
რედაქტირებავატიკანის ბაღები მოქცეულია ვატიკანის ტერიტორიის შიგნით და მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ბაღების განვითარების მთავარი ეტაპები რენესანსისა და ბაროკოს პერიოდები იყო, შესაბამისად ბაღებში მრავლადაა ფანტანები და ქანდაკებები. ბაღების ისტორია შუა საუკუნეებში იწყება, როდესაც ვაშლის ბაღები და ვენახები აპოსტოლური სასახლის ჩრდილოეთით გააფართოვეს. 1279 წელს, პაპმა ნიკოლოზ III-მ ვატიკანის, როგორც პონტიფიკოსის რეზიდენციის, სტატუსი ლატერანის სასახლიდან რეზიდენციის ვატიკანში დაბრუნებით აღადგინა და არემარეს კედლები შემოარტყა. მან განავითარა ხილის ბაღი — pomerium, მწვანე გაზონი — pratellum და ბაღი — viridarium.
პოლიტიკური სისტემა
რედაქტირებავატიკანის პოლიტიკური სისტემა არის არა-მემკვიდრეობითი მონარქიის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი. პაპი არის თეოკრატიული მონარქი და მისი ტიტული არა მემკვიდრეობით, არამედ კარდინალთა კოლეგიის არჩევნის მიხედვით გადაეცემა მომდევნო პონტიფიკოსს. შესაბამისად, ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის ამომრჩევლობითი მონარქია. პაპს აქვს გადამწყვეტი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ვატიკანში. ვატიკანი ამჟამად არის ერთადერთი ფართოდ აღიარებული სახელმწიფო, რომელიც არ შეერთებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წმინდა საყდარს, რომელიც დამოუკიდებელია ვატიკანისაგან, აქვს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი გაერო-ში და სარგებლობს სრული წევრის ყველა უფლებით, გენერალურ ასამბლეაში ხმის უფლების გარდა.
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მთავრობის სტრუქტურა არის უნიკალური. პაპი არის სახელმწიფოს სუვერინი. საკანონმდებლო ძალაუფლება გააჩნია პაპის სახელმწიფო საქმეების ვატიკანის კომისიას — კარდინალთა ინსტიტუცია, რომელსაც პაპი ხუთი წლით ნიშნავს. აღმასრულებელი ძალაუფლება პაპის კომისიის პრეზიდენტს აქვს. კომისიის პრეზიდენტს ამ ძალაუფლების აღსრულებაში ეხმარებიან გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე. ვატიკანის სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი წმინდა საყდრის სახელმწიფო კანცელარია და დიპლომატიური სამსახურია. ვატიკანს ასევე გააჩნია სპეციალური დეპარტამენტები (სამინისტროები), რომლებიც ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ტელეკომუნიკაციებსა და ა. შ. განაგებენ. ამის მიუხედავად, ვატიკანის ტერიტორიაზე პაპს გააჩნია სრული და აბსოლუტური აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება. რომის პაპი ამჟამად ევროპის ერთადერთი აბსოლუტური მონარქია.
კარდინალი კამერლენგო არის აპოსტოლური პალატის ხელმძღვანელი, რომელსაც ვატიკანის ქონების განკარგვა და პაპის არყოფნის შემთხვევაში წმინდა საყდრის საერო უფლებების დაცვა ევალება. ვატიკანის საერო უფლებების დაცვა პონტიფიკოსის კომისიის ვატიკანისათვის ვალდებულებაა. კარდინალი კამერლენგო მუშაობს სამ სხვა კარდინალთან ერთან, რომელთაგანაც თითოეული კარდინალთა იერარქიის სამივე ჯგუფს (კარდინალ-ეპისკოპოსი, კარდინალ-მღვდელი და კარდინალ-დიაკვანი) წარმოადგენს. სამი კარდინალი ყოველ სამ დღეში ერთხელ იცვლება. პაპის არ ყოფნის შემთხვევაში, კარდინალ კამერლენგო თითქმის ქვეყნის მეთაურის ფუნქციებს ასრულებს. თუმცა, ამ ოთხი კარდინალის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კარდინალთა კოლეგიის მიერ უნდა იქნას დამტკიცებული.
