ვატიკანის გეოგრაფია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვატიკანის გეოგრაფია უნიკალურია ქვეყნის პოზიციის გამო, იგი ურბანულად ჩაკეტილია რომში, იტალია. საერთო ფართობი 0,44 კმ2-ია, ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა თვითმმართველობის სახელმწიფო.

ვატიკანის რუკა

ქვეყანაში არ მოიპოვება ბუნებრივი რესურსები და არ შეიცავს ბუნებრივ რისკებს.

ტერიტორია და საზღვრები

რედაქტირება

ვატიკანის ფართობია 0.44 კმ2. მისი მთელი ტერიტორია ხმელეთია. მდინარე ტიბრი მიედინება მის აღმოსავლეთ საზღვართან. მთლიანი საზღვრის სიგრძე შეადგენს 3.2 კმ-ს. და ყველა მხრიდან ესაზღვრება იტალია. თითქმის მთლიანად შემოსაზღვრულია ძველი ქვის კედლით, რომლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ლეონისის კედელი ჰქვია.

სახელმწიფოში იგივე კლიმატია როგორიც რომში: ზომიერი, რბილი, წვიმიანი ზამთარი (სექტემბრიდან შუა-მაისამდე); ცხელი, მშრალი ზაფხული (მაისიდან სექტემბრამდე).

 
ხედი: ვატიკანის ბაღები

ვატიკანი მდებარეობს დაბალ ბორცვზე. ამ ბორცვს ეძახდნენ ვატიკანის გორაკს (ლათ. Mons Vaticanus) იმ დროიდან სანამ არსებობდა ქრისტიანობა. არსებობს ეჭვი, რომ სახელი თავდაპირველად ეკუთვნოდა ეტრუსკულ ენას.

უკიდურესი წერტილები

რედაქტირება

ვატიკანის უკიდურესი წერტილების სია:

ვატიკანში ყველაზე დაბალი ადგილი 19,2 მ.-ია, ხოლო ყველაზე მაღალი - 76,2მ.

მიწათსარგებლობა

რედაქტირება

ქვეყნის ბუნება ძირითადად ურბანული სახისაა. ვატიკანის ტერიტორიაზე არ არის აგრიკულტურული ნაკვეთები. ვატიკანის გეოგრაფია არის მიწის რესურსის გამოყენების შესანიშნავი მაგალითი. ვატიკანი იძულებულია მოახდინოს მიწის ეკონომია სახელმწიფოს მცირე ზომის გამო. აქედან გაგმომდინარე, შენობებს უკავიათ სახელმწიფოს ტერიტორიის 50 % ნაკლები, ხოლო დანარჩენი ტერიტორია ღია ადგილებისა და პარკებისგან შედგება. ამავდროულად სახელმწიფოს ტერიტორიაზე არის რამდენიმე ობიექტი, რომელიც ხაზს უსვამს ვატიკანის სახელმწიფოებრივ სტატუსს - მათ შორისაა, სარკინიგზო ხაზები, შვეულმფრენის სადგომი, ფოსტები, რადიო, სამხედრო ყაზარმიები, მთავრობის სასახლე და ოფისები, უმაღლესი სასწავლებლები, კულტურისა და ხელოვნების ცენტრები და რამდენიმე საელჩო.

2007 წლის ივლისში ვატიკანმა მიიღო წინადადება, რომლითაც იგი წლის ერთადერთი კარბონულად ნეიტრალური ქვეყანა გახდა უნგრეთში ვატიკანის კლიმატური ტყის შეწირვით. ამ ტყის ზომას უნდა გაებათილებინა ვატიკანის ნახშირორჟანგის ემისიის წლიური რაოდენობა.

საერთაშორისო ხელშეკრულებები

რედაქტირება

მხარე: ოზონის შრის დაცვა.

გაფორმდა, მაგრამ არ არის რატიფიცირებული: ჰაერის დაბინძურების შესახებ, გარემოს მოდიფიკაცია.