პაპის ჟანდარმერია
პაპის ჟანდარმერია ან ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს ჟანდარმთა კორპუსი (იტალ. Corpo della Gendarmeria dello Stato della Città del Vaticano) — ვატიკანის ჟანდარმერია ანუ პოლიცია, უშიშროების სამსახური რომელიც პასუხისმგებელია ვატიკანის უსაფრთხოებაზე, სამოქალაქო წესრიგის დაცვაზე, საზღვრის კონტროლზე, მოძრაობის კონტროლზე, კრიმინალურ გამოძიებებზე და სხვა ზოგად საპოლიციო საკითხებზე. ჟანდარმთა გარკვეული ნაწილი მოგზაურობს პონტიფიკოსთან ერთად, ამ უკანასკნელის უსაფრთხოების გარანტირებისათვის. კორპუსის შემადგენლობაში შედის 130 თანამშრომელი[1] , კორპუსი კი არის უშიშროების და სამოქალაქო თავდაცვის სერვისთა დეპარტამენტის (რომელშიც ასევე შედის ვატიკანის სახანძრო დეპარტამენტი) და ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს სამმართველოს შემადგენელი ნაწილი[2] .
კორპუსის მეთაურია ინსპექტორ გენერალი. 2006 წლის ივნისიდან ვატიკანის ინსპექტორ გენერალია დომენიკო ჯანი.
ვატიკანის პირველი უშიშროების სამსახური - Corpo della Gendarmeria, პაპმა პიუს VII-მ შექმნა 1816 წელს. ეს სამსახური ვატიკანის სამხედროს შემადგენელი ერთეული იყო სანამ პავლე VI-მ წმინდა საყდრის ჯარი მხოლოდ პონტიფიკოსის შვეიცარიელთა არმიამდე არ შეამცირა. 1970-91 წლებში ვატიკანის პოლიციას ეწოდებოდა ცენტრალური უშიშროების ოფისი, ხოლო 1991 წლიდან 2002 წლამდე, ვატიკანის პოლიციას ეწოდებოდა Corpo di Vigilanza dello Stato della Città del Vaticano.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gendarme Corps. ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს პრეზიდენტის ოფისი (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-23. ციტირების თარიღი: 2007-10-15.
- ↑ Administrations and Central Offices. ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს პრეზიდენტის ოფისი (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-23. ციტირების თარიღი: 2007-10-15.