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც 1929 წლის ლატერანის ხელშეკრულების შედეგად შეიქმნა, წმინდა საყდარს აძლევს საერო იურისდიქციას მცირე ტერიტორიაზე. თავად ვატიკანი წმინდა საყდრისაგან განსხვავებული და დამოუკიდებელია. შესაბამისად, სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი, თუმცა არა აუცილებელი ინსტრუმენტი წმინდა საყდრის ხელში. თავად წმინდა საყდარი ვატიკანის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე, რომის იმპერიის დროიდან მოყოლებული არსებობდა, როგორც იურიდიული ერთეული და გვიანი ანტიკური ხანიდან მოყოლებული საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი სუვერენული ერთეული. საერთაშორისო აღიარება მაშინაც კი არ შეყვეტილა, როცა წმინდა საყდარს საკუთარი ტერიტორია არ გააჩნდა (მაგალითად 1870-1929 წლებში) წმინდა საყდრის დიპლომატიური სერვისი მსოფლიოს ყველაზე ძველი მუდმივი და აქტიური დიპლომატიური სამსახურია. წმინდა საყდრის პირველი დიპლომატიური მისია ჩვენი წელთაღრიცხვის 325 წელს შედგა, როდესაც მისი წარმომადგენლები ნიკეის კრებაზე იყვნენ წარგზავნილნი. ელჩები უცხო ქვეყნებში წარმოადგენენ არა ვატიკანს, არამედ წმინდა საყდარს.
სახელმწიფოს მეთაური
რედაქტირებაპაპი არის ვატიკანის ex officio სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის მეთაური. მისი ეს ფუნქციები დამოკიდებულია მის მთავარ როლზე — რომის ეპისკოპოსი. ტერმინი წმინდა საყდარი აღნიშნავს არა ვატიკანს, არამედ იმ სასულიერო და სამწყსო (პასტორალურ) ხელისუფლებას, რაც პაპს გააჩნია და რომელიც რომაული კურიის მეშვეობით ხორციელდება. პაპის ოფიციალური ტიტული, როგორც ვატიკანის ლიდერისა, არის ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს სოვერენი. ვატიკანის რიგით მეორე ოფიციალური პირი არის საპონტიფიკოსო კომისიის პრეზიდენტი ვატიკანისათვის, რომელიც 1952 წლიდან აღასრულებს იმ ფუნქციებს, რაც უწინ ვატიკანის გუბერნატორს ეკუთვნოდა. 2001 წლიდან, საპონტიფიკოსო კომისიის პრეზიდენტს ასევე აქვს ვატიკანის სამმართველოს პრეზიდენტის ტიტული. რომის პაპი ცხოვრობს პაპის აპარტამენტებში, ვატიკანის აპოსტოლური სასახლის მესამე სართულზე, წმინდა პეტრეს მოედანზე. პაპი აქ იღებს სტუმრებს და მუშაობს.
კათოლიკური ეკლესიის ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, ვატიკანის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ამჟამად არის ფრანცისკე. პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტი ვატიკანისათვის კი არის კარდინალი ჯოვანი ლაჯოლო.
სამხედრო და პოლიცია
რედაქტირებაპაპების მიერ შვეიცარიელ ჯარისკაცთა დაქირავება უკვე რამდენიმე ხნის ტრადიცია იყო 1506 წლამდე, როდესაც პაპმა იულის II-მ პონტიფიკოსის შვეიცარიელთა არმია ოფიციალურად ჩამოაყალიბა. მაშინ, ისევე როგორც დღესდღეობით, შვეიცარიელთა არმიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას პაპის პირადი დაცვის როლი წარმოადგენდა. არმია Annuario Pontificio-ში მოხსენიებულია წმინდა საყდრის და არა როგორც ვატიკანის არმია. 2005 წლის ბოლოს, არმიაში 134 პიროვნება მსახურობდა. არმია ასაქმებს მხოლოდ შვეიცარიელ კათოლიკე მამაკაცებს; დასაქმების საკითხების მოგვარება წმინდა საყდრისა და შვეიცარიის ერთობლივი პრეროგატივაა. 1970 წელს პაპმა პავლე VI-მ პალატინის არმია და კეთილშობილთა არმია დაითხოვა. პალატინის არმიას თავდაპირველად მილიციის სერვისების გატარება ევალებოდა, თუმცა საბოლოოდ პალატინისა და კეთილშობილთა არმიები მხოლოდ და მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებდნენ. არმია ატარებს მიქელანჯელოს მიერ რეკომენდებულ საპარადო ტანსაცმელს.
დღესდღეობით რეალური პოლიციის ფუნქციებს ვატიკანში პაპის ჟანდარმერია ასრულებს. ჟანდარმერია პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის, კანონის გატარების, ხალხის მასისა და ტრანსპორტის კონტროლისა და კრიმინალური გამოძიების საკითხებზე ვატიკანის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ვატიკანი ყოველ მხარეს შემოსაზღვრულია იტალიით, და შესაბამისად გეოგრაფიულ ანკლავს წარმოადგენს, ვატიკანის სამხედრო თავდაცვაზე პასუხისმგებელია იტალია და იტალიის შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, ვატიკანს შვეიცარიელთა არმიის გარდა სხვა შეიარაღებული ძალები არ გააჩნია.
ადმინისტრაცია
რედაქტირებავატიკანში საკანონმდებლო ფუნქცია აკისრია პონტიფიკოსის კომისიას ვატიკანისათვის, რომელიც ერთპალატიანი ორგანოა. კომისია შედგება შვიდი კარდინალისაგან, რომელთაც პაპი ხუთწლიანი ვადით ნიშნავს. წმინდა საყდრის სახელმწიფო კანცელარიას ეკისრება ყველა აქტის განხილვა და დამტკიცება. ძალაში შესვლამდე, კომისიის მიღებული საკანონმდებლო აქტები უნდა გამოქვეყნდეს სპეციალურ აპენდიქსში — Acta Apostolicae Sedis.
აღმასრულებელი ძალაუფლება ენიჭება ვატიკანის სამმართველოს, რომელიც შედგება პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტისაგან (რომელიც ასევე სარგებლობს ტიტულით — ვატიკანის სამმართველოს პრეზიდენტი), გენერალური მდივნისა და ვიცე-გენერალური მდივნისაგან. სამივე ოფიციალური პირი ინიშნება პაპის მიერ ხუთი წლის ვადით. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქნეს შემოწმებული პონტიფიკოსის კომისიისა და სახელმწიფო კანცელარიის მიერ, რომელიც პაპის სახელით მოქმედებს.
ვატიკანის სამმართველო აღასრულებს ცენტრალურ მმართველობით ფუნქციებს, რამდენიმე დეპარტამენტისა და ოფისის (სამინისტროები) მეშვეობით. ვატიკანის დეპარტამენტების ოფიციალური პირები, მსგავსად ვატიკანის სამკაციანი მთავრობისა, ინიშნებიან ხუთი წლის ვადით. ვატიკანის სამთავრობო ინსტიტუციები ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა სახელმწიფოს ტერიტორიის, ადგილობრივი უშიშროების, ჩანაწერთა წარმოების, ტრანსპორტაციისა და ფინანსების ზედამხედველობა. ვატიკანის სამმართველო ასევე აკონტროლებს პაპის ჟანდარმერიას, ვატიკანის პოლიციას.
კათოლიციზმის ცენტრი
რედაქტირებავატიკანის პოზიციასა და როლს მსოფლიოში განსაზღვრავს ის, რომ ვატიკანი წარმოადგენს კათოლიციზმის მსოფლიო ცენტრს. ვატიკანს ექვემდებარება კათოლიკური ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის კათოლიკური სკოლები, მასმედია და სხვა. ვატიკანი ფლობს საკუთარ ტელევიზიას ვატიკანის სატელევიზიო ცენტრი.
ეკონომიკა
რედაქტირებავატიკანის ეკონომიკური საფუძველია კაპიტალდაბანდებები და შეწირულობები. მჭიდრო კავშირშია იტალიის და სხვა ბანკებთან. ვატიკანის კაპიტალი დაბანდებულია უმთავრესად იტალიაში, ასევე აშშ-ში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში, ვატიკანი ფლობს დიდძალ უძრავ ქონებას სხვადასხვა ქვეყანაში. მისი შემოსავლის წყაროა ასევე საერთაშორისო ტურიზმი.
დემოგრაფია
რედაქტირებაარქიტექტურა
რედაქტირებამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 286 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ვატიკანი გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსია, სადაც საკულტო შენობები, სასახლები და ციხე-სიმაგრეები შეხამებულია საბაღო-საპარკო ხელოვნების ნიმუშებთან. ვატიკანის საზეიმო შესასვლელია სვეტნარით გარშემორტყმული წმინდა პეტრეს მოედანი (1657-1663, არქ. ჯ. ბერნინი), რომელსაც მოსდევს მსოფლიოში უდიდესი კათოლიკური ტაძარი წმინდა პეტრეს ბაზილიკა (1506-1614, არქ. ბრამანტე, მიქელანჯელო, ვინიოლა, ჯ. დელა პორტა და სხვა). ინტერიერშია მიქელანჯელოს „პიეტა“, ბერნინის შესრულებული ბრინჯაოს ბალდახინი, კათედრა, საფლავის ძეგლები და სხვა. ტაძრის ჩრდილოეთით XV-XVI საუკუნეების სასახლეების ანსამბლებია, რომლებშიც შედის ნიკოლოზ V-ის კაპელა (ფრა ბეატო ანჯელიკოს ფრესკებით), ბორჯას აპარტამენტები, სიქსტეს კაპელა, რაფაელისა და მის მოწაფეთა მიერ მოხატული დარბაზები, ბელვედერისა და სან-დამაზო ეზოები, მუზეუმები. ვატიკანს ეკუთვნის აგრეთვე IV საუკუნის ადრინდელი ქრისტიანული ბაზილიკები.
ვატიკანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 323-324.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- History of Vatican City: Primary Documents
- Walls of Rome დაარქივებული 2019-02-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Holy See (Vatican City). CIA—The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2019-03-23.